... (H-403), 1818 წ.

296. კაცმან ვერ ასწრას თვალისა: დაფახვა დაწამწამება჻ მას გავექცევი ვისგანცა: ჩემი არას ვსცნა ამება჻ მათ თურქთა მიღმა გამეგო: მე არას არ შეწამება჻ ავად შვენოდა მორევნა: და ჩემი დათამამება჻

297. აწ ვაშად მოხველ მიამა: ნახვა შენისა პირისა჻ ტანად სარო და პირად მზე: მამაცად მგზავსი გმირისა჻ მაგრა გარჯილხარ არა ხარ: გარდაუხდელი ჭირისა჻ ძნელია პოვნა კაცისა: ღ~მრთვ ზეცით განაწირისა჻

298. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ: საქები ბრძენთა ენისა჻ მაგისად ნაცვლად რამცა ვიყავ: ღირსი ქებისა თქვენისა჻ სახე ხარ მზისა ერთისა: ზეცით მნათისა ზენისა჻ რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი: ეგზომთა ცრემლთა დენისა჻

299. ამა დღემან დამავიწყა: გული ჩემი ვინ დაბინდა჻ დამიგდია სამსახური: იგი იქნას რაცა გინდა჻ იაგუნდი ეგრეცა სჯობს: ათასჯერმცა მინა მინდა჻ შენ გეახლო სიკვდილამდე: ამის მეტი არა მინდა჻

300. ტარიელ უთხრა მე შენი: გული აწ მემჴურვალების჻ მიკუირს თუ ნაცვლად მაგისად: შენ ჩემი რა გევალების჻ მაგრა წესია მიჯნური: მიჯნურსა შეებრალების჻ შენ საყუარელსა გაგყარო: ესე რად გენაცვალების჻

301. წამოსრულხარ ჩემად ძებნად: პატრონისა სამსახურად჻ ღ~თნ ჰქმნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად჻ მაგრა ჩემსა რა გიამბობს: გამოჭრილვარ ასრე თუ რად჻ მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი: ცხელი შემიქს ალად მურად჻

302. ამას დაყმუნდა ტარიელ: დამწვარი დავალებული჻ ასმათს უბრძანა მას აქეთ: შენ ხარ ჩემთანა ხლებული჻ რად არა იცი უწამლო: არს ლები ესე ლებული჻ კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი: ცრემლითა დავალებული჻

303. კაცმან ვით პოვოს ღ~თისაგან: რაცა არ დანაბადია჻ მით გული ჩემი საჴმილმან: აწ ასრე დანაბა დია჻ კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს: მითქს ბადე დანაბადია჻ აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა: ჩალა მაქუს და ნაბადია჻

304. მაგრა ღ~თნ მოწყალემან: მით ცნობითა ერთი მზითა჻ ორი მისი მოწყალება: დღესცა მამცა ამა გზითა჻ პირველ შეჰყრის მოყუარულთა: ჩემით რათმე მიზეზითა჻ კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა: ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა჻

305. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან: ძმა ანუ თუ დაცა იდოს჻ ჴამსო მისთვის სიკუდილსა და: ჭირსა თავი არ დარიდოს჻ ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს: თუ მეორე არ წაწყმიდოს჻ შენ ისმენდი მე გიამბობ: რაღა გინდა წამეკიდოს჻

306. ასმათს უთხრა მოდი მოჯე: თანა წყალი მომიტანე჻ დაბნედილსა მაპკურებდი: გული მითა გარდამბანე჻ მკუდარი მნახო დამიტირე: სულთქნა გაათანისთანე჻ მე სამარე გამითხარე: აქა მიწა მიაკუანე჻

307. ღილ ჩახსნილი საამბობლად: დაჯდა მჴარნი ამოყარნა჻ ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით: დიდხან შუქნი არ ადარნა჻ ვერ გაახვნა სასაუბროდ: მან ბაგენი გაამყარნა჻ მერმე სულთქნა დაიძახნა: ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა჻

308. მოთქუამს აჰი აჰი საყუარელო: ჩემო ჩემთვის დაკარგულო჻ იმედო და სოცოცხლეო: გონებაო სულო გულო჻ ვინ მოგკუეთა არა ვიცი: ხეო ედემს დანერგულო჻ ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა: გულო ასჯერ დადაგულო჻

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი჻

309. ისმენდი მიეც გონება: ჩემთა ამბავთა სმენასა჻ საუბართა და საქმეთა: ვითა ძლივ ვათქმევ ენასა჻ იგი ვინ ჴელმქნა მოველი: მისგან აროდეს ლხენასა჻ ვისგან შეუცავ სევდასა: სისხლისა ღვართა დენასა჻

310. ინდოეთს შვიდთა მეფეთა: ყოვლი კაცი ხართ მცნობელი჻ ექუსი სამეფო ფარსადანს: ჰქონდა თვით იყო მპყრობელი჻ უხვი მდიდარი უკადრი: მეფეთა ზედა მფლობელი჻ ტანად ლომი და პირად მზე: ომად მძლე რაზმთა მწყობელი჻

311. მამაჩემი ჯდა მეშვიდე: მეფე მებრძოლთა მზარავი჻ სარიდან ერქუა სახელი: მტერთა სრვად დაუფარავი჻ ვერვინ ჰკადრებდის წყენასა: ვერ ცხადი ვერცა მპარავი჻ ნადირობდის და იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი჻

312. ხალვა მოსძულდა შეექნა: გულს კაეშანთა ჯარები჻ თქუა წამიღია მტერთაგან: ძლევით ნაპირთა არები჻ ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი: მაქუს ზეიმი და ზარები჻ ბრძანა წავალ და მეფესა: ფარსადანს შევეწყნარები჻

313. ფარსადანს წინა დაასკუნა: გაგზავნა მოციქულისა჻ შესთვალა შენ გაქუს მეფობა: ინდოეთისა სრულისა჻ აწ მე მწადს თქუენსა წინაშე: მეცა ვსცნა ძალი გულისა჻ სახელი დარჩეს ჩემისა: ერთგულად სამსახურისა჻

314. ფარსადან შექნა ზეიმი: ამა ამბისა მცნობელმან჻ შესთვალა ღ~თსა მადლობა: შევსწირე ჴმელთა მფლობელმან჻ რადგან ეგე ჰქენ მეფემან: ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან჻ აწ მოდი ასრე პატივ ჰგცე: ვითა ძმამან მშობელმან჻