... (H-403), 1818 წ.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი: ამო და სასმენელად შუჱნიერი სწავლისათვის მოშაირეთა

1. რომელმან შექმნა სამყარო: ძალითა მით ძლიერითა჻ ზეგარდმო არსნი სულითა: ჰყუნა ზეცით მონაბერითა჻ ჩვენ კაცთა მოგუცა ქვეყანა: გუაქუს უთვალავი ფერითა჻ მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე: სახითა მის მიერითა჻

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ: საჴე ყოვლისა ტანისა჻ შენ დამიფარე ძლევა მეც: დათრგუნვად მე სატანისა჻ მომეც მიჯნურთა სურვილი: სიკუდიდმდე გასატანისა჻ ცოდვათა შესუბუქება: მუნ თანა წასატანისა჻

3. ვის შუჱნის ლომსა ჴმარება: შუბისა ფარ შიმშერისა჻ მეფისა მზის თამარისა: ღაწუ ბალახშ თმა გიშერისა჻ მას არა ვიცი შევჰკადრო: შესხმა ხოტბისა ხშირისა჻ მისთა მჭურეტელთა ყანდისა: მირთმა ჰჴამს მართ მშიერისა჻

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა: სისხლისა ცრემლ დათხეული჻ ვთქუენი ქებანი ვისნიმე: არ ავად გამორჩეული჻ მელნად ვიხმარე გიშრის ტბა: და კალმად მინა რხეული჻ ვინცა ისმინოს დაესვას: ლახვარი გულსა ხეული჻

5. მიბრძანეს მათად საქებრად: თქმა ლექსებისა ტკბილისა჻ ქება წარბთა და წამწამთა: თმათა და ბაგე კბილისა჻ ბროლ ბალახშისა თლილისა: მით მიჯრით მიწყობილისა჻ გასტეხს ქუასაცა მაგარსა: გრდემლი ტყუიისა ლბილისა჻

6. აწ ენა მინდა გამოთქმად: გული და ჴელოვანება჻ ძალი მამეც და შეწევნა: შენგნით მაქვს მივსცე გონება჻ მით შევეწივნეთ ტარიელს: ტურფადცა უნდა ჴსენება჻ მათ სამთა გმირთა მნათობთა: ჰსჭირს ერთმანერთის მონება჻

7. მო დავჰსხდეთ ტარიელისთვის: ცრემლი გვდის შეუშრობილი჻ მისებრი მართ დაბადებით: ვინცა ყოფილა შობილი჻ დავჰსჯე რუსთველმან გავლექსე: მისთვის გულ ლახვარ სობილი჻ აქამდის ამბად ნათქუამი: აწ მარგალიტი წყობილი჻

8. მიჯნურსა თუალად სიტურფე: მართებს მართ ვითა მზეობა჻ სიბრძნე სიმდიდრე სიუხუჱ: სიყმე და მოცალეობა჻ ენა გონება დათმობა: მძლეთა მებრძოლთა მძლეობა჻ ვისცა ეს სრულად არა სჭირს: აკლია მიჯნურთ ზნეობა჻

9. მიჯნურობა არის ტურფა: საცოდნელად ძნელი გვარი჻ მიჯნურობა სხუა რამეა: არ სიძვისა დასადარი჻ იგი სხუაა სიძუა სხუაა: შუა უზის დიდი ზღვარი჻ ნურვინ გარევთ ერთმანერთსა: გესმის ჩემი ნაუბარი჻

10. ხამს მიჯნური ხანიერი: არ მეძავი ბილწი მრუში჻ რა მოშორდეს მოყუარესა: გაამრავლოს სულთქმა უში჻ გული ერთსა დააჯეროს: კუშტი მიხუდეს თუნდა ქუში჻ მძულს უგულოდ სიყვარული: ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში჻

11. ამა საქმესა მიჯნური: ნუ უხმობთ მიჯნურობასა჻ დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა: სთმობდეს გაყრისა თმობასა჻ ესე მღერასა ბედითსა: ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა჻ კარგი მიჯნური იგია: ვინ იქს სოფლისა თმობასა჻

12. არს პირუჱლი მიჯნურობა: არ დაჩენა ჭირთა მალვა჻ თავის წინა იგონებდეს: ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა჻ შორით ბნედა შორით კდომა: შორით დაგუა შორით ალვა჻ დასთმოს წყრომა მოყვრისაგან: მისი ჰქონდეს შიში კრძალვა჻

13. ხამს თავისსა ხუაშიადსა: არვისთანა ამჟღავნებდეს჻ არ ბედითად ჰაი ზმიდეს: მოყუარესა აყივნებდეს჻ არსით უჩნდეს მიჯნურობა: არა სადა იფერებდეს჻ მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს: მისთჳს ცეცხლსა მოიდებდეს჻

14. მას უშმაგო ვით მიენდოს: ვინ მოყუარე გაამჟღავნოს჻ ამის მეტი რამცა ირგოს: მას ავნოს და თჳთანც ივნოს჻ რათამცაღა ასახელოს: რა სიტყვითა მოაყივნოს჻ რა გავა თუ მოყუარესა: კაცმან გული არ ატკივნოს჻

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ: საქმესა ამა დარი჻ ვის მორჩილობს ჯარი სპათა: მისთჳს ვხელობ მისთვის მკუდარი჻ დაუძლურდი მიჯნურთათვის: კულავ წამალი არსით არი჻ ანუ მამცეს განკურნება: ანუ მიწა მე სამარი჻

16. ესე ამბავი სპარსული: ქართულად ნათარგმანები჻ ვით მარგალიტი ობოლი: ჴელის ჴელ საგოგმანები჻ ვჰპოვე და ლექსად გარდავჰთქჳ: საქმე ვჰქენ საჭოჭმანები჻ ჩემან ხელმქმნელმან დამმართოს: ლაღმან და ლამაზმა ნები჻

17. თუალთა მისგან უნათლოთა: ენატრამცა ახლად ჩენა჻ აჰა გული გამიჯნურდა: მიხდომია ველთა რბენა჻ მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწუა: კმარის მისცეს სულთა ლხენა჻ სამთა ფერთა საქებელთა: ლამის ლექსთა უნდა ლევნა჻

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს: დასჯერდეს და მას უბნობდეს჻ მუშა მიწყივ მუშაობდეს: მეომარი გულოვნობდეს჻ კულავ მიჯნურსა მიჯნურობა: უყუარდეს და გამოსცნობდეს჻ არცა ვისგან დაიწუნოს: არცა სხუათა უწუნობდეს჻

19. შაირობა პირველადვე: სიბრძნისაა ერთი დარგი჻ საღ~თო საღ~თოდ გასაგონი: მსმენელთათვის დიდი მარგი჻ კულავ აქაცა იამების: ვინცა ისმენს კაცი ვარგი჻ გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის: შაირია ამად კარგი჻