... (H-403), 1818 წ.

236. ქალო არ იცი სით მოვალ: რა ჭირნი მამითმენიან჻ ოდიდგან ვეძებ ამბავთა: ესე არვისგან მსმენიან჻ შენ მიპოვნიხარ სიტყუანი: ჩემნი რაზომცა გწყენიან჻ ვერ დაგეხსნები მიამბე: ჩემგან ნუღარა გრცხვენიან჻

237. ქალმან უთხრა რას შეგესწარ: მე ვინ ვარ და ანუ შენო჻ მზე არ მახლავს შეგეტყუების: თვრთვილო ასრე მით მაწყენო჻ გრძელი სიტყუა საწყინოა: ასრე მოკლედ მოგახსენო჻ ვერასათვის ვერ გიამბობ: რაცა გინდა იგი ქენო჻

238. კულაცა ჰკადრა ზენარობით: მიუყარნა მუჴლნი წინა჻ მაგრა ვერა ვერ დაჰყარა: მუდარობა მოეწყინა჻ პირსა ზედა გაგულისდა: თვალთა სისხლი მოედინა჻ ადგა თმითა წამოზიდნა: ყელსა დანა დააბრჯინა჻

239. ეგრე უთხრა მე ეზომი: ჯავრი ვითა შეგარჩინო჻ როგორა თუ ამატირო: ცრემლი ცუდად დამადინო჻ გიჯობს მითხრა ამის მეტი: მართ აღარა არ გაწყინო჻ თუარა ღ~თნ მტერი ჩემი: მოკლას ვითა მოგაკვდინო჻

240. ქალმან უთხრა ეგე ღონე: მოიგონე მატად ავი჻ თუ არ მამკლავ არ მოვჰკვდები: მრთელი ვარ და მოუკლავი჻ რად რა გითხრა სადამდისცა: ვიყო ჭირთა უნახავი჻ კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ: აღარ მებას ზედან თავი჻

241. კულავ ეტყუის ყმაო რად მპოვე: ვინ მეუბნები მე ვინო჻ ეგე ამბავი ცოცხალსა: ენითა ვერ მათქმევინო჻ მე ჩემი თავი ნებითა: ჩემითა მოგაკულევინო჻ ვითა უსტარი ბედითი: ადვილად დაგახევინო჻

242. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად: პატიჯად ნურად გგონია჻ მით რომე დამხსნი ტირილსა: შემშრების ცრემლთა ფონია჻ ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი: მისთვისვე შემიწონია჻ ვერ გიცნობ ვინ ხარ: ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია჻

243. ყმამან თქუა თუ არ ეგების: აწ ამისი ასრე თქმევა჻ სხვასა რასმე მოვიგონებ: სჯობს საქმისა გამორჩევა჻ გაუშვა და ცალკე დაჯდა: ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა჻ ქალსა უთხრა გაგარისხე: აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა჻

244. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად: ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია჻ ავთანდილ ქუე ზის ტირილად: აღარას მოუბარია჻ ვარდისა ბაღსა მოგუბდა: ცრემლისა საგუბარია჻ კულავ იქით ქალი ატირდა: მისთვის გულ ნალმობარია჻

245. ყმა მტირალი შეებრალა: ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა჻ მაგრა უჯდა უცხოს უცხო: არ ბაგენი აუბარნა჻ ყმამან ცნა თუ გონებანი: ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა჻ ცრემლ დენილი შეეხვეწა: ადგა მუჴლნი მიუყარნა჻

246. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ: შენ აწ ჩემად დასანდობლად჻ გაგარისხე დაგრჩომივარ: ღარიბად და ამად ობლად჻ აწ ეგრეცა თავი ჩემი: დამიც შენთვის დასანდობლად჻ ამად რომე შეცოდება: შვიდ გზის თქმულა შესანდობლად჻

247. თავი ჩემი სამსახურად: თუცა ავად მოგაწონე჻ მიჯნურისა შებრალება: ჴამს ესეცა გაიგონე჻ სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ: არვინ არის ჩემი ღონე჻ სულსა მოგცემ გულისათვის: სხვა მეტიმცა რა გამონე჻

248. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან: მიჯნურობისა სმინება჻ გულამოჴუინჩით დაიწყო: ასკეცად ცრემლთა დინება჻ კულავ გაამაღლა ზახილით: ტირილი არ გაცინება჻ ავთანდილს ღთ~ნ წადილი: მისცა გულისა ლხინება჻

249. იტყვის თუ ამა სიტყვითა: მას ფერი შეეცვალების჻ ვისთვისმე ხელი უცილოდ: მას ცრემლი ემალმალების჻ კულავ უთხრა დაო მიჯნური: მიჯნურთა შეებრალების჻ ესეცა იცი სიკუდილსა: თვით ეძებს არ ეკრძალების჻

250. ვარ მიჯნური ხელი ვინმე: გაუძლებლად სულთა დგმისად჻ ჩემა მზემან გამომგზავნა: საძებარად ამა ყმისად჻ ღრუბელიცა ვერ მიხვდების: მე მისრულვარ სადა ვლისად჻ გული შენი მიპოვნია: მისი შენდა შენი მისად჻

251. მისი სახე გულსა ჩემსა: ხატად ასრე გამოვხატე჻ მისთვის ხელმან გამოჭრილმან: ლხინი ჩემი ვაალქატე჻ ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მყავ ანუ მააზატე჻ ან მაცოცხლე ანუ მამკალ: ჭირი ჭირსა მამიმატე჻

252. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა: პირველისა უამესი჻ ეგე სიტყვა მოიგონე: დია რამე უკეთესი჻ წეღან საქმე მტერობისა: გულსა ჩემსა შთამოსთესი჻ აწ მოყუარე გიპოვნივარ: დისაგანცა უფრო დესი჻

253. მაშა რადგან მიჯნურობა: შენად ღონედ მოიგონე჻ არ ეგების ამას იქით: თუმცა თავი არ გამონე჻ არ შენ მოგცე თავი ჩემი: დაგაბნიე დაგაღონე჻ შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ: მემცა საქმე რა ვიღონე჻

254. აწ რაცა გითხრა თუ ამა: საქმესა დამმორჩილდები჻ რასაცა ეძებ მიხვდები: უცილოდ არ ასცილდები჻ თუ არ მამისმენ ვერ ჰპოვებ : რაზომმცა ცრემლსა მილდები჻ მოგხვდების მდურვა სოფლისა: მოჰკვდები გაცასწბილდები჻

255. ყმამან უთხრა ეგე საქმე: ამას გავსო არა სხვასა჻ ორნი კაცნი მოდიოდეს: სადაურნი სადმე გზასა჻ უკანამან წინა ნახა: ჩავარდნილი შიგან ჭასა჻ ზედ მიადგა ჩაყიოდა: ტირს იზახის ვაგლახ ვასა჻