... (H-403), 1818 წ.

98. რა ცნა მეფე მოვიდაო: ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა჻ მასვე წამსა დაიკარგა: არ უნახავს თუალსა ჩვენსა჻ ჰგუანდა ქუჱსკნელს ჩანაძრომსა: ანუ ზეცად ანაფრენსა჻ ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს: კუალსა მისგან წანარბენსა჻

99. კუალი ძებნეს და უკვირდათ: ვერ პოვნა ნაკუალევისა჻ აგრე კუალ წმიდად წაჴდომა კაცისა: ვითა დევისა჻ ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს: სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა჻ მეფემან ბრძანა ვნახეო: მიზეზი ლხინთა ლევისა჻

100. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა: აქანამდის ჩემი შვება჻ ამად მიყო სიამისა: სიმწარითა დანაღვლება჻ სიკუდილამდის დამაწყლულა: ვერვის ძალუცს განკურნება჻ მასვე მადლი ესე იყო: წადილი და მისი ნება჻

101. ესე თქუა და შემობრუნდა: დაღრეჯილი წამოვიდა჻ აღარცა ჰკრა ასპარეზსა: ვამი ვამსა მოურთვიდა჻ ყუჱლაკაი მოიშალა: სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა჻ ზოგთა თქვეს თუ მართალია: ზოგი ღ~თო უზრახვიდა჻

102. მეფე საწოლს შემოვიდა: სევდიანი დაღრეჯილი჻ მისგან კიდე არვინ შეჰყუა: ავთანდილ უჩნს ვითა შვილი჻ ყველაკაი გაიყარა: ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი჻ გაბედითდა სიხარული: ჩაღანა და ჩანგი ტკბილი჻

103. თინათინს ესმა მამისა: აგეთი დაღრეჯილობა჻ ადგა და კარსა მივიდა: ჰქონდა მზისაცა ცილობა჻ მოლარე იხმო უბრძანა: ძილია თუ ღვიძილობა჻ მან მოახსენა დაღრეჯით: ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა჻

104. ერთიღა ახლავს ავთანდილ: წინაშე უზის სკამითა჻ უცხო ყმა ვინმე უნახავს: ასრე დაღრეჯით ამითა჻ თინათინ ბრძანა აწ წავალ: შესლვა არს ჩემგან ჟამითა჻ მიკითხოს ჰკადრე იყო თქო: აქა ერთისა წამითა჻

105. ხანი გამოხდა იკითხა: ნეტარ რასა იქს ქალიო჻ ჩემი ლხინი და ჯავარი: ჩემი სოფლისა წყალიო჻ მოლარე ჰკადრებს მოვიდა: აწაღა ფერ ნამკრთალიო჻ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა: წინაშე მამავალიო჻

106. უბრძანა თუ წადი უჴმე: უმისობა ვით გავძლეო჻ მოახსენე რად დაბრუნდი: შენ მამისა სიცოცხლეო჻ მოდი ჭმუნუა გამიქარვე: გულსა წყლულსა მეწამლეო჻ გითხრა ჩემი სამიზეზო: მე თუ ლხინთა რად დავლეო჻

107. თინათინ ადგა მივიდა: მიჰყვა მამისა ნებასა჻ უგავს პირისა სინათლე: მთვარისა მოვანებასა჻ მამამან გუჱრდსა დაისვა: აკოცა ნება ნებასა჻ უბრძანა მახლავ რად არა: რად მელი მოყვანებასა჻

108. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს჻ ვინცა გნახა კადნიერად: რაზომ გინდა ამაყობდეს჻ თქუჱნი აგრე დაღრეჯანი: მნათობთაცა დაამხობდეს჻ კაცმან საქმე მოიგვაროს: ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს჻

109. უბრძანა შვილო რაზომცა: მჭირს საქმე სავაგლახია჻ შენი ჭურეტა და სიცოცხლე: ლხინადვე დამისახია჻ მამაქარვები სევდისა: მართ ვითა მუფარახია჻ ვეჭუ რა ჰსცნა შენცა მამართლო: ჩემი სულთქმა და ახია჻

110. უცხოსა და საკჳრველსა: ყმასა რასმე გარდვეკიდე჻ მისმან შუქმან გაანათლა: სამყარო და ჴმელთა კიდე჻ რა უმძიმდა არ ვიცოდი: ან ტიროდა ვისთჳს კიდე჻ ჩემად ნახუად არ მოვიდა: გავგულისდი წავეკიდე჻

111. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა: თუალთა ცრემლნი მოიჴოცა჻ შესაპყრობლად შევუზახენ: სპანი სრულად დამიჴოცა჻ ვითა ეშმა დამეკარგა: არ კაცურად გარდამკოცა჻ ჯერთცა ესე არა ვიცი: ცხადი იყო თუ მეოცა჻

112. ტკბილნი მისნი წყალობანი: ბოლოდ ასრე გამემწარნეს჻ დამავიწყდა რაცა დღენი: მხიარულსა წამეარნეს჻ ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს: ვეღარავინ მინეტარნეს჻ სადამდისცა დღენი მესხნეს: ვეღარამან გამახარნეს჻

113. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ: მე სიტყუასა დანაყბედსა჻ ჰე მეფეო რად ემდურვი: ანუ ღ~თსა ანუ ბედსა჻ რად დასწამებ სიმწარესა: ყოველთათჳს ტკბილად მხედსა჻ ბოროტიმცა რად შეექმნა: კეთილისა შემოქმედსა჻

114. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ: მეფეთა ზედა მფლობელი჻ შორს არის თქუჱნი სამზღვარი: ბრძანება მიუთხრობელი჻ გაგზავნე კაცი ყოველგან: მისთა ანბავთა მცნობელი჻ ადრე სცნობთ არის იგი ყმა: შობილი თუ უშობელი჻

115. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს: ოთხთავე ცისა კიდეთა჻ უბრძანეს წადით პატიჟთა: თავიმცა რად დარიდეთა჻ მონახეთ ძებნეთ იგი ყმა: სხვად ნურად მოიცლიდეთა჻ მისწერეთ წიგნი სადაცა: ვერ მისწუდეთ ვერ მიხუიდეთა჻

116. თუ ყოფილა იგი მოყმე: ხორციელი ჴმელთა მვლელად჻ მას ნახვიდა სხუცა ვინმე: გამოჰსჩნდების მასწავლელად჻ თურამ ეშმა გჩუენებია:ლხინთა შენთა შეცამშლელად სევდისაგან მოიცალე: რად შექმნილხარ მოუცლელად

117. კაცნი წავიდეს იარეს: მათ ერთი წელიწადია჻ მონახეს ძებნეს იგი ყმა: იკითხეს კულა და კულა დია჻ ვერცა თუ ნახეს ნახული: ღ~თისაგან დანაბადია჻ ცუდად მაშვრალნი მოვიდეს: მათსავე გულსა ზადია჻