... (H-403), 1818 წ.

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა჻

177. ამ საქმესა მემოწმების: დიონოსი ბრძენი ეზროს჻ საბრალოა ოდეს ვარდი: დაეთრთვილოს დაცაეზროს჻ ვის ბალახში არა ჰგუანდეს: და ლერწამი ტანად ეზროს჻ იგი სადმე გაღარიბდეს: სამყოფთაგან იაბეზროს჻

178. ავთანდილ იგი მინდორი: ოთხახმით გარდაიარა჻ დააგდო მზღუარი არაბთა: სხვათ მზღვართა არე იარა჻ მაგრა მის მზისა გაყრამან: სიცოცხლე გაუზიარა჻ თქუა თუ მე მასმცა ვიახელ: აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა჻

179. ახალმან ფიფქმან დათოვა: ვარდი დათრთვილა დანასა჻ მოუნდის გულსა დაცემა: ზოგჯერ მიმართის დანასა჻ თქჳს ჭირი ჩემი სოფელმან: ოთხმოცდაათი ანასა჻ მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა ბარბითსა დანასა჻

180. ვარდი მის მზისა გაყრილი: უფრო და უფრო ჭკნებოდა჻ გულსა უთხრის თუ დაჰსთმეო: ამად არ დია ბნდებოდა჻ უცხო უცხოთა ადგილთა: საძებრად იარებოდა჻ მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა: მათთანა ემოყვრებოდა჻

181. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა: ჰსდის ზღვათა შესართავისად჻ უჩნდის ქუჱყანა ტახტად და: მკლავი სადებლად თავისად჻ თქუის საყვარელო მოგშორდი: გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა჻ შენთჳს სიკუდილი მეყოფის: ლხინად ჩემისა თავისად჻

182. ყოვლი პირი ქუჱყანისა: მოვლო სრულად მოიარა჻ ასრე რომე ცასა ქუჱშე: არ დაურჩა არ იარა჻ მაგრა იგი მის ამბვისა: მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა჻ ამა შიგან წელიწადი: სამი სამ თვედ მიიყა჻

183. მიხუდა რასმე ქვეყანასა: უგემურსა მეტად მქისსა჻ თუჱ ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა჻ იგი ჭირი არ უნახავს: არ რამინს და არცა ვისსა჻ დღე და ღამე იგონებდა: საყუარელსა მასვე მისსა჻

184. მას მიხუდა წუჱრი სადგურად: მაღლისა მთისა დიდისა჻ გამოჩნდა მუნით მინდორი: სავალი დღისა შვიდისა჻ მის მთისა ძირსა წყალი დის: არათ სანდომი ჴიდისა჻ ორგნითვე ტყესა შეეკრა: ნაპირი წყლისა კიდისა჻

185. ზედ წაადგა შეექცევის: დროთა დღეთა ანგარიშობს჻ თუჱნი ესხნეს ორნიღაა: ამად სულთქუამს არა იშობს჻ ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს: კულავ ამისთვის გულ მოშიშობს჻ ავსა კარგად ვერვინ შესცულის: თავსა ახლად ვერვინ იშობს჻

186. საგონებელი შეექმნა: დადგა საქმისა მრჩეველად჻ თქუა თუ დავბრუნდე ეზომი: ხანი რად დავყავ მე ველად჻ ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა: ვიყავ რად დღეთა მლეველად჻ მისი ვერა ვჰსცნა ჭორნიცა: ვარ ვისთა გზათა მკვლეველად჻

187. თუ არ დავბრუნდე საძებრად: დავჰყუნე სხვანიცა ხანანი჻ რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე: ამბავნი მე მისთანანი჻ დრო გარდაუწყდეს შერმადინს: შერჩეს ღაწჳსა ბანანი჻ მივიდეს ჰკადროს მეფესა: საქმენი დასაგვანანი჻

188. უამბოს ჩემი სიკუდილი: თვით ჩემგან დავედრებული჻ მათ შექნან გლოვა ტირილი: ქნან საქმე გამწარებული჻ მერმე მივიდე ცოცოხალი: მე სხუაგან სადმე რებული჻ ამას იგონებს ტირილით: გონება შეიწრებული჻

189. იტყჳს ღ~თო სამართალი: შენნი ჩემთვის რად ამრუდენ჻ მე ეზომნი სიარული: კიდე გლახ რად გამიცუდენ჻ გულით ჩემით სიხარულნი: აფჰხურენ ჭირნი დააბუდენ჻ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი: ვერათოდეს დავიყუდენ჻

190. კულაცა იტყჳს დათმობა სჯობს: და თავსავე ეუბნების჻ დღეთა მეტად ნუ მოჰკუდები: გული ჩემი ნუ დადნების჻ უღ~თოდ ვერას ვერ მოვაწევ: ცრემლი ცუდად მედინების჻ განგებასა ვერვინ შესცვლის: არ საქმნელი არ იქმნების჻

191. თავს უთხრა მოჰკუჱ გიჯობს: სიცოცხლეს აუგიანსა჻ მიხუალ დაგხვდების თინათინ: ანათებს დღესა მზიანსა჻ გკითხოს მის ყმისა ამბავი: რა გმართებს ვაგლახიანსა჻ იგონებს წამწამ მიყვების: ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა჻

192. ყოვლნი არსნი ცათ ქუჱშე ერთობ სრულად მამივლიან჻ მაგრამ საქმე იმ კაცისა: ვერა სადა შემიგნიან჻ უღონიოდ მართალ იყუნეს: რომელთაცა ქაჯად თქვიან჻ აწ ტირილი არას მარგებს: ცუდად ცრემლნი რასა მდიან჻

193. მთით ჩამოვიდა ავთანდილ: გავლო წყალი და ტყენია჻ მინდორს აცორვებს ტაიჭსა: შეჟღრენით მონაწყენია჻ გაჰსცუდებოდეს მკლავნი და: მისი სიამაყენია჻ ბროლისა ველსა სტურფობდეს: გიშრისა მუნ საყენია჻

194. მობრუნება დააპირა: სულთქნა მერმე ივაგლახა჻ მას მინდორსა დაემართა: გზა თუალითა გამოსახა჻ თუჱსა ერთსა სულიერი: კაცი არსად არ ენახა჻ მჴეცნი იყუნეს საშინელნი: მაგრა არა შეუზახა჻

195. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ: გულამოსკუნით და კუნესითა჻ ეგრეცა ჭამა მოუნდის: ადამის ტომთა წესითა჻ ისრითა მოკლის ნადირი: როსტომის მკლავუგრძესითა჻ შამბისა პირსა გარდახდა: ცეცხლი დააგზო კუჱსითა჻