... (H-403), 1818 წ.

138. ყმა წავიდა სიშორესა: თუცა მისსა ვერ გასძლებდა჻ უკუღმავე იხედვიდა: თუალთა რეტად აყოლებდა჻ ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა჻ გული ჰქონდა გულისათვის: სიყვარულსა ავალებდა჻

139. თქუა მზეო ვარდსა სიშორე: შენი დამაჩნდეს ეს ადრე჻ ბროლი და ლალი გასრულვარ: ქარვისა უყვითლესადრე჻ მაშინ რაღა ვჰქნა ვერ ჭვრეტა: რა მამხვდეს კულავ უგრძესადრე჻ ჴამს მოყურისათჳს სიკუდილი: ესე მე დამიც წესადრე჻

140. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა: ცრემლი ძნელად ეჴოცების჻ ვითა ვერხვი ქარისაგან: ირხევის და იკეცების჻ რა მილულნის სიახლევე: საყუარლისა ეოცების჻ შეჰკრთის დიდი დაიზახის: მით პატიჟი ეოცების჻

141. მოშორვება საყუარლისა: მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ჻ ცრემლსა ვითა მარგალიტსა: ტირს ვარდისა დასანაზოდ჻ რა გათენდა შეეკაზმა: მისთა მჭუვრეტთა სალამაზოდ჻ ცხენსა შეჯდა გაემართა: დარბაზს მივა სადარბაზოდ჻

142. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა: მართ მისგან შენარონია჻ შეჰსთუალა გკადრებ მეფეო: მე ესე გამიგონია჻ ყოველაი პირი მიწისა: თქვენ ჴმლითა დაგიმონია჻ აწ თუ სჯობს ესე ამბავი: ცნან რაცა გარემონია჻

143. მე წავიდე მოვიარო: ვილაშქრო და ვინაპირო჻ თინათინის ჴელმწიფობა: მტერთა თქუჱნთა გულსა ვგმირო჻ მორჩილ ქმნილი გავახარო: ურჩი ყუჱლა ავატირო჻ ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა: არ სალამი დავაძვირო჻

144. მეფესა ეთქუა ამისი: დიადი მადრიელობა჻ უბრძანა ლომო არა გჭირს: შენ ომთა გამდრეკელობა჻ აწ მაგა შენსა თათბირსა: გავსო შენივე ქველობა჻ წა მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქნა: თუ სიშორისა გრძელობა჻

145. ყმა შევიდა თაყუანისცა: მადლი რამე მოახსენა჻ ჴელმწიფეო მიკჳრს ქება: რად იკადრეთ ჩემი თქვენა჻ აწ ნუთუ კულავ სიშორისა: ღ~თნ ბნელი გამითენა჻ პირი თქუჱნი მხიარული: მხიარულსა კულავ მიჩვენა჻

146. მეფე ჴელსა მოეკიდა: გარდაჰკოცნა ვითა შვილი჻ სხვა მათებრი არ ყოფილა: არ გამზრდელი არ გაზრდილი჻ ყმა ადგა და წამოვიდა: მას დღე მათი ჩანს გაყრილი჻ როსტან მისთჳს აატირა: გონიერი გული ტკბილი჻

147. გამოემართა ავთანდილ: მოყმე მჴნე ლაღად მავალი჻ ოც დღე იარა ღამესა: დღე ზედა წართო მრავალი჻ იგია ლხინი სოფლისა: იგია ნივთი და ვალი჻ არ მისცილდები თინათინ: მისი მას ვისგან სწვავალი჻

148. რა მოვიდა სიხარული: შიგან გაჰჴდა სამეფოსა჻ მოეგებნეს დიდებულნი: ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა჻ იგი პირ მზე არ მოჰსცდების: სიარულსა სასწრაფოსა჻ მიხუდეს მყოფნი მას წინაშე: სიხარულსა სადაფოსა჻

149. ქალაქი ჰქონდა მაგარი: საზაროდ სანაპიროსა჻ გარეთ კლდე იყო გიამბობ: ზღუდესა უქვიტკიროსა჻ ყმამან მუნ დაყო სამი დღე: ამოსა სანადიროსა჻ გაზრდილი მისი შერმადინ: დაისუა სავაზიროსა჻

150. ესეა მონა შერმადინ: ზემოცა სახელდებული჻ თანა შეზრდილი ერთგული: და მისთჳს თავ დადებული჻ მან არ იცოდა აქამდის: მის ყმისა ცეცხლი დებული჻ აწ გაუცხადა სიტყუჱბი: მის მზისა იმედებული჻

151. უბრძანა აჰა შერმადინ: ამად მე შენგან მრცხვენიან჻ ჩემნი საქმენი ყოველნი: გცოდნიან გაგივლენიან჻ მაგრა არ იცი აქამდის: რანიცა ცრემლნი მდენიან჻ მე ვისგან მქონდეს პატიჯნი: აწ მასვე მოულხენიან჻

152. მოუკლავარ თინათინის: სურვილსა და სიყუარულსა჻ ცხენლი ცრემლი ასოვლებდის: ნარგიზთაგან ვარდსა ზრულსა჻ ვერ ვაჩენდი აქანამდის: ჭირსა ჩემგან დაფარულსა჻ აწ მიბრძანა საიმედო: ამად მხედავ მხიარულსა჻

153. მიბრძანა მიცან ამბავი: მის ყმისა დაკარგულისა჻ მოხვიდე სრულ ვჰქმნა მაშინღა: შენი წადილი გულისა჻ ქმარი არ მინდა უშენო: მამხუდეს ხისა რგულისა჻ მამცა წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა჻

154. პირუჱლ ყმა ვარ წასვლა მინდა: პატრონისა სამსახურად჻ ხამს მეფეთა ერთგულობა: ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად჻ მერმე ცეცხლი დაუვსია: აღარა მწვავს გულსა მურად჻ ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს: ჭირსა მიჴუდეს მამაცურად჻

155. ვართ უმოყურესნი მე და შენ: ყოველთა პატრონ ყმათასა჻ ამისთჳს გნუკავ სმენასა: შენ ამა ჩემთა ჴმათასა჻ ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად: თავადად სხუათა სპათასა჻ ამა საქმესა ვერა ვიქ: მე განდობასა სხვათასა჻

156. ლაშქართა და დიდებულთა: ალაშქრებდი ნაპირობდი჻ დარბაზს კაცსა გაგზავნიდი: და ამბავსა მათსა ჰსცნობდი჻ წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ: უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი჻ აქა სადმე არ ყოფასა: ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი჻

157. ლაშქრობა და ნადირობა: შენი ჩემსა დაასახე჻ აქათ სამ წელ მამიცადე: ხუაშიადი შემინახე჻ მე ნუთუმცა შემოვბრუნდე: ალვა ჩემი არ დაჭნა ხე჻ არ მოვბრუნდე მამიგლოვე: მიტირე და მივაგლახე჻