... (H-403), 1818 წ.

216. რადგან ისი არის სადმე: უცნობოდ და ისრე რეტად჻ რომე კაცსა არ მიუშვებს: საუბრად და მისად ჭურეტად჻ მივეწევი შევიყრებით: ერთმანერთის ცემა ჟლეტად჻ ანუ მამკლავ ანუ მოვკლავ: დავიკარგეთ მეტის მეტად჻

217. ავთანდილ იტყჳს ეზომი: ჭირნიმცა რად ვაცუდენი჻ რაცაღა არის არა არს: თუმცა არ ედგნეს ბუდენი჻ სადაცა მივა მივიდეს: რამცა მოვლიდეს ზღუდენი჻ მუნითგან ვძებნნე ღონენი: ჩემნი არ დასამრუდენი჻

218. წინა უკანა იარეს: ორნი დღენი და ღამენი჻ დღისით და ღამით მაშურალნი: არ შეჭამადთა მჭამელნი჻ არსადა ხანი არ დაყვეს: ერთნი თვალისა წამენი჻ მათ თუალთა ცრემლნი სდიოდა: მინდორთა მოსალამენი჻

219. დღისით ვლეს და საღამო ჟამ: გამოუჩნდეს დიდნი კლდენი჻ კლდეთა შიგან ქუაბნი იყვნეს: პირსა წყალი ჩანადენი჻ წყლისა პირსა არ ითქმოდა: შამბი იყო თუ რასდენი჻ ხე დიდრონი თუალ უწთომი: მაღლა კლდემდის ანაყრდენი჻

220. მან ყმამან ქვაბსა მიმართა: განვლნა წყალნი და კლდენია჻ ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა: მონახა დიდნი ხენია჻ მაზედა ჭურეტად გავიდა: ძირსა დააბა ცხენია჻ მუნით უჭვრეტდა იგი ყმა: მივა ცრემლ მინადენია჻

221. რა ტყენი გავლნა მან ყმამან: მოსილმან ვეფხის ტყავითა჻ ქუაბისა კარსა გამოდგა: ქალი ჯუბითა შავითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა: ყელსა მოეჭდო მკლავითა჻

222. ყმამან უთხრა დაო ასმათ: ჴიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ მიუხუდით ჟამიერად: ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს჻ ესე თქუა და მკერდსა ჴელნი: იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს჻ ქალი შებნდა მოეხვია: ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს჻

223. იგი ტევრი გაეხშირა: დანაგლეჯსა მათსა თმასა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻ იზახდიან მოჰსთქმიდიან: მოსცემდიან კლდენი ჴმასა჻ ავთანდილ ჰსჭურეტს გაკვირვებით: მათსა ეგრე ქცევა ქნასა჻

224. სული დაიღეს მან ქალმან: დასთმო გულისა წყლულობა჻ ქუაბს შეიყუანა ტაიჭი: მოჰჴადა აკაზმულობა჻ მას ყმასა შეხსნა შეიღო: აბჯრისა წელ მორტყმულობა჻ შინა შევიდეს მას დღესა: გარდაჴდა გამოსლილობა჻

225. ავთანდილს უკვირს ამბავი: ისი თუ ვცნაო მე რითა჻ გათენდა ქალი გამოდგა: მოსილი მითუჱ ფერითა჻ შავსა აუდვა ლაგამი: სწმენდდა რიდისა წვერითა჻ შეკაზმა მოაქუს აბჯარი: წყნარად არ რამე ჩხერითა჻

226. მის მოყმისა წესი იყო: მეტსა თურე არ ასე ჯდა჻ ქალი ტირს და მკერდსა იცემს: თმისა ტევრსა გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა მოეჴვივნეს: აკოცა და ცხენსა შეჯდა჻ ასმათ აგრე დაღრეჯილი: კულავ უფრორე დაიღრიჯდა჻

227. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა: სახე მისივე კაცისა჻ ულვაშ აშლილი წუჱრ გამო: ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა჻ ეყნოსა სული ალვისა: ქართაგან მონატაცისა჻ ასრე უჩნს მოკულა ლომისა: მართ ვითა ლომსა ვაცისა჻

228. მასვე გზასა წამოვიდა: რომე გუშინ შეეარა჻ შამბი გავლო გაეშორა: თავი მინდორს გააგარა჻ ავთანდილ ჰსჭურეტს გაკვირვებით: მალვით ხესა მოეფარა჻ თქუა თუ ღთ~ნ ესე საქმე: მეტად კარგად მამიგვარა჻

229. აწ ამას ჩემთჳს ღ~თისაგან : სხვა საქმე რა ვამჯობინო჻ ქალი შევიბყრა მის ყმისა: ამბავი ვაამბობინო჻ ჩემიცა უთხრა ყუჱლაი: მართალი გავაბჭობინო჻ მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა: არც მისი დავისობინო჻

230. ჩამოვიდა ცხენი ახსნა: მისგან ხესა შემობმული჻ ზედა შეჯდა გაემართა: ქუაბი იყო კარ გახმული჻ მუნით ქალი გამოიჭრა: გულ მდუღარე ცრემლ დასხმული჻ ეგონა თუ დაბრუნდაო: პირი ვარდი ბროლ ბაკმული჻

231. ვერ იცნა სახე არ გვანდა: მისი მის ყმისა სახესა჻ ფიცხლავ გაიქცა მიმართა: ზახილით კლდესა და ხესა჻ ყმა გარდაიჭრა დააბა: ვითა კაკაბი მახესა჻ ჴმას ჰსცემდეს კლდენი ქალისა: ზახილსა მუნ ერთ სახესა჻

232. მას ყმასა თავი არ მისცა: ჭურეტადცა ებილწებოდა჻ ვითა კაკაბი არწივსა: ქუჱშე მი და მო ჰკრთებოდა჻ ტარიელს ვისმე უზახდა: მწედ თუცა არ ემწებოდა჻ ავთანდილ მუხლთა უყრიდა: თითითა ეხუჱწებოდა჻

233. ეტყოდა სულე რამც გიყავ: კაცი ვარ: ადამიანი჻ უფერო ქმნილნი მინახვს: ვარდნი და ისი იანი჻ მისი რამ მითხარ ვინ არის: ტან სარო პირბაკმიანი჻ სხვად არას გიზამ ნუ გეშის: ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი჻

234. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბრჭობასა჻ თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ: შმაგი ხარ მოდი ცნობასა჻ აწ მეტად ძნელსა საქმესა: მნუკევ ადვილად თხრობასა჻ ცუდად ნუ სცთები ნუ ელი: მაგა ამბვისა მბობასა჻

235. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა: ანუ მენუკვი მე რასა჻ მაგა საქმისა ვერა იქს: ვერცა კალამი წერასა჻ შენ ერთხელ იტყვი მითხარო: მე ასჯერ გეტყვი ვერასა჻ ვითა სიცილი ტირილსა: ვაგლახი მიჯობს მღერასა჻