... (H-403), 1818 წ.

118. მონათა ჰკადრეს მეფეო: ჩუჱნ ჴმელნი მოვიარენით჻ მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა: მით ვერა გავიხარენით჻ მისსა მნახავსა სულდგმულსა: კაცსა ვერ შევეყარენით჻ ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი: სხვანი რამ მოიგვარენით჻

119. მეფე ბრძანებს მართალ იყო: ასული და ჩემი ძეო჻ ვნახე რამე ეშმაკისა: სიცუდე და სიბილწეო჻ ჩემად მტერად წამოსრული: გარდმოსული ზეცით ზეო჻ გამიშვია შეჭირვება: არა მგამა ყოლა მეო჻

120. ესე თქუა და სიხარულით: თამაშობა ადიადა჻ მგოსანი და მუშაითი: უხმეს ჰპოეს რაცა სადა჻ დია გასცა საბოძვარი: ყუჱლა დარბაზს შემოხადა჻ მისი მსგავსი სიუხვითა: ღმერთმან სხვამცა რა დაბადა჻

121. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს: ეცვა ოდენ მას პერანგი჻ იმღერდა და იხარებდა: წინა ედგა ერთი ჩანგი჻ შემოვიდა მას წინაშე: თინათინის მონა ზანგი჻ მოახსენა გიბრძანებსო: ტანი ალვა პირი მანგი჻

122. ავთანდილს მიხუდა მოსმენა: საქმისა სანატრელისა჻ ადგა და კაბა ჩაიცვა: მჯობი ყოვლისა ჭრელისა჻ უხარის ნახუა ვარდისა: არ ერდგან შეუყრელისა჻ ამოა ჭურეტა ტურფისა: სიახლე საყვარელისა჻

123. ავთანდილ ლაღი უკადრი: მივა არვისგან რცხვენოდა჻ მას ნახავს ვისთა ვამთაგან: ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა჻ იგი უებრო ქუშად ჯდა: ელვისა მსგავსად შვენოდა჻ მთვარესა მისთა შუქთაგან: უკუნი გარდაჰფენოდა჻

124. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს: ყარყუმნი უსაპირონი჻ ებურნეს მოშლით რიდენი: ფასისა თქმად საჭირონი჻ შუჱნოდეს შავნი წამწამნი: გულისა გასაგმირონი჻ მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს: გრძლად თმანი არ უხშირონი჻

125. დაღრეჯით იყო მჯდომარე: ძოწეულითა რიდითა჻ ავთანდილს უთხრა დაჯდომა: წყნარად ცნობითა მშვიდითა჻ მონამან სელნი დაუდგნა: დაჯდა კრძალვით და რიდითა჻ პირისპირ პირსა უჭურეტდა: სავსე ლხინითა დიდითა჻

126. ყმამან ჰკადრა საზაროსა: ჩემგან თქმაღა ვით იქნების჻ მზესა მთუარე შეეყაროს: დაილევის დაცაჭკნების჻ აზრად არათ აღარა მცალს: თავი ჩემი მეგონების჻ თქუჱნვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს: ანუ რაცა გეკვირვების჻

127. ქალმან უთხრა საუბარი: კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად჻ იტყჳს თუცა აქანამდის: ჩემგან შორს ხარ დანამჭირად჻ მიკჳრს მოგხუდა წამის ყოფად: საქმე შენგან საეჭვირად჻ მაგრა გითხრა პირუჱლ ხვალმე: სენი მე მჭირს რაცა ჭირად჻

128. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს: მინდორს მჴეცნი დაგეხოცა჻ ყმა გენახა უცხო ვინმე: რომე ცრემლი მოეხოცა჻ მას უკანით გონებამან: მისმან ასრე დამამხოცა჻ შენ გენუკვი მონახუასა: კიდით კიდე მოლაჴოცა჻

129. აქანამდის ნაუბარსა: თუცა ვერას ვერ გეტყუია჻ მაგრა შორით სიყუარული: შენგან ჩემი შემიტყუია჻ ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყუია჻ შეუპყრიხარ სიყუარულსა: გული შენი დაუტყუია჻

130. ასრე გითხრა სამსახური: ჩემი გმართებს ამა ორად჻ პირუჱლ ყმა ხარ ჴორციელი: არვინა გვყავს შენად სწორად჻ მერმე ჩემი მიჯნური ხარ: დასტურია არ ნაჭორად჻ წადი იგი მოყმე ძებნე: ახლოს იყოს თუნდა შორად჻

131. შენგან ჩემი სიყუარული: ამით უფრო გაამყარე჻ რომე დამხსნა შეჭირვება: ეშმა ბილწი ასაპყარე჻ გულსა გარე საიმედო: ია მორგე ვარდი ყარე჻ მერმე მოდი ლომო მზესა: შეგეყრები შემეყარე჻

132. სამსა ძებნე წელიწადსა: იგი შენი საძებარი჻ ჰპოო მოდი გამარჯუჱბით: მხიარულად მოუბარი჻ ვერა ჰპოებ დავიჯერებ: იყო თურე უჩინარი჻ კოკობი და უფრჭუნელი: ვარდი დაგხუდე დაუმჭკნარი჻

133. ფიცით გითხრობ შენგან კიდე: თუ შევირთო რაცა ქმარი჻ მზეცა მამჴუდეს ჴორციელი: ჩემთვის კაცად შენაქმარი჻ სრულად მოვსწყდე სამოთხესა: ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი჻ შენი მკლვიდეს სიყვარული: გულსა დანა ასაქმარი჻

134. მოახსენა ყმამან მზეო: ვინ გიშერი აწამწამე჻ სხუა პასუხი რამცა გკადრე: ანუ რამცა შევიწამე჻ მე სიკუდილსა მოველოდი: შენ სიცოცხლე გამიწამე჻ ვითა მონა სამსახურად: გაღანამცა წავეწამე჻

135. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო: რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა჻ მით გმორჩილობს ზეციერი: მნათობია რაცა სადა჻ მე რომ თქუჱნგან მოვისმინე: წყალობანი მედიადა჻ ვარდი ჩემი არ დაჭკნების: შუქი შენი იეფადა჻

136. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა: დააპირეს ესე პირი჻ გასალდეს და გაამრავლეს: საუბარი სიტყვა ხშირი჻ გაადვილდა აქანამდის: გარდეხადა რაცა ჭირი჻ თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების: თეთრი ელვა ვითა ჭვირი჻

137. ერთგან დასხდეს ილაღობეს: საუბარი ასადაგეს჻ ბროლ ბალახში შეხვეული: და გიშერი ასადაგეს჻ ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა: თავი ხელი ასადაგეს჻ ცეცხლთა მანდით მოდებულთა: გული ჩემი ასადაგეს჻