... (H-403), 1818 წ.

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო: სიცილით ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს: იქით და აქათ დგებოდეს჻ მერმე მოვიდეს მონანი: რომელნი უკან ჰყვებოდეს჻ უბრძანეს თქვითო მართალი: ჩუჱნ თქვენგან არ გვეთნებოდეს჻

80. მონათა ჰკადრეს მართალსა: გკადრებთ და ნუ გემცდარებით჻ მეფეო ყოლა ვერ ვიტყჳთ: შენსა მაგისა დარებით჻ აწეცა დაგვჴოც ვერა ჰგავ: ვერათ ვერ მოგეჴმარებით჻ ვისგან ნაკრავნი გვინახავნ: მჴეცნი ვერ წაღმა წარებით჻

81. ორთავე ერთგან მოკლული: ყუჱლაი ასჯერ ოცია჻ მაგრა ავთანდილს ოცითა: უფროსი დაუხოცია჻ არ დასცდომია ერთიცა: რაც ოდენ შეუტყორცია჻ თქუჱნი მრავალი მიწითა: დასვრილი დაგვიჴოცია჻

82. მეფესა ესე ამბავი: უჩანს ვითა მღერა ნარდისა჻ უხარის ეგრე სიკეთე: მისისა განაზარდისა჻ აქუს მიჯნურობა ამისი: ვითა ბულბულსა ვარდისა჻ სიცილით ლაღობს მიეცა: გულით ამოსლვა დარდისა჻

83. იგი ორნივე საგრილად: გარდახდეს ძირსა ხეთასა჻ ლაშქართა შექნეს მოდენა: მოდგეს უფროსი ბზეთასა჻ ახლოს უთქს მონა თორმეტი: უმჴნესი სხვათა მჴნეთასა჻ თამაშობდეს და უჭვრეტდეს: წყალსა და პირსა ჴევთასა჻

ნახუა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა჻

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე: ჯდა მტირალი წყლისა პირსა჻ შავი ცხენი სადავითა: ჰყუა ლომსა და ვითა გმირსა჻ ხშირად ესხა მარგალიტი: ლაგამ აბჯარ უნაგირსა჻ ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა: გულსა მდუღრად ანატირსა჻

85. მას ტანსა კაბა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავისა჻ ვეფხის ტყავისა ქუდივე: იყო სარქმელი თავისა჻ ჴელთა ნაჭედი მათრახი: ჰქონდა უმსხოსი მკლავისა჻ ნახეს და ნახუა მოუნდა: უცხოსა სანახავისა჻

86. მეფემან ბრძანა ვინ არის: უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა: მიდით ფიცხლად და ჯანადო უთხარ გიბძანებს ვერ გიცნობს: არ ჩემთა ლაშქართ თანადო ვინცა ხარ მოდი წინაშე: არ შორით ჩვენდა მზერადო

87. მოვიდა მონა საუბრად: მის ყმისა გულ მდუღარისად჻ თავ ჩამოგდებით მტირლისა: არ ჭურეტთა მოლიზღარისად჻ მუნვე წჳმს წჳმა ბროლისა: ჰგია გიშრისა ღარისად჻ ახლოს მივიდა მოსცალდა: სიტყვის თქმა აღარისად჻

88. ვერა ჰკადრა საუბარი: მონა მეტად შეუზარდა჻ დიდხან უჭურეტს გაკვირვებით: თუცა გული უმაგარდა჻ მოახსენა გიბრძანებსო: ახლოს მიდგა დაუწყნარდა჻ იგი ტირს და არა ესმის: მისგან გაუუმეცარდა჻

89. მის მონისა არა ესმა სიტყუა: არცა ნაუბარი჻ მათ ლაშქართა ძახილისა: იყო ერთობ უგრძნობარი჻ უცხოდ რადმე ამოსკვნიდა: გული ცეცხლთა ნადებარი჻ ცრემლსა სისხლი ერეოდა: გასდის ვითა ნაგუბარი჻

90. სხვაგან ქნის მისი გონება: მისმან თავისა წონამან჻ ესე მეფისა ბრძანება: ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან჻ არცა დააგდო ტირილი: არცა რა გაიგონა მან჻ არცა გახლიჩა ბაგეთათ: თავი ვარდისა კონამან჻

91. რა პასუხი არა გაჰსცა: მონა გარე შემობრუნდა჻ როსტენს ჰკადრა შემიტყჳა: იმას თქვენი არა უნდა჻ თვალნი მზეებრ გამირეტდეს: გული უფრო შემიძრწუნდა჻ ვერ ვასმინე საუბარი: მით დავჰყოვნე ხანი მუნ და჻

92. მეფე გაკჳრდა გაცაწყრა: გული უცს მისთვის მწყრომარე჻ გაგზავნა მონა თორმეტი: მისი წინაშე მდგომარე჻ უბრძანა ჴელთა აიღეთ: აბჯარი თქვენ საომარე჻ მიდით და აქა მამგუარეთ: ვინ არის იქი მჯდომარე჻

93. მონანი მიდგეს მივიდეს: გახდა აბჯრისა ჩხარია჻ მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა: სტირს მეტად გულ მდუღარია჻ თვალნი მოარნა ყოველგან: ნახა ლაშქართა ჯარია჻ ერთხელ ესე თქუა ვამეო: სხვად არას მოუბარია჻

94. თუალთა ჴელი უკუივლო: ცრემლნი ცხელნი მოიწურნა჻ ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა: მკლავნი გაიმამაცურნა჻ ცხენსა შეჯდა მონათამცა: საუბარნი რად იყურნა჻ სხუასა მხარსა გაემართა: მათი ჭირნი არა განჰკურნა჻

95. მონათა ჴელი გამართეს: მის ყმისა შესაპყრობელად჻ მან გლახ იგინი დახოცნა: მტერთაცა საწყალობელად჻ ჰკრა ერთმანერთსა დაჴოცნა: თავის ჴელ აუპყრობელად჻ ზოგსა გადაჰკრის მათრახი: მკერდამდის გასაპობელად჻

96. მეფე გაწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა჻ მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭურიტა არცა ნახნა჻ რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკუდართა დაასახნა჻ კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა჻

97. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად჻ იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად჻ ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად჻ შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად჻