... (H-403), 1818 წ.

196. ცხენსა მისცა საძოვარი: ვირე მწვადი შეიწოდეს჻ ექუჱსნი რამე ცხენოსანნი: ნახა მისკენ მოდიოდეს჻ თქუა თუ გუანან მეკობრეთა: თვარა კარგი რამც იცოდეს჻ აქა კაცი ჴორციელი: კვლა ყოფილა არაოდეს჻

197. ჴელთა ჰქონდა ისარ მშჳლდი: მათკენ მივა მხიარული჻ ორთა კაცთა წვეროსანთა: ყმა მოჰყვანდა უწვერული჻ თავსა იყო დაკოდილი: შეებნიდა სისხლსა გული჻ ტიროდეს და იჭიროდეს: ცოტა ედგა მას გლახ სული჻

198. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ: მეკობრეთა დაგამსგავსე჻ მათ მიუგეს დაგჳწყნარდი: გვიშველე რა ცეცხლნი ავსე჻ ვერა გუარგო მოგვიმატენ: ჭირი ჭირთა მოგვისავსე჻ სატირელნი მოგვიტირენ: ღაწვნი შენცა დაიმხავსე჻

199. ავთანდილ მიდგა ეუბნა: მათ კაცთა გულ მდუღარეთა჻ მათ უთხრეს მათი ამბავი: ტირილით მოუბარეთა჻ ჩუჱნ ვართო ძმანი სამნივე: მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა჻ დიდი გუაქუს ციხე ქალაქი: ხატაეთს არე მარეთა჻

200. კარგი გუჱსმა სანადირო: ნადირობას წამოვედით჻ გუყუჱს ლაშქარნი უთვალავნი: წყლისა პირსა გარდავჴედით჻ სანადირო მოგვეწონა: თუჱსა ერთსა არ წავედით჻ ვხოცეთ მჴეცი უსაზომო: მინდორით და მთით და ქედით჻

201. ჩუჱნ სამთა ძმათა ჩვენთანა: მესროლნი დავაწბილენით჻ მით ერთმანერთსა სამნივე: ჩვენ კიდე დავეცილენით჻ მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო: სიტყვანი ვავაქილენით჻ ვერ გავაჩინეთ მართალი: ვისარჩლეთ ვითაკილენით჻

202. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი: სავსენი ირმის ტყავითა჻ ვჰთქჳთ გავაჩინოთ მართალი: ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა჻ თავსა ვახელებთ მარტონი: დავდგეთ თავისა თავითა჻ თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ: ნუ ვესვრით დამნახავითა჻

203. ჩუჱნ ვიახლენით სამთავე: სამნივე მეაბჯრენია჻ ლაშქართა წასულა უბრძანეთ: მით არას მოაზრენია჻ მოვინადირეთ მინდორი: ისი ტყენი და ღრენია჻ დავჴოცეთ მჴეცნი ფრინველი: რაც ზედა გარდაგვფრენია჻

204. ანაზდად მოყმე გამოჩნდა: კუშტი პირ გამქუშავია჻ ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: მერანი რამე შავია჻ თავსა და ტანსა ემოსა: გარე თმა ვეფჴის ტყავია჻ ჯერ მისი მზგავსი შვენება: კაცთაგან უნახავია჻

205. უჭურიტეთ მისთა ელვათა: შუქნი ძლივ გავიცადენით჻ ვთქჳთ თუ მზეაო ქვეყნად: ნუ ვეუბნებით ცად ენით჻ მისი მოგჳნდა შეპყრობა: ვჰკადრეთ და შევეცადენით჻ ასრე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისა დადენით჻

206. მე უხუცესმან უმცროსსა: კაცი დავჰსთხოვე ქენებით჻ ჩემმა შედეგმან ტაიჭი: მისი თვით აქო ხსენებით჻ ამან მართ ოდენ მორევნა: გვითხრა უალეთ ჩვენებით჻ მივმართეთ იგი აგრევე: წყნარად მივა და შვენებით჻

207. ბროლმან ლალსა გარეულმან: ვარდნი თხელნი ანატიფნა჻ იგი ტკბილნი გონებანი: ჩუჱნთვის მეტად გაამყიფნა჻ არ აგჳხუნა არცა დაგვსხნა: ყოლე არად ამოგვკრიფნა჻ მისნი მკვახედ მოუბარნი: მათრახითა დაგვამწიფნა჻

208. უმცროსსა ძმასა მივეცით: უფროსსა დავეზიდენით჻ ჴელი მოჰკიდა დადეგო: ესეცა ჰკადრა კიდ ენით჻ მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო: ჩუჱნ ამად დავერიდენით჻ თავსა გარდაჰკრა მათრახი: ვნახეთ სისხლისა კი დენით჻

209. მით ერთითა მათრაჴითა: თავი ასრე გარდაჰფრიწა჻ ვითა მკუდარი უსულო ქმნა: ვითა მიწა დაამიწა჻ მისი რასმე მკადრებელი: მოამდაბლა მოამიწა჻ თუალთა წინა წაგვივიდა: ლაღი კუშტი ამაყი წა჻

210. აღარ დაბრუნდა წავიდა: წყნარად და აუჩქარებლად჻ აგერა მივა ნახეო: იგი მზეებრ და მთუარებლად჻ შორს უჩუჱნებდეს ავთანდილს: მტირალნი გაუხარებლად჻ ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი: მისი მის მზისა მარებლად჻

211. აჰა მიხუდა ავთანდილსა: ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა჻ რადგან ცუდად არ წაუხდა: მას ეზომი გარეთ ყოვნა჻ კაცსა მიხუდეს საწადელი: რას ეძებდეს მისი პოვნა჻ მაშინ მისგან აღარა ჴამს: გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა჻

212. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე: ღარიბი უადგილოსა჻ მე იმა ყმისა საძებრად: მოვშორდი საგაზრდილოსა჻ აწ თქუჱნგან მივხვდი საქმესა: ყოლა არ საადვილოსა჻ ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს: თქუენსა დასაღრეჯილოსა჻

213. ვითა მე მიუხუდი წადილსა: ჩემის გულისა ნებასა჻ აგრემცა ღ~თი ნურას იქს: ძმისა თქუჱნისა ვნებასა჻ უჩუჱნა მისი სადგომი: მიდითო იქს ნება ნებასა჻ ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი: მიეცით მოსვენებასა჻

214. ესე უთხრა და წავიდა: ცხენი გაქუსლა დეზითა჻ ვითა გავაზი გაფრინდა: არ გაშვებული ხეზითა჻ ან მთუარე მზისა შემყრელი: მზე სინათლითა ზეზითა჻ დაივსო ცეცხლი შემწველი: მისითა მან მიზეზითა჻

215. მიეწურა იგონებდა: ახლოს შეყრა ვითა აგოს჻ საუბარმან უმეცარმან: შმაგი უფრო გააშმაგოს჻ ხამს თუ კაცმან გონიერმან: ძნელი საქმე გამოაგოს჻ არ სიწყნარე გონებისა: მოიძულოს მოიძაგოს჻