... (H-403), 1818 წ.

1578. სრულნი ინდონი ავთანდილს: და ფრიდონს მწედ ხადიან჻ თქვენგან გვჭირს კარგი ყუელაი: მართ იმას მოიტყოდიან჻ ვითა პატრონსა სჭვრეტდიან: რაც სწადდის მას იქმოდიან჻ სადარბაზობლად ნიადაგ: მათ წინა მოვიდოდიან჻

1579. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა: ასმათს მისსა შეკდომილსა჻ რაცა შენ ჰქენ არ უქმნია: არ გამზრდელსა არცა ზრდილსა჻ აწ ინდოეთს სამეფოსა: მეშვიდესა ერთსა წილსა჻ ზედა დაგსვამ შენი იყოს: გუმსახურებდიტკბილი ტკბილსა჻

1580. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ: სამეფოსა ეპატრონე჻ მუნიდაღმე გუმსახურებდი: თავი შენი დაგვამონე჻ ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა: შენგან არის ჩემი ღონე჻ მონობისა უკეთესი: რამც ვიშოვნე რამც ვიქონე჻

1581. ერდგან სამთავე ძმობილთა: დაყუნეს ცოტაი დღენია჻ თამაშობდიან უსახო: მოუდიოდეს ძღვენია჻ რა მარგალიტი ღარიბი: რა უკეთესი ცხენია჻ მაგრა ავთანდილს სურვილმან: დაღრეჯა დააჩენია჻

1582. ტარიელ ცნა ამა ყმისა: ცოლისათვის მოესურვა჻ უბრძანებდა გული შენი: გაღანამცა მამემდურვა჻ აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი: გონებამან შვიდი თუ რვა჻ მოგშორდები ლხინი ჩემი: საწუთრომან დამიშურვა჻

1583. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა: წავიდეო სახლსა ჩემსა჻ ზედა ზედა დავტკეპნიდე: დარბაზსა და ამა თემსა჻ სამსახურსა მიბრძანებდი: უხუცესი ვითა მრწემსა჻ თქუენთვის ასრე მამსურდების: წყაროსათვის ვით ირემსა჻

1584. როსტანისთვის წაატანა: საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები჻ კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა: არ კოვზები არ ჯამები჻ ჩემაგიერ მიუტანე: წაო ნურას მეუბნები჻ ავთანდილ თქუა არა ვიცი: მე უშენოდ ვით დავრჩები჻

1585. ქალსა ქალმან გაუგზავნა: ყაბაჩა და ერთი რიდე჻ რომე ჩაცმა დაბურვასა: ვინ ღირს იყო მათგან კიდე჻ ერთი თვალი წამღებელსა: ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე჻ ღამე მზეებრ განანათლოს: ჩნდის სადაცა შეხედვიდე჻

1586. ავთანდილ შეჯდა წავიდა: ტარიას გაესალამა჻ იგი ორნივე გაყრისა: დაწვნა ცეცხლისა ალამა჻ სრულად ჰინდონი მისტირან: ცრემლმან მინდორი დალამა჻ ავთანდილ იტყჳს მამკლაო: სოფლისა მე სამსალამა჻

1587. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ: იარნეს დღენი მცირენი჻ გზამან გაყარნა წავიდეს: თავის თავ ანატირენი჻ კარგად მოუხდეს მათ მათნი: საქმენი დანაპირენი჻ ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს: ნახნა არ ცუდნი ჭირენი჻

1588. გამოეგებნეს არაბნი: სამეფო დააშვენა მან჻ ნახა მზე მისი მირიდა: მისთა სურვილთა წყენამან჻ მის თანა ტახტსა დავეჯდა: ილხინა მჭვრეტთა ლხენამან჻ გააჴელმწიფა გჳრგვინი: ზეცით მოსრულმან ზენამან჻

1589. მათ სამთავე ჴელმწიფეთა: ერთმანერთი არა სძულდეს჻ ერთმანერთსა ნახვიდიან: საწადელნი გაუსრულდეს჻ ბრძანებისა შემცილენი: მათის ჴრმალთა დავეწყლულდეს჻ მოიმატეს სამეფონი: გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს჻

1590. ყოვლთა სწორად წყალობასა: ვითა თოვლსა მოათოვდეს჻ ობოლ ქურივნი დაამდიდრეს: და გლახაკნი არ ითხოვდეს჻ ავის მქმელნი დააშინნეს: კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს჻ შიგან მათთა საბრძანისთა: თხა და მგელი ერთად სძოვდეს჻

1591. გასრულდა მათი ამბავი: ვითა სიზმარი ღამისა჻ გარდახდეს გავლეს სოფელი: ნახეთ სიმუხთლე ჟამისა჻ ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა: არის ერთისა წამისა჻ ვსწერ ვინმე მესხი მელექსე: მე რუსთველისა და მისა჻

1592. ქართველთა ღ~თისა დავითის: ვის მზე მსახურებს სარებლად჻ ესე ამბავი გავლექსე: მე მათად მოკამათებლად჻ ვინ არის აღმოსავლეთით: დასავლეთს ზართა მარებლად჻ ორგულთა მათთა დამწველად: ერთგულთა დამამაგრებლად჻

1593. დავითის ქნანი ვითა ვჰთქუნე: სიჩალხე სიხაფეთანი჻ ესე ამბავი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი჻ პირველ ზნენი და საქმენი: ქებანი მათ მეფეთანი჻ ვჰპოვენ და ლექსად გარდავთქუენ: ამითა ვილაყფეთანი჻

1594. ესე ასეთი სოფელი: არვისგან მისანდობელი჻ წამია კაცთა თვალისა: და წამწამისა მსწრობელი჻ რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ: ბედია მაყივნებელი჻ ვის არ შეუცვლის კარგია: ორისავ იყოს მხლებელი჻

1595. ამირან დარეჯანის ძე: მოსეს უქია ხონელსა჻ აბდულ მესია შავთელსა: ლექსი მას უქეს რომელსა჻ დილარგეთ სარგის თმოგველსა: მას ენა დაუშრომელსა჻ ტარიელ მისა რუსთველსა: მისთვის ცრემლ შეუშრომელსა჻

1596. აწ დაიბეჭდა სტამბაში: პირველ ნაწერი ჴელისა჻ უგბილთა ფრიად სასწავლო: გონიერთ გულთა თმენისა჻ მეფეს ვახტანგის ბრძანებით: და სიბრძით კეთილ მქნელისა჻ ნაღვაწი მისის მლოცვლისა: მესტამბე მიქაელისა჻

1597. დაესრულა ესე წიგნი: ქორონიკონს უნსა სმულსა჻ ყველაკასა უხაროდა: რიტორსა და ჴმა უსულოსა჻ საღ~თა და საეროცა: ვისცა აქუს სმენა გულსა჻ უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს: გონიერსა გულს უსრულსა჻