... (H-403), 1818 წ.

39. თუცა ქალია ჴელმწიფედ: მართ ღ~თისა დანაბადია჻ არ გათნევთ იცის მეფობა: უთქუჱნოდ გვითქვამს კვლა დია჻ შუქთა მისთაებრ საქმეცა: მის მზეებრ განაცხადია჻ ლეკვი ლომისა სწორია: ძუ იყოს თუნდა ხვადია჻

40. ავთანდილ იყო სპასპეტი: ძე ამისპასალარისა჻ საროსა მჯობი ნაზარდი: მგზავსი მზისა და მთვარისა჻ ჯერთ უწვერული სადარო: ბროლ მინა საცნობარისა჻ მას თინათინის შუჱნება: ჰკლევდის წამწამთა ჯარისა჻

41. გულსა მისსა მიჯნურობა: მისი ჰქონდა დამალულად჻ რა მოშორდის ვერ მჭურეტელმან: ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად჻ ნახის ცეცხლი გაუახლდის: წყლული გაჴდის უფრო წყლულად჻ საბრალოა სიყუარული: კაცსა შეიქს გულ მოკლულად჻

42. რა მეფედ დასმა მეფემან: ბრძანა მისისა ქალისა჻ ავთანდილს მიხუდა სიამე: ვსება სჭირს მისო ქალისა჻ თქუა ზედა ზედა მამხუდების: ნახვა მის ბროლ ფიქალისა჻ ნუთუ ვით ვჰპოო წამალი: მე ჩემი ფერ გამქრალისა჻

43. არაბეთს გაჰსცა ბრძანება: დიდმან არაბთა მფლობელმან჻ თინათინ ჩემი ჴელმწიფედ: დავსვი მე მისმან მშობელმან჻ მან განანათლნეს ყოველნი: ვით მზემან მანათობელმან჻ მოდით და ნახეთ ყოველმან: შემსხმელმან შემამკობელმან჻

44. მოვიდეს სრულნი არაბნი: ჯარი გამრავლდა ხასისა჻ ავთანდილ პირ მზე სპასპეტი: ლაშქრისა ბევრ ათასისა჻ ვეზირი სოგრატ მოახლე: მეფისა დასთა დასისა჻ მათ რომე დადგეს საჯდომი: თქვეს უთქმელია ფასისა჻

45. თინათინ მიჰყავს მამასა: პირითა მით ნათელითა჻ დასუა და თავსა გვირგვინი: დასდგა თავისა ჴელითა჻ მისცა სკიპტრა და შემოსა: მეფეთა სამოსელითა჻ ქალი მზებრ უჭურეტს ყოველთა: ცნობითა ზე მხედველითა჻

46. უკუდგეს და თაყუანი სცეს: მეფემან და მისთა სპათა჻ დალოცეს და მეფედ დასუჱს: ქება უთხრეს სხუაგნით სხუათა჻ ბუკსა ჰკრეს და წინწილანი: დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა჻ ქალი ტირს და ცრემლსა აფრქუჱვს: ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა჻

47. მამისა ტახტსა საჯდომად: თავი არ ეღირსებოდა჻ ამად ტირს ბაღი ვარდისა: ცრემლითა აივსებოდა჻ მეფე სწურთის მამა ყოველი: ძისაგან ითავსებოდა჻ ამისად ქნამდის დამწველი: ცეცხლი არ დამევსებოდა჻

48. უბრძანა ნუ ჰსტირ ასულო: ისმინე ჩემი თხრობილი჻ დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს: ჩუჱნგან ჴელმწიფედ ჴმობილი჻ აქათგან ესე სამეფო: მართ შენია მონდობილი჻ ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა: იყავ წყნარი და ცნობილი჻

49. ვარდთა და ნეხუთა ვინათგან: მზე სწორად მოეფინების჻ დიდთა და წვრილთა წყალობა: შენმცა ნუ მოგეწყინების჻ უხვი ახსნილსა დააბამს: იგი თვით ების ვინ ების჻ უხუად გასცემდი ზღვათაცა: შესდის და გაედინების჻

50. მეფეთა შიგან სიუხუჱ: ვით ედემს ალვა რგულია჻ უხვსა მორჩილობს ყოველი: იგინიც ვინ ორგულია჻ სმა ჭამა დიდად შესარგი: დება რა სავარგულია჻ რასაცა გაჰსცემ შენია: რაც არა დაკარგულია჻

51. ამა მამისა სწავლასა: ქალი ბრძნად მოისმინებდა჻ ყურსა უპყრობდა ისმენდა: წურთასა არ მოიწყინებდა჻ მეფე სმასა და მღერასა: იქს მეტად მოილხინებდა჻ თინათინ მზესა სწუნობდა: მაგრა მზე თინათინებდა჻

52. მოიჴმო მისი გამზრდელი: ერთგული ნაერთგულევი჻ უბრძანა ჩემი საჭურჭლე: შენგან დანაბეჭდულევი჻ მომართჳთ ჩემი ყველაჲ: ჩემი ნაუფლისწულევი჻ მოართუჱს გასცა უზომო: უანგარიშო ულევი჻

53. მას დღე გასცემს ყველაკასა: სივაჟისა მოგებულსა჻ რომე სრულად ამოაგებს: მცირესა და დიდებულსა჻ მერმე ბრძანა ვიქ საქმესა: მამისაგან სწავლებულსა჻ ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს: საჭურჭლესა დადებულსა჻

54. უბრძანა წადით გახსენით: რაცა სად საჭურჭლენია჻ ამილახორო მოასხი: რემა ჯოგი და ცხენია჻ მოიღეს გაჰსცა უზომო: სიუხვე არ მოსწყენია჻ ლარსა ხუჱტდიან ლაშქარნი: მართ ვითა მეკობრენია჻

55. ალაფობდეს საჭურჭლესა: მისსა ვითა ნათურქალსა჻ მას ტაიჭსა არაბულსა: ქუჱ ნაბამსა ნასუქარსა჻ რომე გუანდა სიუხვითა: ბუქსა ზეცით ნაბუქარსა჻ არ დაარჩენს ცარიელსა: არ ყმასა და არცა ქალსა჻

56. დღე ერთ გარდახდა პურობა: სმა ჭამა იყო ლხილობა჻ ნადიმად მჯდომთა ლაშქართა: მუნ დიდი შემოყრილობა჻ მეფემან თავი დაჰკიდა: და ჰქონდა დაღრეჯილობა჻ ნეტარ რა უმძიმს რა ჰსჭირსო: შექმნეს ამისი ცილობა჻

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ: მჭურეტთაგან მოსანდომია჻ სპათა სპასპეტი ჩაუქი: ვითა ვეფხი და ლომია჻ ვაზირი ბერი სოგრატი: თჳთ მასთანავე მჯდომია჻ თქუჱს თუ რა უმძიმს მეფესა: ანუ რად ფერი ჰკრთომია჻

58. თქუჱს თუ მეფე ცუდსა რასმე: გონებასა ჩავარდნილა჻ თუარა აქა სამძიმარი: მათი ყოლა არა ქნილა჻ ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ: გვითხრას რაცა შეგვეცილა჻ ვჰკადროთ რამე სალაღობო: რასათვისმცა გაგვაწბილა჻