... (H-403), 1818 წ.

276. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე: ვიშიშვი და ვიაჯ დია჻ რათგან ღ~თსა ვეზირობა: შენი ჩემზედ მოუგდია჻ ვერ დავმალავ უკეთესა: რაცა საქმე გამიცდია჻ არა ვარგა უსაზომო: თავი ზომსსა გარდგიჴდია჻

277. უკაცოდ ყოფნა გახელებს: ჭირითა მეტის მეტითა჻ შენ კაცთა ნაცულად ნადირთა: ახლავ ცნობითა რეტითა჻ ჰსჯობს ერთი კაცი გიახლოს: ილხენდე მისის ჭურეტითა჻ ღ~თმან ჰქნას ლხინად გეცუალოს: აღარ რონებდე ხეტითა჻

278. ყმამან უთხრა რას მენუკევ: არა ვიცი გამიცხადე჻ კაცი ჩემად სამსახურად: უღ~თოდ მემცა ვით დავბადე჻ ღ~თსა ჩემი უბედობა: უნდა მემცა რას ვეცადე჻ გაღანამცა გავნადირდი: თავი ასრე გავიჴადე჻

279. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე: მეტითა შეგონებითა჻ მაგრა თუ კაცი მოგგვარო: მოგყვეს თავისა ნებითა჻ იგი გიახლოს ილხენდე: მისითა შემეცნებითა჻ ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო: არ სავნებლისა ვნებითა჻

280. მან უბრძანა თუ მაჩვენებ: ვნახავ: დიდად გავიხარებ჻ სიყუარულმან მისმან ვისთვის: ხელი მინდორს თავსა ვარებ჻ არას ვუზამ უგემურსა: არათ ოდეს გავამწარებ჻ რაცა ჩემგან იამების: ვაამებ და შევიყვარებ჻

281. ქალი ადგა და წავიდა: მის ყმისა მოსაყვანებლად჻ არ ეწყინაო უამბობს: არს მისად მაგულვანებლად჻ ჴელი მოჰკიდა მოყვანდა: ვით მთვარე მოსავანებლად჻ იგი რა ნახა ტარიელ: თქვა მზისა დასადარებლად჻

282. გამოეგება ტარიელ: მართებს ორთავე მზე დარად჻ ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ: შუქთა მოფენდეს ქვე ბარად჻ რომე მათთანა ალვისა: ხეცა ვარგიყოს ხედ არად჻ გვანდეს შვიდთავე მნათობთა: სხვადმცა რისა ვჰთქვი მე დარად჻

283. მათ აკოცეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდეს჻ ვარდსა ჰჴლეჩდეს ბაგეთაგან: კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს჻ ჴელი ყელსა გადააჭუდეს: ერთმანერთსა აუტირდეს჻ ქარვად შექნეს იაგუნდი: მათნი თუცა ლალად ღირდეს჻

284. მობრუნდა ყმამან ავთანდილს: ჴელი შეუპყრა ჴელითა჻ ერთგან დასხდეს და იტირეს: დიდხან ცრემლითა ცხელითა჻ ასმათი სულსა უღებდა: სიტყვითა საკვირველითა჻ თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ: მზესა თქვენისა ბნელითა჻

285. ტარიელის ვარდი იყო: დათრთვილული არ დაზრული჻ ყმასა უთხრა მესწრაფების: მითხარ შენი დაფარული჻ ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ: სადაური სით მოსრული჻ მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ: ვარ მისგანცა გაწირული჻

286. ავთანდილ გასცა პასუხი: სიტყვები ლამაზებია჻ ლომო და გმირო ტარიელ: ვის თავი გინაზებია჻ მე ვარ არაბი არაბეთს: არს ჩემი დარბაზებია჻ მიჯნურობითა დამწვარვარ: ცეცხლი უშრეტი მგზებია჻

287. მე პატრონისა ჩემისა: ასული შემყვარებია჻ თვით მეფედ მათად მას ხედვენ: მონები მკლავ მაგრებია჻ თუცა არ მიცნობ გინახავ: თავი ვით გიაზრებია჻ გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე: მონები მკლავ მაგრებია჻

288. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი: ჩვენ ზედა გარდგეკიდენით჻ პატრონი ჩემი გაგიწყრა: ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით჻ გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი: უკანა გამოგკიდენით჻ შენ ველნი წითლად შეღებენ: სრულად სისხლისა კი დენით჻

289. ყველაკასა მათრახითა: თავი უჴრმლოდ გარდაკვეთეთ჻ მეფე შეჯდა დაგვეკარგე: კვალი შენი ვერ მოვჰკვეთე჻ ვითა ქაჯი დაიმალე: მონებიცა დავაფეთეთ჻ ამან უფრო დაგვაშმაგა: თავი სრულად გავაშეთეთ჻

290. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით: ჴელმწიფე ნებიერია჻ მოგნახეს გძებნეს ყოველგან: მათ რუკა დაუწერია჻ ვერ ნახეს შენი ნახული: ვერცა ყმა ვერცა ბერია჻ აწ გამომგზავნა რომელსა: ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია჻

291. მიბრძანა მიცან ამბავი: მის მზისა წახდომილისა჻ მაშინ ვარ მქმნელი საქმისა: მის შენგან მონდომილისა჻ სამ წლამდის მითხრა დადენა: უმისოდ ცრემლთა მილისა჻ არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა: მისისა მე ღიმილისა჻

292. აქანამდის მნახავიცა: კაცი შენი არ მენახა჻ ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის: სიტყვა რამე გაემკვახა჻ მათრახითა ჩამოგეგდო: ერთი მკუდართა დაგესახა჻ მათ მასწავლეს ძმა რომელსა: სულ მობრძავი სამე გლახა჻

293. ტარიელსცა აეხსენა: ომი მათი მაშინდელი჻ იტყვის მახსოვს ეგე საქმე: თუცა არის ადრინდელი჻ ერთგან გნახენ ნადირობას: შენ და შენი მე გამზრდელი჻ მით ვჰტიროდი მამეგონა: მე გლახ ჩემი წამწყმედელი჻

294. რას მაქნევდით: რა გინდოდათ: ერთმანერთსა რითა ვგვანდით჻ თქვენ მორჭმულნი თამაშობდით: ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით჻ რა მონანი მამწიენით: შესაპყრობლად დაგულვანდით჻ აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად: თანა მკუდართა მიიტანდით჻

295. მოვიხედე მომეწია: რა პატრონი შენი ვნახე჻ ჴელმწიფობით შემებრალნეს: ამად ჴელი არ შევახე჻ თვალთა წინა გამოვექეც: მეტი არა შევუზრახე჻ ჩემი ცხენი უჩინოსა: ჰგავს და სხვამცა რად ვასახე჻