... (H-403), 1818 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ: ტანითა მით კენარითა჻ თჳთო აივსეს ჭიქები: მივლენ ქცევითა წყნარითა჻ წინა მიუსხდეს მუჴლ მოყრით: პირითა მოცინარითა჻ ვეზირი ლაღობს ენითა: წყლიანად მოუბნარითა჻

60. დაგიღრეჯია მეფეო: აღარ გიცინის პირიო჻ მართალ ხარ წაჴდა საჭურჭლე: თქუჱნი მძიმე და ძვირიო჻ ყველასა გაჰსცემს ასული: თქვენი საბოძვარ ჴშირიო჻ ყოლამცა მეფედ ნუ დასვი: თავსა რად უგდე ჭირიო჻

61. რა მეფემან მოისმინა: გაცინებით შემოხედნა჻ გაუკვირდა ვით მკადრაო: ან სიტყუანი ვით გაბედნა჻ კარგა ჰქმენო დაუმადლა: ბრძანებანი უიმედნა჻ ჩემი ძრახუა სიძუნწისა: ტყუვის ვინცა დაიყბედნა჻

62. ეგე არ მიმძიმს ვაზირო: ესეა რომე მწყენია჻ სიბერე მახლავს დავლიე: სიყმაწვილისა დღენია჻ კაცი არ არის სითკენცა: საბრძენებელი ჩუჱნია჻ რომე მას ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი ზნენია჻

63. ერთაი მიზის ასული: ნაზარდი სათუთობითა჻ ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი: ვარ საწუთროსა თმობითა჻ ანუმცა მგუანდა მშვილდოსნად: ანუ კულავ ბურთობითა჻ ცოტასა შემწევს ავთანდილ: ჩემგანვე განაზარდობითა჻

64. ყმა მეფისა ბრძანებასა: ლაღი წყნარად მოისმენდა჻ თავ მოდრეკით გაიღიმნა: გაცინება დაუშუჱნდა჻ თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა: შუქსა ველთა მოაფენდა჻ მეფე ჰკითხავს რას იცინი: ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა჻

65. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა: რას იცინი რას დამგმეო჻ ყმამან ჰკადრა მოგახსენებ: და ფარმანი მიბოძეო჻ რაცა გკადრო არ გეწყინოს: არ გარისხდე არ გასწყრეო჻ არ გამხადო კადნიერად: არ ამიკლო ამაზეო჻

66. უბრძანა რამცა ვიწყინე: თქმა შენგან საწყინარისა჻ ფიცა მზე თინათინისა: მის მზისა მოწუნარისა჻ ავთანდილ იტყვის დავიწყო: კადრება საუბარისა჻ ნუ მოჰკუჱხ მშვილდოსნობასა: თქმა ჰსჯობს სიტყვისა წყნარისა჻

67. მიწაცა თქუჱნი ავთანდილ: თქვენს წინა მშვილდოსანია჻ ნაძლევი დავჰსდუათ მოვასხნეთ: მოწმად თქვენივე სპანია჻ მოასპარეზედ ვინ მგავსო: ცუდიღა უკუთქმანია჻ გარდამწყუჱტელი მისიცა: ბურთი და მაედანია჻

68. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა: მაგისსა დაცილებასა჻ ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო: შედრეკილობა კლებასა჻ კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ: მოწმად ჩვენთანა ხლებასა჻ მერმე გამოჩნდეს მოედანს: ვისძი უთხრობდენ ქებასა჻

69. ავთანდილცა დამორჩილდა: საუბარი გარდასწყვიდეს჻ იცინობდეს ყმაწვილობდეს: საყუარლად და კარგად ზმიდეს჻ ნაძლევიცა გააჩინეს: ამა პირსა დაასკუნიდეს჻ ვინცა იყოს უარესი: თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს჻

70. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი: შევსხათ ჩვენთანა მარებლად჻ თორმეტი ჩემად ისრისა: მომრთმევლად მოსახმარებლად჻ ერთაი შენი შერმადინ: არს მათად დასადარებლად჻ ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ: უტყუვრად მიუმცდარებლად჻

71. მონადირეთა უბრძანა: მინდორნი მოიარენით჻ დასცევით ჯოგი მრავალი: თავნი ამისთჳს არენით჻ ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: მოდით და მოიჯარენით჻ გაყარეს სმა და ნადიმი: მუნ ამაოდ გავიხარენით჻

72. დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი჻ ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახჩოსანი჻ თავს ოქრო რიდე ეხვია: შუჱნოდა ქარქაშოსანი჻ მეფესა გასულად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი჻

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდეს჻ მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოჰკროდეს჻ ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა მათისათჳს: ისროდეს და ერთგან სრვიდეს჻

74. უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩუჱნთანა ვლიდითა჻ მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით: ისარსა მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთვალვიდითა჻ დაიწყო მოსულა ნადირმან: ყოვლთა მინდორთა კიდითა჻

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა: ანგარიშ მიუწთომელი჻ ირემი თხა და კანჯარი: ქურციკი მაღლა მხლტომელი჻ მას პატრონ ყმანი გაუხდეს: ჭრეტადმცა სჯობდა რომელი჻ აჰა მშჳლდი და ისარი: და მკლავი დაუშრომელი჻

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი: მზესა შუქთა წაუხმიდეს჻ მიჴოცდეს და მიესროდეს: მინდორს სისხლთა მიასხმიდეს჻ რა ისარი დაელივნის: მონანი ყე მოართმიდეს჻ მჴეცნი მათგან დაკოდილნი: წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს჻

77. იგი ველი გაირბინეს: ჯოგი წინა შემოისხეს჻ დაჴოცეს და ამოსწყვიტეს: ცათა ღ~თი შეარისხეს჻ ველნი წითლად შეეღებნეს: ნადირთაგან სისხლი ისხეს჻ ავთანდილის შემხედუჱლთა: ჰგავს ალვაა ედემს ისხეს჻

78. იგი მინდორი დალივეს: მართ მათგან განარბენია჻ მინდორსა იქით წყალი ჰსდის: და წყლისა პირსა კლდენია჻ ნადირნი ტყესა შეესწრეს: სადა ვერა ჰრბის ცხენია჻ იგი მაშვრალნი ორნივე: მოსწყდეს რაზომცა მჴნენია჻