... (H-403), 1818 წ.

256. ეგრე უთხრა ამხანაგო: იყავ მანდა მომიცადე჻ წავალ თოკთა მოსახმელად: მწადსო თუმცა ამოგზიდე჻ მას ქუეშეთსა გაეცინა : გაუკვირდა მეტად კიდე჻ შემოჰყივლა არ გელოდე: სად გაგექცე სად წავიდე჻

257. აწ დაო შენთა ჴელისაა: ჩემი საბელი ყელისა჻ სხვად უღონოა უშენოდ: ჩემგან აპყრობა ჴელისა჻ რასაცა მიზამ შენ იცი: შენ ხარ წამალი ხელისა჻ თვარა ვისმც ექმნა გორლითა: შეკვრა თავისა მრთელისა჻

258. ქალმან უთხრა მამეწონა: ყმაო შენი ნაუბარი჻ ხარ უცილოდ კარგი ვინმე: მოყმე ბრძენთა საქებარი჻ ხარ ვინათგან აქანამდის: მაგა ჭირთა დამთმობარი჻ რაცა გითხრა მამისმინე: გიპოვნია საძებარი჻

259. იმა მოყმისა ამბავი: არსად არა იპოვების჻ თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის: არ ვისგან დაიჯერების჻ მოილოდინე მოვიდეს: რაზომცა დაგეყოვნების჻ დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ: ცრემლითა ნუ ითოვნდების჻

260. გითხრა თუ ცოდნა გწადიან: ჩვენისა შენ სახელისა჻ ტარიელ არის სახელი: იმა მოყმისა ხელისა჻ მე ასმათ მქვიან რომელსა: წვა მაქუს ცეცხლისა ცხელისა჻ სულთქმა სულთქმისა ბევრისა: მაშა თუ არ ერთხელისა჻

261. ამის მეტსა ვერას გითხრობ: მე სიტყუასა ამისთანსა჻ ისი მინდორს არონინებს: ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა჻ ვჰჭამ გლახ მარტო ნადირისას: მისგან ჴორცსა მონატანსა჻ აწვე მოვა არა ვიცი: თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა჻

262. ამას გვედრებ მოიცადო: თავი სხვაგან არსად არო჻ რა მოვიდეს შევეხვეწო: ნუთუ ვით რა მოვაგვარო჻ ერთმანერთსა შეგამეცნე: თავი შენი შევაყვარო჻ თვით გიამბოს საქმე მისი: საყუარელსა გაახარო჻

263. ქალსა ყმამან მოუსმინა: დამორჩილდა დართო ნება჻ ამა ზედა მოიხედეს: ჴევით ესმა ჩხაპუნება჻ მთვარე წყალსა გამოსრული: ვნახე შუქთა მოვანება჻ უკურიდეს და აღარა ქნეს: მუნ ხანისა დაყოვნება჻

264. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ: მოგცა ჟამად რაცა გინა჻ მაგრა თავი უჩინოდ ჰქმენ: დამალული იყავ შინა჻ იმა ყმისა მეუნებლე: ჴორციელი არავინა჻ ნუთუ ვით რა მოვაგვარო: შენი ნახვა არ ეწყინა჻

265. ავთანდილ ქუაბსა დამალა: ქალმან მალვითა მალითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდახდა: შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესამალითა჻ ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ჭვრეტითა იდუმალითა჻

266. ამარტის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან჻ დიდხან იტირეს ყმამან და: მან ქალმან შაოსანამან჻ შეხსნა შეიღო აბჯარი: ცხენიცა შეიყვანა მან჻ დადუმდეს ცრემლნი მოკვეთეს: შავმან გიშრისა დანამან჻

267. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ტყვე საკნით ნააზატები჻ მან ქალმან ქვეშე დაუგო: ვეფხის ტყავისა ნატები჻ მაზედა დაჯდა იგი ყმა: სულთქვამს ჭირ მონამატები჻ სისხლისა ცრემლსა გაეწნა: შუა გიშრისა სატები჻

268. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა: გზება ცეცხლისა ნელისა჻ ეგონა ჭამა ჴორცისა: შემწვრისა შეუქნელისა჻ მიუპყრა ერთი ახლიჩა: ქნაა საქმისა ძნელისა჻ ძალი არ ჰქონდა დაუწყო: გამოყრა უცოხნელისა჻

269. ცოტად მიწვა მიიძინა: თუცა ყოლა ვერა მეტი჻ შეკრთა დიდნი დაიზახნა: წამოიჭრა ვითა რეტი჻ იზახდის და წამწამ იკრის: გულსა ლოდი თავსა კეტი჻ ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს: ქალი მისი შენამჭურეტი჻

270. რად დაბრუნდი მოახსენა: მითხარ რაცა წაგეკიდა჻ მან უბრძანა მონადირე: მეფე ვინმე გარდმეკიდა჻ ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი: ბარგი მძიმედ აეკიდა჻ იგი მინდორს ნადირობდა: დაეფანჩვა მარეკი და჻

271. სევდად მეცა კაცთა ნახვა: ცეცხლი უფრო გავიალე჻ არ მივეო ახლოს შეყრად: თავი ჩემი შევიწყალე჻ მათგან მკრთალი შემოვბრუნდი: ტყესა შიგან დავიმალე჻ თქვა ნუთუმცა უკუმრიდა: რა გათენდეს წავალ ხვალე჻

272. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: ას ნაკეცნი ბევრის ბევრად჻ მოახსენა მჴეცთა თანა: იარები მარტო ტევრად჻ არას კაცსა არ იახლებ: საუბრად და შემაქცევრად჻ მას მაგითა ვერას არგებ: დღეთა შენთა ცუდად ლევ რად჻

273. ყოვლი პირი ქუეყანისა: ერთობ სრულად მოგივლია჻ ერთი კაცი შემაქცევლად: შენად ვითა დაგელია჻ გიახლოს და არ გაშმაგდე: თუცა ჭირი არ გაკლია჻ შენ მოკუდე და იგი წახდეს: ესე შენთვის რა მადლია჻

274. უბრძანა დაო ეგეა: მგზავსი შენისა გულისა჻ მაგრა არ არის ქუჱყანად: წამალი ამა წყლულისა჻ ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა: თვით სოფლად არ მოსრულისა჻ ჩემი ლხინია სიკუდილი: გაყრა ჴორცთა და სულისა჻

275. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა: რადმცა კაცი რად დაბადა჻ სიახლე და საუბარი: თუმცა მისი მე მეწადა჻ ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი: ანუ ვინმცა შეეცადა჻ შენგან კიდე ჴორციელი: დაო მივის არასადა჻