ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

ნახუა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხის ტყაოსნისა

158. ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ყუანდა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

159. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ჴელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახუა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

160. მნახავნი მოდგეს: “ჩუენ ვნახეთ ტურფა რამ სანახავისა; ტირს ვინმე გმირი ცრემლითა, უღელავს ზღუითა ნავია, ვეშპის ოდენი ცხენი ყავს, ლამაზი რამე, შავია, რაც შეიტყობის იმისგან, ჩუენთან არ უჩანს ზავია.“

161. როსტან მონა გაუგზავნა: “ ნახე, ვინ ზის წყლისა პირსა; ხელსა ვისმე დავამგზავსე, მით საწუთრო არა ჰკუირსა; შემოყრია კაეშანი, მიცემულა დიდსა ჭირსა, მოახსენე სოფლის მზეა, ტკბილად კითხე, რასთუის ტირსა?“

162. მეფემან ბრძანა: “ ვინ არის უცხო პირად და ტანადო?- უბრძანა ერთსა მონასა, წადი ფიცხლად და ჯანადო“; გიბრძანებს, უთხარ ვერ გიცნობ ჩუენთა ლაშქართა თანადო, ვინცა ხარ, მოდი წინაშე, შენ ჩემგან მონაყუანადო.“

163. “ მოახსენა: “ მეფე გიჴმობს“, დაიმდაბლოს იმან სული; თავმან ჩემმან, მე მას მივსცემ, რაცა უნდეს ჩემეული, ბრძანებასა დამორჩილდეს, ამად ნუ აქვს გული წყლული, ვითვისო და შევეთუისო, გაუახლო გული წყლული.“

164. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად, თავ ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭურეტით მოლიზღარისად, მუნვე წუიმს წუიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყუისა თქმად აღარისად.

165. მონა მივა, ბრძანებასა მეფისასა ეუბნების: თავმან მისმან, არ წამოხუალ, სრულად ჯარი მოგადგების; ანუ მოგკლვენ, ან დაგკოდენ., მზისა შუქი წაგიჴდების, ჴელშეკრულსა წაგიყუანენ, ესე ყუელა გარდაგჴდების.“

166. ვერა კადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭურეტს გაკუირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

167. მის მონისა არა ესმა სიტყუა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილითა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რასმე ამოსკუნიდა გული ცეცხლთა ნადებარი, ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

168. სხუაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩნა ბაგეთა თავი ვარდისა კონამან.

169. აჰა, ძმაო, რა გიამბო, რაცა მჭირდეს მე ღმრთსაგან; მე რას მაქნევს მეფე თქუენი, რამც მიამოს კაცისაგან; სხუასა ვისმცა დავაბრალო, შეპყრობილვარ ეტლისაგან, მიჯნურობა აჯობინეს, კულაც მასმია ბრძენისაგან.

170. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტენს ჰკადრა: “შემიტყუია, იმას თქუენი არა უნდა; თუალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და.

171. მეფე გაჰკუირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთჳს მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ჴელთა აიღეთ აბჯარი თქუენ საომარე მიდით და აქა მომგუარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

172. მე საწუევრად მონა ვკადრე, მას თურ მოსდის პირსა ქაფი შეუზახა: ათი მონა, შეიმოსეთ ჯავშან ქაფი. პირველ კადრეთ:” მეფე გიჴმობს, არად გინდა აწ მარქაფი“, არ მოვიდეს, შეიპყარით, მისი სისხლი ველთა ჩქაფი.“

173. მონანი მიდგეს, მივიდეს, გაჴდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ მდუღარია, თუალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე თქუა: “ვაჲ მეო”, სხუად არას მოუბარია.

174. ცხენთა შესხდეს, წამოვიდეს, გარეშემო მოეხუივნეს; მისთა ეგზომ სინაზეთა მისი მჭურეტნი გაეკუირნეს; რა შეხედეს პირსა მზესა, მათ მონათა აეტირნეს, ცხენსა შეჯდა, წამოვიდა, მუნით უკან მოეწივნეს.

175. თუალთა ჴელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ჴრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, მონათამცა საუბარნი რად იყურნა! სხუასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

176. რა ყმამან ნახნა მონანი, ტირილსა მისცა ჴუესია; არ გაიკითხუენ მიჯნურსა, არაბთა შიგან წესია. მას ხელთა ჰქონდა მათრაჴი მკლავისა მუნ უსქესია, ესრე დაფრიწა თავები, მკუდართ შიგან დანაწესია.