ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

78. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: – რა ვარდმან მისი ყუავილი გააჴმოს, დაამჭნაროსა, იგი წაჴდების, სხუა მოვა ტურფასა საბაღნაროსა,– მზე ჩაგუისვენდა, ბნელსა ვსჭურეტთ, ღამესა უმთუაროსა.

79. თუალი უმზეოდ ბროლია, თუმცა შეეყრას ჩრდილოსა. თქუენც იცით, რომე ჭმუნვას ვარ ძნელსა, არ საადვილოსა: ვაჟი არა მყავს, ქალია მართ ჩემსა საგაზრდილოსა ასრე მით მხედავთ, მუნ იტყუი სიტყუასა საღრეჯილოსა.

80. “მე გარდასრულ ვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხუალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია! ჩემი ძე დავსუათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

81. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ბრძანეთ თქუენი ბერობა? ვარდი თუ გაჴმეს, ეგრეცა გუმართებს მისივე ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა. მთუარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა კადრა მტერობა!

82. ერთობ დაშალეს ვაზირთა, მაგრა ვინ მოუსმინებდა. მეფე ლაღი და უკადრი, იგი ქნის, რაცა ინებდა თინათინ დასუეს ჴელმწიფედ, ვინ მზესა ითუალწუნებდა ვინ სალსა კლდესა დაადნობს და ცვილსა გაატინებდა

83. მაგას ნუ ბრაძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქუენი თათბირი ავიცა სხუისა კარგისა მჯობია; ჴმდა გაღანამცა საქმნელად, რაცა თქუენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

84. თუცა ქალია, ჴელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქუენოდ გუითქუამს კულა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია, ლეკუი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხუადია”.

85. მას ლომსა კაცი იახლა მეფისა ვეფხს უფიცხეო: დაასკუნეს ესე თათბირი სრულ სპათა ჩემთა ვკითხეო მე ჩემთა სივაჟკაცეთა ჩემნი მებრძოლნი ვითხეო აწ შენცა გნუკევ ურწყავად, ალვისა მორჩი ითხეო.

86. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მგზავსი მზისა და მთუარისა, ჯერთ უწუერული, სადარო ბროლ მინა საცნობარისა; მას თინათინის შუენება კლევდის წამწამთა ჯარისა.

87. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერა მჭურეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა, სიყუარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

88. რა მეფედ დასუმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხუდა სიამე, ვსება სჭირს მი სოქ ალისა; თქუა: “ზედაზედა მომხუდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა, ნუთუ მით ვპოო წამალი მე ჩემი ფერ გამქრალისა!”

89. ავთანდილს მისით შორს ყოფით შეეკრა თუალნი ბლეტითა; იამა ქალის მეფობა სიხარულითა მეტითა; იტყუის: ხანდახან საუბრად მივალ გულითა რეტითა კულა ზედაზედა შევხედავ ვალხინებ თუალთა ჭურეტითა.

90. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან, მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათლობელმან! მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

91. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირმზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა, ვაზირი სოგრატ – მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დასდგეს საჯდომი, თქუეს: –“უთქმელია ფასისა!”

92. კულავ მოახსენეს: მეფეო, ვქენით, რაც გიამებისა; ღმერთმან ნიადაგ ეგრე ყოს საქმე თქუენისა ნებისა; ჩუენ ტახტი დავდგით, სიკეთე ვით ითქმის ან შუენებისა; შორით მოვხვიედ ფარდაგი, ზარქაში ატლასებისა.

93. ადეგ, როსტან შენსა მზესა ჴელით ჴელსა მოეკიდე მის საბოძურის მისათუალვად მიზიდავს და მიყავს კიდე დავბერდი და დავძაბუნდი მე დღეთავე ჩემსა ვთულიდე რაც შევცოდე შემოქმედსა, ვიტირო და ვინანიდე.

94. უკუვდგე ერთსა ადგილსა, დავიწყო გარდაჴდილობა. უბრძანა სრულთა არაბთა, შეკადრეს მილოცვილობა შენ ჩემთა საჭურჭლეთათუის ნუ შეგაქს გულსა ცილობა კულა ზედა ზედა შევიგნა მე შენი არ მოშლილობა

95. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გუირგუინი დასდგა თავისა ჴელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზეებრ სჭურეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

96. უკუდგეს და თაყუანი სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასუეს, ქება უთხრეს სხუაგნით სხუათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ჴმათა. ქალი ტირს და ცრემლთა აფრქუევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

97. მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწურთის: ”მამა ყოველთა ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქნამდის დამწუელი ცეცხლი არ დამევსებოდა”.