ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2356. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა. დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა,

2357. მე ვთქუი ქება თამარისა და ჴმელთა შინა მნათისა ვთქუი მათი ქება, მიზეზად მქონდა ქებისა მათისა. რომანულისა თუალისა მის ბრილისა და სათისა, მემცა ვით მექო, ვერ აქებს, ბრძენნი თუ შეკრბენ ათისა.

2358. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავჰთქვენ, ამითა ვილაყფეთანი. პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,

2359. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავჰთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

2360. დასრულდა ესე ამბავი მათ ხელმწიფეთა დიდისა ამოდ სასმენი, ბოლო ჟამ საბრალო არსთა კიდისა, მოყურენი ვინცა იყურებთ, არ ჩავარდნაა ხიდისა ნახეთ გასინჯეთ სიცრუე სოფლისა ამა ფლიდისა!

2361. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცულის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

2362. ცუდია ესე სოფელი, ვითა სიზმარი ღამისა! არ მამეჴმარა საჭურჭლე დედისა, არცა მამისა; უხანობისა ქარი ქრის, ვითა ერთისა წამისა, ოჴრად გაჴდების აერი ტურფისა თვალ წამწამისა.

2363. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.