ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

59. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათუის დიდი მარგი, კულავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

60. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა საუბართა ტკბილთა ფრქუევა. რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

61. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძუირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყუა მცირობა, ჴელმარჯუედ სცემდეს ჩოგანსა, იჴმაროს დიდი გმირობა.

62. მოშაირე არა ქუიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლე ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქუას ერთი, ორი, უმგზავსო და შორი შორი, მაგრამ იტყუის: ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი.

63. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალუც სრულ ქნა სიტყუათა, გულისა გასაგმირეთა,– ვამგზავსე მშუილდი ბედითი ყმაწუილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოკულენ, ჴელად აქუსთ ჴოცა ნადირთა მცირეთა.

64. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩუენ მათიცა გუიამების, რაცა ოდენ თქუან ნათელად.– მოშაირე არა ქუიან, ვერას იტყუის ვინცა გრძელად.

65. ჴამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთუის ჴელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, ყუელას მისთუის მუსიკობდეს.

66. ჩემი აწ ცანით ყუელამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ეს მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქუემორე მითქუამს, მიქია.

67. ვთქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გუართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მამცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

68. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხუდებიან, ენა დაშურების, მსმენლისა ყურნიმცა დავალდებიან; ვთქუენ ხელობანი ქუენანი, რომელნი ჴორცთა ხუდებიან; მართ მასვე ბაძავენ, თუ ოდეს არ სიძუენ, შორით ბნდებიან

69. მიჯნური შმაგსა გუიქუიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიჴვდომისა წყენითა; ზოგთა აქუს საღმრთო სიახლე, დაშურების აღმაფრენითა, კულა ზოგთა ქუე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

70. მიკუირს, კაცი რად იფერებს საყუარლისა სიყუარულსა: ვინცა უყუარს, რად აყივნებს მისთუის მკუდარი, მისთუის წყლულსა! თუ არ უყუარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყუა ურჩევნია სულსა, გულსა.

71. თუ მოყუარე მოყურისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა შუენის, გაჭრად დაეთულების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

72. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სუიანი, მაღალი, უხუი, მდაბალი, ლაშქარ მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თუით მეომარი უებრო, კულა მოუბარი წყლიანი.

73. იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი: მას ჰქონდა სპარსთა ქუეყანა, მართვ ვითა შანშეს ანისი; უძრწის და მონებს ყოველი, ჴელთა აქუს მას საბრძანისი თქუეს თუ: ჴამს ჴმელთა პატრონად ან ალექსანდრე ანისი

74. აწყა დავიწყოთ ამბავი მის ჴელმწიფისა ზენისა არაბეთს როსტენ პატრონი, მპყრობელი სპა მოსპენისა მას ესუა ქალი მნათობი თუალთათ თუთია დენისა შემხედთა სულის წამღები, ვერ მხედთა ამაგზენისა

75. სხუა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭურეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ჴამს მისდა მაქებრად და ენა ბევრად ასული.

76. მისი სახელი თინათინ – არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იჴმნა ვაზირნი, თუით ზის ლაღი და წყნარია, გუერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბარია.

77. როსტევან უჴმნა ვაზირნი, უბრძანეს თუცა ფარულად მე ძე არ მამცა სოფელმან, კიდეც მისთუის ვარ მალულად, ამ ჩემთა სპათა თავადად, შემტევებელი ქარულად მოლხინე მოასპარეზედ, გამთენებელი დარულად.