ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

295. მივიდოდა, მიუბნობდა, პირსა მზესა ანათებდა; თინათინის გონება კლავს, სხუთა შუქსა დაავსებდა; მიტირის და ღმერთსა ჰმადლობს, შემხედუელთა ადუღებდა, იტყუის: “ ნახეთ ეს სოფელი“, ბედსა მისსა უჩვენებდა.

296. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ ახმით გარდაიარა, დააგდო მზღუარი არაბთა, სხუათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქუა: “თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა”.

297. ახალმან ფიფქმან დათოა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა; თქუის:” ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყუელასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!

298. მოეგონის მისი მკულელი, შეეყარის ჴორცთა თრთოლა დაჴუდის მჴეცი, ფიცხლად მოკლის, არ შეზარდის მისგან ყოლა; შენგან კიდე, მზეო, ჩემი შეუძლია ვისმცა ბრძოლა მოგშორდი და გამომაგდე, ოჴრად დამრჩეს სპათა ყოლა.

299. მოეგონის საყუარელი, გაუახლდის ცეცხლი ალთა; ჰე, სოფელო, შეგებრალე, ნუ სჯი ბედსა შესაწყალთა; შემოქმედო, მიმაბრუნვე, რომელი სცნობ იდუმალთა – ესე თქუა და სისხლის ცრემლი გამოსეტყუა მელნის თვალთა.

300. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ:” დასთმეო”, ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა კითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყურებოდა.

301. იგი პირად მზისა მგზავსი სრულად მოვლის ზედა ჴმელთა, ქუეყანათა უნახავთა, ოჴერთა და კაცრიელთა; არ დააგდებს უნახავად წყალთა, კლდეთა, ტყეთა, ველთა, მაღრიბს კითხავს მაშრიყელთა, რომს ჩინელთა, მაჩინელთა

302. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღუათა შესართავისად. უჩნდის ქუეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქუის:” საყუარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქუა ვისად შენთუის სიკუდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად.”

303. ყოვლი პირი ქუეყანისა მოვლო, სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქუეშე არ დაურჩა, არ იარა მაგრამ იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხუდარა, ამას შიგან წელიწადი სამი სამ თუედ მიიყა.

304. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თუე ერთ კაცსა ვერ ნახუიდა, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არც რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყუარელსა მასვე მისსა.

305. მას მიხუდა წუერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შუიდისა; მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ჴიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

306. ზედ წაადგა, შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს; თუენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქუამს, ამად იშობს; ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კულავ ამისთუს გულმოშიშობს – ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

307. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად. თქუა:” თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვსცნა ჭორადაც, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

308. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყუნე სხუანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნა ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შერჩეს ღაწუისა ბანანი, მივიდეს, კადროს მეფესა საქმენი დასაგუანანი!

309. უამბოს ჩემი სიკუდილი, თუით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი, მე სხუაგან სადმე რებული! – ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული.

310. იტყვის: ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთუის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღფხურენ, ჭირნი დაუბუდენ, დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ.

311. კულაცა იტყუის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოკუდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცულის, არ საქმნელი არ იქნების”.

312. თავს უთხრა: “მოჰკვე, გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა; მიხუალ, დაგხუდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა; გკითხოს მის მზისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ, მიყუების ტყის პირსა შამბნარ ხიანსა.

313. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქუიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

314. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია; მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია: გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია.