ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

წინასიტყვაობა

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყუნა ზეცით მონაბერითა, ჩუენ, კაცთა, მოგუცა ქუეყანა, გუაქუს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა.

2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3. ვის ჰშვენის, ლომსა, ჴმარება შუბისა, ფარ შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწუ ბალახშ, თმა გიშერისა, მას არა ვიცი, შევკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა, ვისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს, მართ, მშიერისა.

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული, ვთქუენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული. მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა და კალმად - მინა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახუარი გულსა ხეული.

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა, ბროლ ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქუასაცა მაგარსა გვრდემლი ტყუვისა ლბილისა.

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება, ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქუს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ჴსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7. მო, დავსხდეთ, ტარიელისთუის ცრემლი გუდის შეუშრობელი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთუის გულს ლაჴუარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქუამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8. ტარიელს კარგსა მოყმესა, მკლავ მაგარსა ძალიანსა, პირად ვარდსა, ტან საროსა, გული მისი რკინიანსა, უხუს უშურველსა, გამცემსა ტკბილ საუბარსა წყლიანსა მით ქება ნესტან დარეჯანს რათ ეთქმის პირად მზიანსა.

9. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთუის ვხელობ, მისთუის მკუდარი; დაუძლურდი, მიჯნურთათუის კულავ წამალი არსით არი: ანუ მაგუცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

10. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქუი, საქმე ვქენ საჭოჭმანები, მისმან ხელ-მქმნელმან დამმრთოს ლაღმან და ლამაზმან ნები

11. თუალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჴდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ! ჴორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა.

12. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კულა მიჯნურსა მიჯნურობა უყუარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუასა უწუნობდეს.

13. თუ მიჯნურსა მიჯნურობა ეტლად მამცა რადგან ბედმან, მე მით ვიცან საქმე მათი თავით ჩემით შენახედმან. სიტყუა კარგი გამოვაგო ლექს მრავალმან, ენა მეტმან; შეიზომნეს ჭირნი მათნი ჭირთა ჩემთა მეათედმან.

14. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათუის დიდი მარგი, კულავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

15. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა საუბართა ტკბილთა ფრქუევა. რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

16. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძუირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყუა მცირობა, ჴელმარჯუედ სცემდეს ჩოგანსა, იჴმაროს დიდი გმირობა.

17. მე ვიკადრებ ლექსთა კარგთა ვერვინ თქუას ჩემი ფერი; ცხელის ცრემლით ავატირო მე სოფელი ჩემი მტერი, ცა ქუეყანა შევათავო, ვითა მიწა გავამტუერი, ამა ჩემმან საუბარმან შეაქციოს ყმა და ბერი.

18. მოშაირე არა ქუიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლე ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქუას ერთი, ორი, უმგზავსო და შორი შორი, მაგრამ იტყუის: ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი.

19. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალუც სრულ ქნა სიტყუათა, გულისა გასაგმირეთა,– ვამგზავსე მშუილდი ბედითი ყმაწუილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოკულენ, ჴელად აქუსთ ჴოცა ნადირთა მცირეთა.