... (Q-1335), XVIII ს.

158. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დადგომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

159. ქალმან უბრძანა ზარი მლეუს მე ამისისა თხრობისა მწადდა არა თქმა რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა მაგრა იციცა მიზეზი შენისა აქა ჴმობისა რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა

160. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკურნების

161. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვათ არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხუდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვარად მაგრა მითხრა პირველ სულ სენი მე მჭირს რაცა ჭირად

162. გახსოუს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა შენ გენუკევ მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა

163. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთათ ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

164. ქალმან უთხრა რადცა მინდი არ ეგების არ ამბობა პირველ დაგდებ სამსახურსა გაგიჩნდების ჯომარდობა ნამუსი და ჭკვათა ხლათვა ვნახო შენი ნაზარდობა შემობრუნდე ედემს მსგაუსად აგიყვაუდეს შენ ვარდობა

165. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ჴორციელი არავინა გუყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

166. იგი კაცი მშვენიერი ჴმელთა იყოს გნუკევ პოვნად კიდით კიდე მოიარე ამაყურად შეუპოვნად მზისა შუქი მოგეფინოს ვერ ვინ ჴელყოს დასათოვნად სცან მის ყმისა ყოფა სადმე ფიცხლად მოდი დაუყოვნად

167. შენგან ჩემი სიყვარუ{ლი} ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემიყარე

168. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარული მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფურჭუნელი ვარდი დაგხუდე დაუმჭნარი

169. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხუდეს ჴორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

170. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შეეწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

171. კვლაცა კადრა აჰა მზეო ღ~თმან რადგან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭნების შუქი შენი იეფადა

172. თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე არასათვის არ დავდგები უსაცილოდ წავალ ხვალე გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე გავალალე სიცოცხლისა უკეთესი რა მიბოძე რამც ვივალე

173. კლვა შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ჴშირი გაადვილდა აქანამდის გარდეჴადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭუირი

174. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასად აგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭრუეტთა თავი ხელი ასად აგეს ცეცხლთა შენგან მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

175. ახლოს უზის ლაღი ჭრეტად მისსა მკულელსა ეუბნების წამწამ იაჯს შველასა და შემოქმედსა მიენდობის თუ ზოგნიცა არ დაგუხოცოს ღ~თმან სხვანი რადცა შობის სხვამან რამამც დაავიწყოს იგი პირმზე ეგონების

176. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თუალთა რეტად იყოლებდა ბროლსა სეტყავს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

177. ყმა წავიდა მას იგონებს ჴელი გული ვისთვის კდების მზევ მოგშორდი ჩემად ნაცულად შენი ჭურეტა ვის მიხუდების მე წაველ და შენი შუქი აღარავის უუხდების შენს მგონესა სული ხორცთა წუას ვეღარა მიუხუდების