... (Q-1335), XVIII ს.

დასაწყისი პირველი ამბავი სპარსული რუსთველისაგან ქართულად ნათარგმანები რომელსა ვეფხის ტყაოსნად უხმობენ ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა მიჯნურობა ვარ პირველ იწყების

1. [...]რველ თავი დასაწყისი ნათქვამია იგ სპარსულად [....]ბთ ვეფხის ტყავოსნობით არსსა შეიქს ჴორც არ სულად [........]ა არ ახსენებს სამებასა ერთ არ სულად [.......]უ უყურა მონაზონმან შეიქნების გაპარსულა

2. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზ[...]რადმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა [......]კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქ უთვალავი ფერითა [.....]გან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

3. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათურგუნვად მე სატანისა მამეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

4. ვის შვენის ლომსა ჴმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შეჰვკადრო შესხმა ხოტბსა შერის[..] ვისთა მჭვრეტელთა ყანისა მირთუმა ჴამს მართ მიშერის[..]

5. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეულ[..] ვჰთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეულ[..] მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა კალმად მინა რხეულ[..] ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა რხეულ[..]

6. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილის[..] ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილი[სა] გასტეხს ქვასაცა მაგარსა გურდემლი ტყვიისა ლბილ[...]

7. აწ ენა მინდა გამოთქმაად გული და ჴელოვანება ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქუს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფად უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება

8. დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გუდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბვად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

9. ტარიელს კარგსა მოყმესა მკლავ მაგარსა ძალიანსა პირად ვარდსა ტან საროსა გული მისი რკინიანსა უხუსა უშურველსა გამცემსა ტკბილ საუბარსა წყლიანსა მით ქება ნესტანდარეჯანს რად ეთქმის პირად მზიანსა

10. მე რუსთველი ხელობითა ვიქ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის კვლავ წამალი არსით არი ანუ მოგუცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

11. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი{წყ}ობოლი ხელის ხელ საგოგმანები ვჰპოვე და ლექსად გარდავსთქვი საქმე ვქენ საჭოჭმანები ჩემან ხელმქნელმან დავმართო ლაღმან და ლამაზმა ნები

12. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა

13. რაცა ვისცა ბედმან მისცეს დაჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვას[ა] უწუნობდეს

14. თუ მიჯნურსა მიჯნურობა ეტლად მომცა რადგან ბედმან მე მით ვიცან საქმე მათი თავით ჩემით შენახედმან სიტყვა კარგი გამოვაგო ლექს მრავალმან ენა მეტმან შეიზომნეს ჭირნი მათნი ჭირთა ჩემთა მეათედმან

15. მიჯნურობა არის ტურფა საცნობელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხუაა სიძუა სხუაა შუა უზის დიდი მზღვარი ნუ ვინ გარევთ ერთმანერთსა გესმას ჩემი ნაუბარი

16. ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხოვნა კოცნა მტლაში მტლუში

17. მას ცოცხალი ნუ ელევის რაცა პირველ შეუყვარდეს ნუცა ლხინსა აუზუავდეს ნურცა ჭირსა შეუზარდეს მისთვის დასთმოს ყუველაკაი მისთვის ველთა გამოვარდეს ნურა ჰგავა სოფელიცა მისი კერძი გარდაჰქარდეს

18. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქს სოფლისა თმობასა

19. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყურისგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა