... (Q-1335), XVIII ს.

39. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭურეტმან ვარდი შექნის გულ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქს გულ მოკლულად

40. რა მეფედ დასუმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხუდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედა ზედა შემომხვდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვჰპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა

41. ავთანდილს მისით შორს ყოფით შეეკრა თვალი ბლეტითა იამა ქალის მეფობა სიხარულითა მეტითა იტყვის ხანდახან საუბრად მივალ გულითა რეტითა კულა ზედა ზედა შევხედავ ვალხინებ თვალთა ჭვრეტითა

42. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

43. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვაზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

44. ადეგ როსტან შენსა მზესა ხელით ხელსა მოეკიდე მის საბოძრის მისათუალუად მიზიდავს და მიჰყავს კიდე დავბერდი და დავძაბუნდი მე დღეთავე ჩემთა ვსუთვლიდე რაც შევცოდე შემოქმედსა ვიტირო და ვინანიდე

45. უკუვდგე ერთსა ადგილსა დავიწყო გარდახდილობა უბრძანა სრულთა არაბთა შეჰკადრეს მილოცვილობა შენ ჩემთა საჭურჭლეთათვის ნუ შეგაქს გულსა ცილობა კულა ზედა ზედა შევიგნა მე შენი არ მოშლილობა

46. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასუა და თავსა გუირგუინი დასდგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზეებრ სჭურეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა

47. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუ ვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა

48. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორნო მოასხით რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

49. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქალსა რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა

50. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდა რა გარდახდა ოდენ ჭამა ხელმწიფემან თავი ჰკიდა ავთანდილ და სოგრატ ჰკვირან ნეტარ რა ვთქვათ წაეკიდა საჭურჭლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა

51. დღე ერთ გარდახდა პურობა სუმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნდიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექნეს ამისი ცილობა

52. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

53. სთქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თუარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

54. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აიღეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვაზირი ლაღობს ენითა წყლიანი მოუბარითა

55. დაგიღრეჯია მეფევო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

56. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა

57. მეფემან ბრძანა მიფიცავს ვირცხვი ამისსა თხრობასა გამცინოთ არად ამოვჰკრეფ ვერვინ მიზრახავთ თხ[რ]ობასა შვილი არა მყავს მუნ მხედავთ ვეცი ლახვართა სობასა მოასპარეზედ გამეწვრთნა სწავლ[ი]დეს მშვილდოსნობასა

58. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლივენ სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგნით ესწავლნეს სამამაცონი ზნენია