... (Q-1335), XVIII ს.

118. არ ვისთვინ ხელი გამოჭრილვარ მასვე მზესა თაყვანის ვსცე რამ დამბადა მუნით ვეძებ სად მისწუთების მისი სივრცე ჩემი მდევნი ნიანგიცა იყოს იგიც ჭირსა მივსცე სხუამან ფიფქმან ვერ დამაზროს მის მზისა მზე დავიფიცე

119. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისულა მეფისა მისად უკანა მდეველად

120. მეფე შეჯდა გაეკიდა რა კაცია სადაური არა მან ცნა ფიცხლად გარდაეგო მეფეაო აქა მდგური ვერ შეიპყრობთ მიჯნურია კაეშნითა ატვირთური ეძებს რასმე იარების მაშრიყს მივა მაღრიბური

121. რა ცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა მასვე წამსვე დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩუენსა ჰგვანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კუალსა მისგან წანარბენსა

122. ვერ შეიპყრეს შემობრუნდეს არ მიეცნეს სიამესა არა აგრე მისსა გაფრენასა ყოვლნი არსნი გაჰკვირდესა მეფე წყრების არ მიუშვებს კაცსა მისსა სიახლესა იგი ლხინი გაგვემწარნეს შეჭირვება მოგუცა დღესა

123. კუალი ძებნეს და უკვირდა ვერ პოვა ნაკუალევისა აგრე კუალ წმინდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქუს წყლულთა ხუევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

124. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა აქამდისა ჩემი შუება ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანაღულება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალ უძს განკურნება მასვე მადლი ესრე იყო წადილი და მისი ნება

125. ესე თქუა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცა ჰკრაღა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღმერთო უზრახვიდა

126. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდევ არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩს ვითა შვილი ყუელაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

127. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე უჴმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ზის ჭირსო ფერ შეცულილობა

128. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესულა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყოთქო აქა ერთითა წამითა

129. ავთანდილცა შეუზარდა და თხრობასა დაუპირდა ნუ იჭირვით მოახსენა ხელმწიფესა გაუკვირდა მუხთალია ეს სოფელი შურს და ლხინი დაგიძუირდა მისსა მზესა შეუთვალა ხელმწიფესა რაცა სჭირდა

130. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწყაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

131. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავსძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

132. თინათინ ადგა მივიდა მიჰყუა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთუარისა მოვანებასა მამამან გუერდსა დაისვა აკოცებს ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყუანებასა

133. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოაგვაროს ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

134. იგი პირ მზე ეუბნების ვერ ვინ ნახა ნაუბარი მიცემულხარ ჭირსა რასმე ცრემლთა აფრქვევ გულ მდუღარი ზოგჯერ შეთად გაიზახი ჰგავს ატყინებს ცეცხლსა ქარი მეჯლიშითა გავიახლოთ ესე სეუდა რამე არი

135. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია მომქარვებილი სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

136. უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით ან ტიროდა ვისთვინ კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

137. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობად შეუზახნე სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერთცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა