... (Q-1335), XVIII ს.

59. როსტან დაბერდა გაუშვებს პურობა დარბაზებართა მაგრამ მისებრი ვის ძალუც სწავლა სოფლისა ზნებართა მშვილდოსნად მსგავსი გმირისა მობურთლად მომტაცებართა ცოტასა შეჰგავს მშვილდოსნად ლაღი ავთანდილ მზებართა

60. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კულავ ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა

61. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავმოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

62. მეფემან ბრძანა სიცილით კულა მოლიზღარედ ზმებია ავთანდილ ქვეშ ქვეშ იცინის არ ავად პირ აღრებია მეფემან უთხრა რას ღრიშობ გაფიცებ ჩემი მზებია თუ ჩემი თავი გიყვარდეს მიამბე რასა სწბებია

63. კულა უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რა დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამად ზეო

64. ავთანდილ ჰკადრებს საჭურჭლით სავსე მაქვს დარბაზებია შეგკადრო არ გამირისხდე მიწყრომო არ დავრჩებია გული პირმზემან წამიღო ვის ვაგლახ ვისს თავს ვებია თუ გამიწყრები ყველაი თქვენს წინა მონაღებია

65. უბრძანა თუ მისმან მზემან რაცა გინდა იგი თქვიო შენი თხრობა რად მეწყინოს მოცინარად აქა ვზიო შენგან არა მეწყინების რაცა მკადრო მოგისმიო არას გაწყენ თავმან ჩემმან ვარდი შენი არ ვაჭკმიო

66. უბრძანა რადმცა ვიწყინე თქუმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბნარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა თქმევა სჯობს სიტყვის წყნარისა

67. ავთანდილ ჰკადრა არ ღირსვარ მაგრამ ვინ გეძაბუნების მინდორს ვესროლოთ ნადირთა ვნახოთ ვინ ეჯობინების თუ ბედმან ჩემმან მითოვოს გაჯობო ნუ გეწყინების თავ ჩამოგდებით დაღრეჯით სუმაში ნუ მოგეწყინების

68. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მაედანია

69. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე სიცილით უთხრა ავთანდილს შვილად გზრდი მით შემეკადრე იცი არ ვიწყენ გაზრდილო მით შემომიხველ ზედ ადრე თუარ გასწბილდე მაჯობო ბედი გეყოფის ბედადრე

70. როსტევან უთხრა მით მკადრე არეჭუდი ჩემგან წყენასა რასთვის შემკადრე საუბრად ვით ათქმევინე ენასა სრულ სპათა ყური მოუპყრან ჩემთა ნათქვამთა სმენასა თუ არ გასწბილდე მაჯობო ბედი გითოვდეს ზე ნამსა

71. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მაედანს ვისძი უთხრობდეს ქებასა

72. ავთანდილცა დაჰმორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინოდეს ყმაწვილობდეს საყვარვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავ შიშველი სამდღე ვლიდეს

73. მეფე უბრძანებს კაცი ხამს ჩვენთა ნაკრავთა მთვალავად ნაკოდთა შემადარებლად და მკვდართა არ დამმალავად სხვანი ისრისა მმართავად მომრთუმელი არ ღაფალავად შენთა ნაკრავთა მართლად თქუმა სხვათათვინს არ დამალავად

74. კულავ ბრძანებს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მამრთმელად მოსახმარებლად ერთია შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლს ნაკრავსა დასთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

75. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი მრავალთა თავნი ამისთვინ არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაყარეს სუმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

76. უბრძანა სრულად ლაშქართ[ა] ვით ხელმწიფეთა წესია ყოვლგნით მოცევით მინდორი მუნ ცეცხლი ნუ აკვესია სადაცა ნახოთ ნადირი ჩვენზედა მოასხ ესია აწ პატრონ ყმანი ნახენით რომელი უარესია

77. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბადახშოსანი პირ ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასვლად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

78. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს ალვად გარე შემოჰკვრიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაჰფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთ[გ]ან სრვიდეს