... (Q-1335), XVIII ს.

217. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრე არ ვინ მინა მონებიცა მოიშორა თავი გაითავის წინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგნი გაირბინა მიწყიუ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

218. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტუირთი კაეშნისა ტვირთად კარგად აეკიდა

219. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მი{ი}თვალეს იგი პირ მზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

220. ღ~მთი ლომო შენად ნაცულად სხვასა ვისმწა დანერგუიდეს დარბოდეს და სხუაგნით სხუასა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდე{ს} მისნი სპანი გულ მოკლულნი ცხელსა ცრემლსა გარდმოყრიდეს

221. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

222. შერმადინ უთხრა მართლ ხართ თუ თვალთათ ცრემლსა დაჰმილდეთ მაგრა გვიჯობს რომე მისსა ბრძანებასა დაუმორჩილდეთ არა გავრყუნათ სამსახური მას წინაშე არ დავწბილდეთ ცხადად გუიჩნდეს სიხარული სამძიმირსა გარდაუცილდეთ

223. ყოველთა კადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გუვარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანი სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა

224. ამა საქმესა მემოწმების დეონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთურთვილოს და ცაეზროს ვის ბადახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

225. მივიდოდა მიუბნობდა პირსა მზესა ანათებდა თინათინის გონება კლაუს სხავთა შუქსა დაავსებდა მიტირის და ღ~თსა მადლობს შემხედველსა ადუღებდა იტყვის ნახეთ ეს სოფელი ბედსა მისსა უჩუენებდა

226. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ ახუმით გარდაიარა დააგდო მზღუარი არაბთა სხვათა მზღუართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვეახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა

227. ახალმან ფიფქმან მათოა ვარდი დათურთილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა დანასა

228. მოეგონის მისი მკულელი შეეყარის ხორცთა თრთოლა დახუდის მხეცი ფიცხლად მოკლის არ შეზარდის მათგან ყოლა შენგან კიდე მზეო ჩემი შეუძლია ვისმცა ბრძოლა მოგძულდი და გამომაგდე ოხრად დამრჩეს სპათა ყოლა

229. საყვარელი მოეგონის გაუახლდის ცეცხლი ალთა ჰე სოფელო შეგებრალდე ნუ სჯი ბედსა შესაწყალთა შემოქმედო მომაბრუნვე რომელი სცნობ იდუმალთა ესე თქვა და სისხლის ცრემლი გამოსეტყვა მელნის თუალთა

230. ვარდი მის მზისა გაყრილი უმფრო და უმფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზაურთა ჰკითხევდის ამბაუთა მათ თანა ემოყრებოდა

231. იგი პირად მზისა მგზავსი სრულად მოულის ზედა ჴმელთა ქვეყანათა უნახავთა ოხერთა და კაცრიელთა არ დააგდებს უნახავად წყალთა კლდეთა ტყეთა ველთა მაღრიბს კითხავს მაშრიყელთა ჰრომს ჩინელთა მაჩინელთა

232. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვასა შესართავისად უჩნდის ქვეყანა თახთად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ავისად შენთუის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

233. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხუდარა ამას შიგან წელიწადი სამი სამთუედ მიიყარა

234. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თუე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

235. მას მიხუდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არათ სანდომი ჴიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა