... (Q-1335), XVIII ს.

98. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახუა მოუნდა უცხოსა სანახავისა

99. როსტან მონა გაუგზავნა ნახე ვინ ზის წყლისა პირსა ხელსა ვისმე დავამსგავსე მით საწუთრო არა ჰკვირსა შემოჰყრია კაეშანი მიცემულა დიდსა ჭირსა მოახსენე სოფლის მზესა ტკბილად ჰკითხე რასთვის ტირსა

100. მეფემან ბრძანა ვინ არის უცხო პირად და ტანადო უბრძანა ერთსა მონასა წადი ფიცხლად და ჯანადო გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო ვინცა ხარ მოდი წინაშე შენ ჩუენგან მონაყუანადო

101. მოახსენე მეფე გიხმობს დაიმდაბლოს იმან სული თავმან ჩემმან მე მას მივსცემ რაცა უნდეს ჩემეული ბრძანებასა დამორჩილდეს ამად ნუ აქუს გული წყლული ვითვისო და შევეთვისო გაუახლო გული წყლული

102. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად თავ ჩამოგდებით მტირალისა არ მჭურეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარისად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქუმად აღარისად

103. მონა მივა ბრძანებასა მეფისასა ეუბნების თავმან მისმან არ წამოხვალ სრულად ჯარი მოგადგების ანუ მოგკულენ ან დაგკოდენ მზისა შუქი წაგიხდების ხელ შეკრულსა წაგიყუანენ ესე ყველა გარდაგხდების

104. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭურეტს გარეტებით თუცა გული უმაგარდა მოახსენებს გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

105. მის მონისა არა ესმა სიტყუა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხო რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

106. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულა ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცარა გაიგონა მან არცა გახლიჩნა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

107. აჰა ძმაო რა გიამბო რაცა მჭირდეს მე ღ~თსაგან მე რას მაქნევს მეფე თქვენი რამც მიამბო კაცისაგან სხუასა ვისმცა დავაბრალო შეპყრობილ ვარ ეტლისაგან მიჯნურობა აჯობინეს კულაც მასმია ბრძენისაგან

108. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყუია იმას თქუენი არა უნდა თუალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყო[ვ]ნე ხანი მუნ და

109. მეფე გაჰკვირდა გაცასწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგუარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

110. მე საწუევრად მონა ვჰკადრე მას თურ მოსდის პირსა ქაფი შეუზ[ა]ხა ათი მონა შეიმოსეთ ჯავშან ქაფი პირველ ჰკადრეთ მეფე გიხმობს არად გინდა აწ მარქაფი არ მოვიდეს შეიპყარით მისი სისხლლი ველთა ჩქაფი

111. მონანი მიდგეს მივიდეს გაჰჴდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველ გნით ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვაიმეო სხუად არას მოუბარია

112. ცხენთა შესხდეს წამოვიდეს გარეშემო მოეხუივნეს მისთა ეგზომ სინაზეთა მისი მჭურეტნი გაეკუირვნეს რა შეხედნეს პირსა მზესა მათ მონათა აეტირნეს ცხენსა შეჯდა წამოვიდა მუნით უკან მოეწივნეს

113. თვალთა ხელი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხუასა მხარსა გაემართა მათი ჭირი არ განჰკურნა

114. რა ყმამან ნახა მონანი ტირილსა მისცა ხუესია არ გაიკითხუენ მიჯნურსა არაბთა შიგან წესია მას ხელთა ჰქონდა მათრახი მკლავისა მუნ უსქესია ესრე დაფრიწა თავები მკუდართ შიგან დანაწესია

115. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან იგინი გლახ დახადნა მტერთაცა საწყალობელად ჰკრნა ერთმანერთსა დაჴოცნა თავსა ხელ აუპყრობელად ზოგსა გარდაჰკრის მათრახი ქუე მკერდამდის გასაპობელად

116. არ შეუპყრივარ კაეშანსა რადღა გამხსნი მისგან კრულსა ესე მონა დაგიხოცე მოგაბარებ ამათს სულსა სრულად სპანი მომიზახნე ვერა მნახავ დაჭირულსა მიჯნური ვარ გამირისხდი მე გატკივნებ ამით გულსა

117. მეფე გაწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა