... (Q-1335), XVIII ს.

236. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თუენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს კულავ ამისთუის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცულის თავსა ახლად ვერ ვინ იშობს

237. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა რჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყაუ მე ველად ჩემსა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვცნა ჭორადცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

238. თუ არ დაუბრუნდე საძებრად დავაყენე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს მიხუდეს ღაწვისა ბანანი მივიდეს კადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

239. უამბოს ჩემი სიკვდილი თუით ჩემგან დაუედრებული მათ შექმნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცხალი მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

240. იტყვის ღ~თო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აჰფხურენ ჭირთა დაუბუდენ დღეთი ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ

241. კ[უ]ლაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკუდები გული ჩემი ნუ დადნების უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცულის არ საქნელი არ იქნების

242. თავს უთხრა მოკუდე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგუხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის მზისა ამბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მოყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

243. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთან ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყუნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

244. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გაულო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

245. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თუესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

246. მათ მინდორთა შუა შიგა ამოსული ქედი არი გაფიცხდა და ზედ წაადგა მოიმარჯვა საომარი ჩემი ბრძოლა ვისმცა ეძლოს შევკრა ერთგან მთა და ბარი დაუკოდნე და ჩამოუყარნე წავიყვანო პატიმარი

247. თუცა მჴეც ქმნილი ავთანდილ გულ ამოსკუნით და კ[ვ]ნესითა ეგ{რ}ეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლაუ უგრძესითა შამბისა პირსა გარდაჴდა ცეცხლი დააგზო კვესითა

248. ცხენსა მისცა საძოვარი ვიდრე მწვადი შეიწოდეს ექუსნი რამე ცხენოსანი ნახა მისკენ მოვიდოდეს თქვა თუ ჰგვანან მეკობრეთა თუარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ჴორციელი კ[ვ]ლა ყოფილა არა ოდეს

249. ჩვენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ რა გუნახვენ ვემაჯ{ა}ნებით შეირტყა წელთა აბჯარი შეჯდა ტანითა ჯანებით მზად აქვს მშვილდი და ისარი ჴრმალი მოიმარჯა ნებით მისმან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯანებით

250. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხ[ლ]სა გული ტიროდეს {და} იჭირვოდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

251. უყივლა {თუ} ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამგზავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გუარგო მოგუიმატენ ჭირნი ჭირით მოგუისავსე სატირელნი მოგვიტირნე ღაწვნი შენცა დაიმხავსე

252. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხე ქალაქი ხა{ტა}ეთს არე მარეთა

253. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გუყვეს ლაშქარნი უთუალავი წყლისა პირსა გარდაუხედით სანადირო მოგუეწონა თუესა ერთსა არ წავედით ვჴოცდით მხეცთა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით

254. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკვეთ მოუკალ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

255. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვჰთქუით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი დაუდგეთ მართ ოდე{ნ} თავითა თუით დანახულსა მოვკლიდეთ ნუ ვსრით დამნახავითა