... (Q-1335), XVIII ს.

138. აწ ესე მიკვირს რა იყო ანუ რა ვნახე დარული მან დამიხოცნა ლაშქარნი ადინა სისხლი ღვარული კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული უცილოდ ღ~თს მოვსძულდი აქამდის მე მხიარული

139. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოველმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისაცა დღენი მესხნეს ვეღარამან გამახარნეს

140. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვინ ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შევიქმნა კეთილისა შემოქმედსა

141. მაგას ნუ ბრძანებ მეფეო ეგე კულა ბედნიერია ყოველი ქვეყანა შეიპყარ ფერხთა ქუეშ მოამტუერია მოგჩვენებია გრძნეულად მუხთალი შენი მტერია ეგრე არა ჴამს სიტყვასა გკადრე და დამიჯერია

142. თუ ცუდი რამე გინახავს მაცთური ანუ ქაჯია ამისთვის მეფე რად სჭმუნავ ანუ რად გაგისაჯია სიტკბოსა ნაცვლად ღ~თისაგან სიმწარე რად გიაჯია მასვე ევედრე მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია

143. იგი პირ მზე მოახსენებს მაგად ნურად გენაღვლების კაცი იყო ხორციელი მოვნახოთ და გამოჩნდების ნუ გიმძიმს და თურემ შენი სიმძიმილი მე მომხვდების რად დააჭკნობ ყაყაჩოსა უშენობა არ შუნდების

144. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფესა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამძღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

145. თუ ყოფილა იგი მოყმე ჴორციელი ხმელთა მვლელად მას ნახევდა სხვაცა ვინმე გამოჩნდების მასწავლელად თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცულელ მშლელად სევდისაგან მოიცალეთ რად შექნილხართ მოუცლელად

146. არას გვარგებს სიმძიმილი უსარგებლოდ ცრემლთა ღუვრიდეთ თუ გავიჭრათ საძებარად მოვიაროთ კიდით კიდეთ სჯობს რომ მასვე შემოქმედსა ვეაჯნეთ და დაუმორჩილდეთ კლიტე გავხსენ მეჯლიშისა ლხინი ლხინსა ჩამოჰკიდეთ

147. როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა პირი ჴელით დაუჭირა გარდაკოცნა კვლად და კვლაცა უბრძანა თუ დაგმორჩილდე რაცა მითხარ აგრე უქნაცა იგივეა მხსნელი ჩემი ვინცა მიწა გამაკაცა

148. მოასხნეს კაცნი გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჯთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

149. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული ღთისაგან დანაბადია ცუდად მაშურალნი მობრუნდეს მათსავე გულსა ზადია

150. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულ დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერას გარგებთ საქმენი სხვანი რა მოიგვარენით

151. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშ{მ}აკისა სიცუდე და სიპიღწეო ჩემად მტერად წამოსული გადმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

152. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს პოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღ~მნ სხვამცა რა დაბადა

153. მეფე ადგა მუხლ მოყრილმან შემოქმედსა თაყვანისცა მრავალ გვარი სასუმელები მეღვინეთა ჴელთა მისცა მუხლ მოყრილნი ვადიდებდეთ დაგვაჯერნა რაცა ვისცა ამად ნურას ვეაჯებით შეგვაცილოს სხვასა ვისმცა

154. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

155. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭურეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

156. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არ ვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა

157. გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი