... (Q-1335), XVIII ს.

198. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღნობდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

199. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქა სამ წელ მომიცადე ხუაშიადი შემინახე მე ნუ თუმცა შემოუბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მომიგლოვე მიტირე და მივაგლახე

200. ცის კიდემდის ვიარები ცრემთა რევით სისხლთა მღურელი ვევედრები შემოქმედსა იგი არის მომცემელი ნუთუ მისით შეწევნითა ვჰპოვო ჩემი სასურველი მე მისითა მიზეზითა მოვიარო ზღვა და ხმელი

201. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთურეალია მიხუდათქო საქმე რომელი ყოულთათუის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და თვალია

202. ესე არის ამ სოფლისა სიმუხთლე და მისი ფერი ჰკადრე მხეცთა შეგუიჭამეს მისი ტანი შვენიერი მუხთალია ეს სოფელი სწორად უჩანს ყმა და ბერი ნუ ინაღულით ჩემად ნაცულად სხვას გიბოძებს სახიერი

203. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მხედრე ნუ თუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ გული შენი მოიმდედრე

204. რა შერმანდინ მოისმინა გაუკვირდა შეუზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოღვარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

205. განა ქნა ლომმან იმედი დაგედვას რაცა მისადა მეფისა ცამდის მაღლისა მზისაცა უფრო ზისადა უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ არცა თუ აქა ვზი სადა მარტოსა თავი რად დაგიც სავალად მაგა გზისადა

206. ჩემად ნაცულად დაგაგდებო ესე სიტყვა ვით მიბრძანე რა გვარად ვქნა პატრონობა რაც გიფერე რამ გაგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემ{ცა} მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე დავიკარგნეთ წამოგყუები წამიტანე

207. ყმამან უთხრა მომისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი აღარ მოხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახურისა დასაჭრელად

208. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია მას ერთსაცა ვერ გაუტეხ რაცა მიიმედებია შენგან კიდე არა მივის ძმები არცა მე დებია იმოქმედე დღეთა შენთა რაცა გიმოქმედებია

209. ვისმცა უთხარ ხუაშიადი შენგან კიდე არ ვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მიუანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულა ნუთუმცა შემოვიქცე ღ~თმან სრულად არ დამკარგა

210. განგებაა სწორად მოჰკლაუს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამწელ არ მოვიდე მაშინ გმართებს {გლოვა} ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა თაუის ყმათა თანა

211. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდობნო ამაზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითო ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოველნო ერთგან შემოხდილნო

212. მიწაცა თქვენი აუთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სუმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშუილდსა და ცერასა

213. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახუეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

214. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა ცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინო{ს} ვარდსა სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა და[ა]დნობდეს

215. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოული საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

216. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა