... (Q-1335), XVIII ს.

256. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნი მეაბჯარენია ლაშქართა წასულა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია ვჴოცეთ მხეცი მფრინველი რაცა ზე გარდაგუფრენია

257. ანასდათ მოყმე გამოჩნდა კვიშტი პირ გამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მსგავსი შუენება კაცთაგან უნახავია

258. რა მათ კაცთა ესე სიტყვა თქვეს ავთანდილ ვაგლახ ვებსა მოეგონა მისი მზე და მეფესთანა მისი შვება ჰე მოგშორდი ჩემო მზეო მომხუდეს შენი თუ შოვება იყოს ჩემთა ჭირთა ნაცულად ნეტარ მე და იშოვება

259. უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლიუ გავიცადენით ვჰთქვით თუ მზეაო ქვეყანად ნუ ვეუბნებით ცადენით მისი მოგუინდა შებყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა ცადენით

260. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი თუით აქო ჴსენებით ამან მართ ოდენ მორევა გუთხოვა უალლ{ნ}ეთ ჩუენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შუენებით

261. ჩვენ მისითა მიზეზითა აწ ვართ ლომო შეჭირვებით ცაცა მისად არა კვირან მივიდოდა თავის ნებით შესაპყრობლად ჴელი ვკადრეთ მაგრა მეტად შეზარებით ასრე მწარედ მათრაჴითა ჩამოგუფრიწა არ ჴრმალ ხლებით

262. ბროლმან ლალ გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთუის მეტად გააყიფნა არა გუიხუნა არცა დაგუსხნა ყოლა არად ამოგუკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

263. უმცროსსა ძმასა მივეცით უმფროსთა დავეზიდენით ჴელი მოკიდა დადეგო ესეცა კადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ჴელი არ მიყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაკრა მათრაჴი ვნახეთ სისხლისა კი დენით

264. ჩვენი ძმა გლახ დაკოდილი მასვე წამსა ჩამოვარდა მისმან შიშმან დაგვაწყნარნა იგი ყოლა არ აჩქარდა მასმცა მიღმა რაღა ვჰკადრეთ ვისგან ყოფა გაგვიმწარდა ვთქვით თუ უჴრმლოდ მოგუერია ჴრმლითა გაგ{ვ}ყრის ფარდა ფარდა

265. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მ{ი}წა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა აამიწა თუალთა წინა წაგვივიდა ლალი კვიშტი ამაყი წა

266. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეთო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩუენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაი[ჭი] მისი მის მზისა მარებლად

267. აჰა მიხუდა ავთანდილსა ღაწუთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხუდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასულთა ჭირთა ჴსოვნა

268. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მიუხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა

269. ვითა მე მიუხვდი წადილსა ჩემსა გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალი მიეცით მოსვენებასა

270. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთუარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

271. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

272. რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მოუვკლავ ანუ მომკლავს დაიმალვის მეტის მეტად

273. აწ იმა ყმისა საკრავად ჴრმალსამცა ვით {მივსცე} მჰყევნები არ მოვჰკლავ არცა მოვჰკდები არ ვივნებ არცა ვეუნები შორით თვალითა მივსწურავ უკანა დავედევნები იარეს გავლეს მრავალი მინდორი შამბნარ ჴევნები

274. გარდაჴდა და თაყვანის სცა ახსენა ღ~თისა სახენი შენ გმონებს ყოვლი ქ~ვენა ყოველნი მონა სახენი შენგან მიხუდების წადილსა უღონო მოვაგლახენი ავთანდილ გეძებ სიცოცხლე შენთუის ლახვართა ვახენი

275. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი