... (Q-1335), XVIII ს.

276. წინა უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშურალნი არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალნისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

277. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროან თუალ უცთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

278. დადგა უჭურეტს ალვის შტოსა ანძრევს გარე ჰქროდა ყელსა ავთანდილს კვირს ეგრე ვითა გაანათებს მზეებრ ჴმელსა პირად მზესა გულად ლომსა ტანად შეჰგავ სარო მზრდელსა მოაგონებს გულ ამოსკვნით მასვე მისსა საგონელსა

279. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭურეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭურეტდა იგი ყმა მისდის ცრემლ მინადენია

280. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

281. ყმამან უთხრა დავო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგუიცუივდეს ვეღარ მივხუდით ჟამიერად ჩუენ ვისიცა ცეცხლნი გუწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ჴელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვიუდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმან ერთსა სისხლით სწუიმდეს

282. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმან ერთსა ეხუეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახიან მოსთქუიმდიან ხმას სცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა

283. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეჰჴსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა

284. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

285. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმან ერთსა მოეხუვიუნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კვლა უფრორე დაიღრეჯდა

286. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისოვე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუთუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

287. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მალვით ჴესა მოეფარა თქვა თუ ღ~თნ ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

288. ავთანდილ თქვა ჟამად ვჰპოვე ვრბოდი ვისთუის სურვილითა მისგან კიდე მომსახურე ვნახო ჰყვანდეს ნუ თუ ვითა ნუ თუ რასაც მოველოდდე მითხრას ამან მე ამბვითა თუარა მე ვარ იგი ლომი რომე მხეცთა მუსრავ ხრმლითა

289. აწ ამას ჩემთუის ღ~თისაგან სხუა საქმე რა ვაჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა არცა მას დავასობინო

290. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ჴესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი დახუდა კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული

291. ვერ იცნა სახე არ ჰგუანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

292. მას ყმასა თავი არ მისცა ჭურეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მიდამო წრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

293. ქალი კიოდა ტირილით ჴმასა მოსცემდეს მთა ვითა უზახის ლომო ტარიელ არ იყო ამად ზავითა ავთანდილ ეტყვის ნუ შმაგობ ნუხარ ცნობითა ავითა ღარიბი უადგილოსა მოველ მართ ოდენ თავითა

294. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რა მითხარ ვინ არის ტან სარო პირ ბაკმიანი სხუად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი

295. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბვისა ცნობასა