... (Q-1335), XVIII ს.

178. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭურეტა რა მომხვდეს კულა უგრძესადრე ჴამს მოყირისათვის სიკუდილი ესე მე დამიც წესადრე

179. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების ვითა ვერხუი ქარისაგან ირხევის და ეკეცების რა მიჰლულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეჰკრთის დიდი დაიზახნის მით პატიჟი ეოცების

180. მოშორება საყვარლისა მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭურეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

181. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴრმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობ ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

182. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილთა გავახარო ურჩი ყოვლი ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

183. შევიწიო ბედი თქვენი და შევიბა საგდებელი ვინაპირო მტერთა მოსრვად კულა გიახლო სისხლთა მღურელი არ გაუშვა შეუპყრობლად ბულბულიცა ინდოელი სანაპირო დავარბიო და გამონო თქვენ ყოველი

184. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადლიერობა უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდმრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავს შენივე ქველობა წა მაგრა მამხუდეს რაღა უქნა თუ სიშორისა გრძელობა

185. ყმა შევიდა თაყვანი სცა მადლი რამე მოაჴსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულა სიშორისა ღ~თმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა

186. მეფე ჴელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ბილი

187. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწუვ ალი

188. რა მოვიდა სიხარული შიგან გაჰჴდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა ძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა მიხუდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სასწრაფოსა

189. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დდე ამოსა სანადიროსა გამზრდელი მისი შერმანდინ დაისვა სავაზიროსა

190. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთუის თაუდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

191. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გიცნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდინ რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

192. მოუკლივარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა ცრემლი ცხელი ასოულებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა აწ მიბრძანა საიმედო ამად მხედაუ მხიარულსა

193. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო მომხუდების ხისა რგულისა მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

194. ავთანდილ ეტყვის შერმადინს ლაღი და შეუპოველი თინათინ მითხრა იმედი პოვნისა ზეცით მოველი მზისამცა შოუნა ვის ძალ უძს დაფასდეს მოუქსოველი ფიცი მაქვს ვერ გამიცრუებს მოწმად მყაუს არსი ყოველი

195. პირველ ყმა ვარ წასულა მინდა პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გუმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუჴდეს მამაცურად

196. პირველ ყმა ვარ და ვაამებ არავის ვესათნოვები იგი შუქთა მფენს არ მმაზრობს სხვამცა ვის შევეპოები ფიცი მამცა და შევფიცე მანამდის არ ვიპოვები სრულ სპათა ჩემთა მოგათული სამწლამდი დაგეთხოები

197. ვართ უმოყურესნი მე და {შენ} ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკეუ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა ყმათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა