... (Q-1335), XVIII ს.

79. უბრძანეს მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით ისარსა მოგუართმიდითა ნაკრავსა შიადარებდით ნასროლსა დასთუალვიდითა დაიწყო მოსულა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა

80. როსტან უბრძანა მომხრეთა თვითან აქავე დგებოდა მუნით ფიცხლადვე წავიდეს ურჩობა არ ეგებოდა მოვიდა ჯოგი ისრისა სხვათ ტყორცნა ვერ ეგებოდა მათ პატრონ ყმისა ნასროლი უცთურად დაეგებოდა

81. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუცდომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლდომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭურეტადმცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

82. მას პატრონ ყმანი გაუხდეს საჭრეტლად უნდა გორიო მას დღესა მოკლა ავთანდილ დავსთვალეთ ას და ორიო ისრითა ეტლსა დააბამს არ უჩანს მისი სწორიო ვისმცა დასცდების ლახვარი ახლოს არს თუნდა შორიო

83. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხუმიდეს მიხოცეს და მიისროდეს მინდორთ სისხლთ[ა] მოასხმიდეს რა ისარი დაელივის მონანივე მოართმიდეს მჴეცნი მათგან დახოცილნი ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს

84. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლნი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავსო ალვას ედემს იხეს

85. დაუწყეს პყრობა ნადირთა სროლა არ დავიწყებოდა დახოცილითა მათითა ქუეყანა აივსებოდა მათ მკუდართა სისხლნი დინდიან კლდე და ღრე იწებებოდა მათთა მნახავთა კულა ნახვა მათივე ენატრებოდა

86. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი სდის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშურალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია

87. რა მოირივნა დღემ ღამეს და გუმბათსა მზე მოვიდა დახოცილთა სისხლნი სდინან ქვეყანასა შეღებვიდა თქვეს ავთანდილ აჯობაო მისად ჭურეტად ჯარი ვიდა ყოლგნით ალყა დაიშალა ოთხთ კიდეთა ხმა გავიდა

88. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ყუვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გუთნებოდეს

89. იგი მეისრე მონანი მეფეს წინ მოეგებოდა ჰკითხავს გაზრდილის ამბავსა სიცილით ეუბნებოდა ჰკადრეს ვეჭვთ მისი ნასროლი მზესაცა ეკვირვებოდა რასაცა ოდენ შესტყორცნა დაცთენა არ ეგებოდა

90. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწეცა დაგუხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გუინახავს მხეცნი ვერ წაღმა წარებით

91. მონათა ჰკადრეს მეფეო ვერ მოგახსენეთ რიდითა ლომსა ავთანდილს უფროსი მოუკლავს ოცდა შვიდითა თქვენი ნაკრავი წავიდის ყველასა ვერ მოჰკვლიდითა სისხლსა მიჰვკვლევდით მივსდევდით დასაწყისამდის ვლიდითა

92. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრამ ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასურილი გაგვიხოცია

93. მეფე თავისა სიჯაბნესა ცხენს აბრალობს არა რბოდა შენი ცხენი კარგად რბოდა მუნით ფიცხლად მიმასწრობდა იგი ეტყვის დაგაჭარბე და მეფეცა იკუირობდა ქება უთხრა უსაზომო საბოძვარიც მისკენ რბოდა

94. მეფესა ესე ამბავი უჩნს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქუს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსულა დარდისა

95. იგი ორნივე საგრილოდ გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი უმხნესნი სხუათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭურეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახუა არაბთ მეფისაგან ყმისა მის ვეფხის ტყაოსნისა

96. აქა ჩადის წყალი რამე პირსა ხე უთქს ამოსრული ხეთა ძირსა ლომი იჯდა ტანად ალვა ჯავარ სრული ტანსა ეცვა ვეფხის ტყავი წამს არ მისცის თვალთა ჰრული სხვა სევდასა შეევიწრა და შეექნა დანასრული

97. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყუა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლთა ვარდი დაეთურთილა გულსა მდუღრად ანატირსა