... (Q-1335), XVIII ს.

1849. გმირი ნაომარ მნათობნი ჰშუენოდეს სიმწყაზარითა ყოლ არ ვაჭარულად მოსილნი ჯორ აქლემ საბაზარითა არცა მტერთაგან ძაბუნნი არც იყუნეს დანაზარითა დალივნეს შიშით მებრძოლნი მათითა შენაზარითა

1850. მიეგებნეს უსალამეს სიხარულით გარდაკოცნეს დარჩომა და გამარჯობა ერთმანერთსა მიულოცნეს მეომარი და მებრძოლი ათად უჩნდა არ იოცნეს ომად ყოფა ხუარაზმასი მართ სიზმრადცა არ იოცნეს

1851. ტარიელ ნახა ქალაქი თუით მათცა ევარგებოდა წაღებისა და ომისა ყოლ ღონე არ ეგებოდა შუა ციხე დგა მისებრი სხუა არა არ ეგებოდა შიგანთა მცველთა სიმრავლე თუალვით არ შეიგებოდა

1852. ხუარაზმშას ესმა ტარიელ მოსრულა მოჯობებულა აწ იგი შიგნით აჩქარდა საომრად გაჯავრებული ვაზირი იხმო ყოველთა ვაზირთა დაჭარბებული აბჯარსა გასცემს ისწრაფის რჩევად ზის გახაფებულა

1853. ვაზირსა ჰრქუა უომარი არ დავდგები არათ არა ტარიელის ომსა თავად ემოწმების არა თარა ხუარაზმშაჰ თქუა არ შევება უპასუხო ლაშქართ არა ვაზირთაგან თქვა გარეთ რაზმი მოვაგუაროთ ღონით არა

1854. ხუარაზმშა თქვა რად დამიშლი ჰე ვაზირო ომსა თავად ჰე რას იტყვი სად გინახავ მუქარისა მთხოვი ავად ჩემთა მბრძოლთა ჩემგან აჩნდის ასო ბევრგან დანაშავად შინ მისულამან შეიცვალნის ძოწეულნი თავსა შავად

1855. აწ ვაზირი არა კადრებს საუბარსა წყნარსა ამოდ ვიცი რომე გიცნობდიან წინას მბრძოლთა სათამამოდ მაგრა აწ სჩან სიყმისაგან წასულა გამოსასალამოდ სიბერეა მსგავსი მისი რა დღე მიჰჴდეს და საღამოდ

1856. მე დია ვიცი მინახავ მრავალთა მბრძოლთა მორევით გედინოს სისხლთა ნაკადი დაცაგეყენოს მორევით გაგექცივნენ და გეყივლოს მაღლითა ჴმითა მორევით აწ სიბერისა ლახუარი ასუია გულსა მორევით

1857. თქვენ წაგიღია წინ ისი სიყმისა შუენიერობა ერთი გასუია მეფეო გაჩნია დანაბერობა ტარიელს პირსა აჩნია სიყმისა ვარდთა ფერობა რაზმად შევიბნეთ მეფეო გუმართებს ამისი ჯერობა

1858. რა გათავდა ვაზირობა ასრე ვითა აღსარება მეფე ბრძანებს დამიშალეთ არ მიჯობდა მუქარება აწ ვქნათ კარგად გამორჩევით გარეთ ომსა მოგვარება ღ~თნ ქნას და ნახოთ მათი სიცოცხლისა გამწარება

1859. ჰკადრა ვაზირმან მეფეო ხარ ომსა კარგად ჩუეული რამცა ვიცოდი მე თქვენგან უკეთე გამორჩეული ნახე ტარიელს რაზმი ჰყავს და ასაბია წუეული ამისთვის იქნა ხუარაზმთა ლაშქარი მათგან ძლეული

1860. აწ რადგან აღარ დაიშლი კართ გარე ომსა რაზმითა ღამით გავიდეთ გაპარვით არ მაშხალითა ბაზმითა ცისკრისა ჟამსა დავესხნეთ გმირთა წესითა და ზმითა ღ~თმან ქნას ასრე დავჰჴოცნეთ არ იყვნენ ხანსა დაზმითა