... (Q-1335), XVIII ს.

296. კვლა ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მე ნუკევ მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

297. ყმა ეტყვის ხედაუ სისხლისა თუალთა მდის ცრემლთა წყალები დრო გამიგრძელდა მიმჭირდა მაჩნია მით აწყალები ვიცი არ მომკლავ ღარიბი ღარიბსა შეგეწყალები მაგა ამბვითა დამიუსე ცეცხლისა მეაწყალები

298. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხუენიან

299. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარო ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თურთილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქენო

300. კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

301. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამისმეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

302. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოუკდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

303. უთხრა თულომო ავთანდილ შეიქენ ელვა კრთომითა თუ მამკლავ დამხსნი სოფელსა ეგე მიჯობს ბევრის ზომათა არ ვიცი ფიფქო მით მაწყენ მიპოვე მზე წაჴდომითა შენებრი კაცი ჩემგმეტსა ვერ ვის უდარებს ომითა

304. კვლა ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

305. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატივად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

306. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოგონება სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს და იწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ ესე თქვი ვით დავრჩე ვა

307. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კ[უ]ლა იქით ქალი ატირდა მისთუის გულ ნალმობარეა

308. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთუის დააწყნარნა ცრემ[ლ] დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

309. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომი ვარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად

310. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არ ვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე

311. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულ ამოჴუნჩუით დაიწყო ას კეცთა ცრემლთა დინება კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება

312. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთუისმე ჴელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულა უთხრა დაო მიჯნური მტერსაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თუით ეძებს არ ეკრძალების

313. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხუდების მე მისრულვარ სადა მისად გული თქვენი მიპოვნია მისი შენად შენი მისად

314. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთუის ჴელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვედ მქენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

315. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი