... (Q-376), XIX ს.

158. თქუჱნცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასე ჰმორჩილობდეთ, არის ვითამც ავთანდილი. ბუკსა იკრას აქმნეჳნეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქმნილი. მე თუ დრომდინ არ მოჳდე, გლოვა გმართებსთ არ სიცილი:-

159. ესე წიგნი დაასრულა, მჭევრმეთქუმან და სიტყუა ნაზმა. წელსა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა. ჰბრძანა მინდორს მოჳვლიო, ლაშქარიცა დაერაზმა. მასუჱ წამსა წამოჳდა, შინა ხანი არა დაზმა:-

160. ჰბრძანა წადით ყუჱლაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა. მონებიცა მოიშორა, თავი გაითავისწინა. მარტო გარე შემობრუნდა, შამბსა შიგან გაირბინა. მიწყივ მისად საგონებლად, მისი მკულელი თინათინა:-

161. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა. ვის მახჳლი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა. მისგან ტჳრთი კაეშნისა, ტვირთად კარგად გაეკიდა:-

162. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს. იგი პირმზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს. მათსა დიდსა სიხარულსა, სამძიმარი ანაცუალეს. ყოვლგან რბოდეს საძებნელად, ვინცა იყო უცხენმალეს:-

163. ღ~თი ლომო შენდა ნაცულად, სხუასა ვისმცა დანერგვიდეს. დაჰრბოდესდა სხუაგნით სხუათა, მოჰამებთა მოასხმიდეს. ვეღარა ჰსცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს. მისნი სპანი გულმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გადმოჰყრიდეს:-

164. შერმადინ ერთგან შეჰყარა, ხანი და დიდებულები. უჩუჱნა იგი უსტარი, ჰამბაჳ მისგან თქმულები. რა მოისმინეს ყუჱლაი, დარჩნენ გულ დანაწყლულები. თავსა იცემდეს არ იყო, გული ულმობი ულები:-

165. ყოველთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩუჱნ უმისოდ გუჱარმისცა. უშენოსა საჯდომი და, ტახტი თჳსი ვისმცა მისცა. განაღამცა გმორჩილებდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა. იგი მონა აპატრონეს, ყუჱლაკამან თაყუანიჰსცა:-

ავთანდილისაგან ტარიელის საძებრად წასულა (5)

166. ამ საქმესა მემოწმების, დიონოსი ბრძენი ეზროს. საბრალოა ოდეს ვარდი, დაეთრთჳლოს დაცაეზროს. ვის ბალახში არა ჰგუანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს. იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს:-

167. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა. დააგდო მზღუარი არაბთა, სხუათ მზღუართა არე იარა. მაგრამ მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა. ჰსთქუა თუ მას ვხლდე ტყუჱ ქმნილი, აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა:-

168. ახალმან ფიფქმან დაჰსთოვა, ვარდი დაჰსთრთჳლა დანასა. მოუდნის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა. ჰსთქუა ჭირი ჩემი სოფელმან, ოთხმოცდაათი დანასა. მოვშორდი ლხინსა ყუჱლასა, ჩანგსა ბარბითსა დანასა:-

169. ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჰსჭკნებოდა. გულსა ეტყოდის დაჰსთმეო, ამად არ დია ჰბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა, საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხჳდა ჰამბავსა, და მათუჱ ემოყუსებოდა:-

170. მუნ ეძებს ცრემლი მტირალი, ჰსდის ზღუათა შესართავისად. უჩნდის ქუჱყანა ტახტად და, მკლაჳ სადებლად თავისად. ჰსთქჳს საყუარელო მოგშორდი, გული შენ დაგრჩა ვჰსთქუა ვისად. შენთჳს სიკუდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად:-

171. ყოველი პირი ქუჱყანისა, მოვლო სრულად მოიარა. ასრე რომე ცასა ქუჱშე, არ დაურჩა არ ეარა. მაგრამ იგი მის ჰამბისა, მჰსმენელსაცა ვერ მიმხუდარა. ამაშიგან წელიწადი, სამი სამთუჱდ მიიყრა:-

172. მიხუდა რასმე ქუჱყანასა, უგემურსა მეტად მქისსა. თუჱ ერთ კაცსა ვარ ნახჳდა, ვერას შვილსა ადამისსა. იგი ჭირი არ უნახავს, არ რამინ და არცა ვისსა. დღე და ღამე იგონებდა, საყუარელსა მასუჱ თვისსა:-

173. მას მიხუდა წუჱრი სადგურად, მაღლისა მთისა დიდისა. გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არად სანდომი ჴიდისა. ორგნითუჱ ტყესა შეეპყრა, ნაპირი წყლისა კიდისა:-

174. ზედ წაადგა შეექცეჳს, დროთა დღეთა ანგარიშობს. თთუჱნი ესხნეს ორნიღაა, ამად სულთქუამს ამად იშობს. ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კულავ ამისთჳს გულმოშიშობს. ავსა კარგად ვერვინ შესცულის, თავსა ახლად ვერ ვინ იშობს:-

175. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. ჰსთქუა თუ დავბრუნდე ეზომი, ხანი რად დავჰყავ მე ველად. ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად. მისი ვერა ვჰსნა ჭორნიცა, ვარ ვისთა გზათა მკულეველად:-

176. თუ არ დავბრუნდე საძებრად, დავჰყუნე სხუანიცა ხანანი. რომელსა ვეძებ ვერა ვჰსცნა, ჰამბავნი მე მისთანანი. დრო გარდაუწყდეს შერმანდინს, შერჩეს ღაწჳსა ბანანი. მივიდეს ჰკადროს მეფესა, საქმენი შეუგუანანი:-