... (Q-376), XIX ს.

197. უმცროსსა ძმასა ნება ჰრთულს, უკან არღა მოვზიდენით. ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით. მან ჴმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩუჱნ ამად არ დავჰრიდენით. თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა მიდენით:-

198. მით ერთითა მათრახითა, თავი ასე გარდაჰფრიწა. ვითა მკუდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა. მისი რასმე მკადრებელი, სისხლ დადენით გააბიწა. თუალთა წინა წაგვიჳდა, ლაღი კუშტი ამაყი წა:-

199. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად. აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთუარებლად. შორს უჩუჱნებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად. ოდენ ჰსჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის ყმისა მარებლად:-

200. აჰა მიხუდა ავთანდილსა, ღაწუთა ცრემლით არ დათოვნა. რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეგზომი გარედ ყოვნა. კაცსა მიხუდეს საწადელი, რას ეძებდეს შეხუდეს პოვნა. მაშინ მისგან აღარა ჰხამს, გარდასრულთა ჭირთა ჰხსოვნა:-

201. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა. მე იმა ყმისა საძებრად, მოვჰშორდი საგაზრდილოსა. აწ თქუჱნგან მივხუდი საქმესა, ძნელსა არ საადვილოსა. ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქუჱნსა დასაღრეჯილოსა:-

202. ვითა მე მივხუდი წადილსა, და ჩემის გულისა ნებასა. აგრემცა ღ~თი ნურას იქმს, ძმისა თქუჱნისა ვნებასა. უჩუჱნა თჳსი სადგომი, მიდითო ნება ნებასა. ჩრდილსა გარდასჳთ მაშურალი, მიეცით მოსუჱნებასა:-

203. ესე უთხრა და წაჳდა, ცხენი გაქუსლა დეზითა. ვითა გავაზი გაფრინდა, მართ გაშვებული ხეზითა. ან მთუარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა. დაივსო ცეცხლი შემწუჱლი, მისითა მან მიზეზითა:-

204. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს. საუბარმან უმეცრულმან, შმაგი უფრო გააშმაგოს. ჰხამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს. არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს:-

205. რადგან იგი არის სადმე, უცნობო და ისრე რეტად. რომე კაცსა არ მიუშუჱბს, საუბრად და თჳსთა ჭურეტად. მივეწეჳ შეჳყრებით, ერთმანერთის ცემა ჟლეტად. ანუ მამკლავს ანუ მოვჰკლავ, დაიმალჳს მეტის მეტად:-

206. ავთანდილ იტყჳს ეზომი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი. რაცაღა არის არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი. სადაცა მივა მიჳდეს, ევლოსცა რუალის ზღუდენი. მუნითგან ვჰსძებნო ღონენი, ჩემნი არ დასამრუდენი:-

207. წინა უკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი. დღისით და ღამით მაშურალნი, არა საჭმელთა მჭამელნი. არ სადა ხანი არ დაჰყუჱეს, ერთი თუალისა წამენი. მათ თუალთა ცრემლნი ჰსდიოდათ, მინდორთა მოსალამენი:-

208. დღისით ვლეს და საღამოჟამს, გამოუჩნდეს დიდი კლდენი. კლდეთა შიგან ქუაბნი იყუნეს, პირსა წყალი ჩანადენი. წყალისპირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი. ხე დიდრონი თუალუწთომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი:-

209. მან ყმამან ქუაბსა მიჰმართა, განვლნა წყალნი და ტყენია. ავთანდილ ცხენით გარდახდა, მონახა დიდნი ხენია. მას ზედა ჭურეტად გაჳდა, ძირსა დააბა ცხენია. მუნით უმზერდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია:-

210. რა ტყენი განვლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა. ქუაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა. ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა:-

211. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღუასა ჩაგვიცვივდეს. ვეღარ მივხუდით ჟამიერად, ჩუჱნ ვისიცა ცეცხლნი გვწჳდეს. ესე ჰსთქუა და მკერდსა ჴელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოჰსცჳვდეს. ქალი შებნდა მოეხჳა, ერთმანერთსა სისხლი ჰსწმიდეს:-

212. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა. ერთმანერთსა ეხუჱოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა. იზახდიან მოსთქმიდიან, მოჰსცემდიან კლდენი ჴმასა. ავთანდილ ჰსჭურეტს გაკჳრვებით, მათსა ეგრე ქცევა ზმასა:-

213. სული დაიღო მან ქალმან, დაჰსთმო გულისა წყლულობა. ქუაბს შეიყუანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა. მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯართა წელმორტყმულობა. შინა შეჳდეს მას დღესა, გარდახდა გამოსრულობა:-

214. ავთანდილს უკჳრს ჰამბაჳ, იგი თუ ვჰსცნაო მე რითა. გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითუჱ ფერითა. შავსა აუდუა ლაგამი, ჰსწმენდდა რიდისა წვერითა. შეკაზმა მოაქუს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა:-

215. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ჰსტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა. ერთმანერთსა მოეხჳვნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა. ასმათ აგრე დაღრეჯილი, კულავ უფრორე დაიღრეჯდა:-

216. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა, სახე მისივე კაცისა. ულვაშ აშლილი წუჱრგამო, ნუთუ მზეაო ჰსთქუა ცისა. ეყნოსა სული ალჳსა, ქართაგან მონატაცისა. ასრე უჩნს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა:-