... (Q-376), XIX ს.

1. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უჴმობთ მიჯნურობასა. დღეს ერთი უნდეს ხუალე სხუა, არა რად ჰრაცხდეს თმობასა. ესე მღერასა ბედითსა, გავს ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა გმობასა:-

2. არს პირუჱლი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა. თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდეს ხალვა. შორით ბნედა შორით კდომა, შორით დაგვა შორით ალვა. დაჰსთმოს წყრომა მეფეთაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა:-

3. ჰჴამს თავისსა ხვაშიადსა, არავისთან ამჟღავნებდეს. არ ბედითად ჰაის ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს. არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს. მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთჳს ცეცხლსა მოიდებდეს:-

4. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყუარე გაამჟღავნოს. ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თჳითცა ივნოს. რათამცაღა ასახელოს, რა სიტყჳთა მოაყივნოს. დია ჰსჯობს რომ საყუარელსა, კაცმან გული არ ატკივნოს:-

5. მე რუსთუჱლი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი. ვის მორჩილებს ჯარი სპათა, მისთჳს ვჰხელობ მისთჳს მკუდარი. დავვუძლურდი მიჯნურობით, კულავ წამალი არსით არი. ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი:-

6. ესე ჰამბაჳ სპარსული, ქართულად ნათარგმანები. ვითმარგარიტი ობოლი, ჴელისჴელ საგოგმანები. ვჰპოე და ლექსად გარდავჰსთქჳ, საქმე ვჰქმენ საჭოჭმანები. ჩემან ხელმჰქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები:-

7. თუალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა. აჰა გული გამიჯნურდა, მიჰხდომია ველად ჰრბენა. მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწუა, კმა არს მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა:-

8. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, მას დაჰსჯერდეს და მას უბნობდეს. მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს. კულავ მიჯნურსა მიჯნურობა, უყუარდეს და გამოსცნობდეს. არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუათა უწუნობდეს:-

9. შაირობა პირუჱლადუჱ, სიბრძნისაა ერთი დარგი. საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მჰსმენელთათჳს დიდი მარგი. კულავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი. გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი:-

10. ვითა ცხენსა შარა გრძელი, და გამოჰსცდის დიდი ჰრბევა. მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა მარჯუჱდ ქნევა. მართ აგრევე მელექსეთა, ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა. რა მისჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა:-

11. მაშინღა ნახე მელექსე, და მისი მოშაირობა. რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძჳრობა. არ შეამოკლოს ქართული, არა ჰქმნას სიტყუა მცირობა. ჴელ მარჯუჱდ ჰსცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა:-

12. მოშაირე არა ჰქჳან, თუ სადმე ჰსთქუას ერთი ორი. თაჳი ყოლა ნუ ჰგონია, მელექსეთა კარგთა ჰსწორი. განაღა ჰსთქუას ერთი ორი, უმჰგავსო და შორი შორი. მაგრამ იტყჳს ჩემი ჰსჯობსო, უთუოდო უწვრთი ჯორი:-

13. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა. არ ძალუძს სრულჰქმნა სიტყუათა, გულისა გასაგმირეთა. ვამჰსგავსე მშჳლდსა ბედითსა, ყმაწჳლთა მონადირეთა. დიდსა ვერ მოჰკულენ ჴელად აქუსთ, ჰჴოცა ნადირთა მცირეთა:-

14. მესამე ლექსი კარგია, სანადიმოდ სამღერელად. სააშიკოდ სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად. ჩუჱნ მათიცა გჳამების, რაცა ოდენ ჰსთქუან ნათელად. მოშაირე არა ჰქჳან, ვერას იტყჳს ვინცა გრძელად:-

15. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა, თჳსსა ცუდად არ აბრკმობდეს. ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს. ყოვლსა მისთჳს ჴელოვნობდეს, მას აქებდეს მას ამკობდეს. მისგან კიდე ნუ ვინ უნდა, მისთჳს ენა მუსიკობდეს:-

16. ჩემი აწ ჰსცანით ყოველთა, მას ვაქებ ვინცა მიქია. ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია. იგაა ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია. მისი სახელი შეფრქუჱვით, ზემორე მითქუამს იქია:-

17. ვჰსთქუა მიჯნურობა პირუჱლი, და ტომი გუართა ზენათა. ძნელად სათქმელი საჭირო, გამოსაგები ენათა. იგია საქმე საზეო, მომცემი აღმა ფრენათა. ვინცა ეცდების თმობაცა, ეცეს მრავალთა წყენათა:-

18. მას ერთსა მიჯნურობასა, ჭკჳანნი ვერ მიხუდებიან. ენა დაშურების მსმენელთა, ყურნიცა დაავდებიან. ვსთქუა ხელობანი ქუჱნანი, რომელნი ჴორცთა ჰხუდებიან. მართ მასუჱ ბაძუჱნ თუ ოდეს, არ სიძუჱნ შორით ჰბნდებიან:-

19. მიჯნური შმაგსა გვიქვიან, არაბულისა ენითა. მით რომე ჰშმაგობს მისისა, ვერ მიხდომისა წყენითა. ზოგთა აქუსთ საღმრთო სურჳლი, არნ საწუთოსათმენია. კულავ ზოგთა ქუჱ უცსთ ბუნება, კეკლუცთა ზედან ფრენითა:-

20. მიკჳრს კაცი რად იფერებს, საყუარლისა სიყუარულსა. ვინცა უყუარს რად აყივნებს, მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა. თუ არ უყუარს რად არა ჰსძულს, რადღა ეტრფის რაცა ჰსძულსა. ავსა კაცსა ავი საქმე, ურჩევნია სულსა გულსა:-