... (Q-376), XIX ს.

139. ესეა მონა შერმადინ, ზემოდცა სახელდებული. თანა შეზრდილი ერთგული, და მისთჳს თავდადებული. მან არ იცოდა აქამდის, მის ყმისა ცეცხლი დებული. აწ განუცხადა სიტყუჱბი, მის მზისა იმედებული:-

140. უბრძანა აჰა შერმადინ, ამად მე შენგან მრცხუჱნიან. ჩემნი საქმენი ყოველნი, გცოდნიან გაგივლენიან. მაგრამ არ იცი აქამდის, რავდენნი ცრემლნი მდენიან. მე ვისგან მქონდა პატიჟნი, აწ მასუჱ მოულხენიან:-

141. შენცა იცი თინათინის, სხივი მზესა უაღრესობს. გული ჩემი ვააბედე, იგა ჩემზედ ტალობს კვესობს. აწ გიცხადებ დაფარულსა, გაბრჭე რაცა უმჯობესობს. მონათათჳს ბრძანებულის, აღსრულება ჰსჯულად წესობს:-

142. მიბრძანა მიცან ჰამბავი, მის ყმისა დაკარგულისა. მოხჳდე სრულვჰყო მაშინღა, შენი წადილი გულისა. ქმარი არ მინდა შენს კიდე, აჰა თქმა დაფარულისა. ამით მცა ლხინება, აქამდე დადაგულისა:-

143. პირუჱლ ყმა ვარ წასულა მმართებს, პატრონისა სამსახურად. ჰჴამს მეფისა ერთგულება, ყოფა გუმართებს ყმასა ყმურად. მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწუავს გულსა მურად. ჯერარს კაცი არ შეუდრკეს, ჭირსა დახუდეს მამაცურად:-

144. ვართ უმოყურესი მე და შენ, ყოველთა პატრონ ყმათასა. ამისთჳს გთხოვყე სმენასა, შენ ამა ჩემთა ჴმათასა. ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა. ამა საქმესა ვერა ვიქმ, მე განდობასა სხუათასა:-

145. ლაშქართა და დიდებულთა, ალაშქრებდი ჰნაპირობდი. დარბაზს კაცსა გაგზავნიდე, და ჰამბავსა მათსა ჰსცნობდი. წიგნსა ჰსწერდე ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღუჱნსა ჰსძღნობდი. აქა სადმე არ ყოფასა, ჩემსა მათმცა რად აგრნობდი:-

146. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე. სპათა ჩემთა ეთავადე, საჴელმწიფო შეინახე. ღ~თნ ღირსმყოს შემოვბრუნდე, მხიარულმან კულავცა გნახე. აქა სამ წელ არ მოვიდე, მიტირე და მივაგლახე:-

147. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურუალია. აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთურალია. მიხ[…….]და თქო საქმე რომელი, ყოვლთათჳს გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და რვალია:-

148. მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მჴნედრე. ნუთუ ადრე დამიჳწყო, მახსენებდე ზედა ზედრე. მეტად კარგად დამიურუჱ, სული ჩემი შეივედრე. ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე:-

149. რა მონამან მოისმინა, გაუკჳრდა შეეზარა. თუალთა ვითა მარგარიტი, ცხელი ცრემლი გარდმოყარა. მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა. ვიცი რომე არ დაჰსდგები, მაგას გიშლი ამად არა:-

150. ჩემად ნაცულად დაგაგდებო, ეგე სიტყუა რად მიბრძანე. რაგვარა ვჰქმნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე. შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე. ჰსჯობს ორნიუჱ გაჳპარნეთ, წამოგყუჱბი წამიტანე:-

151. ყმამან უთხრა მამისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად. რა მიჯნური ველად ჰრბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგარიტი არვის მიხუდეს ,უსასყიდლო უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე, ჰჴამს ლახურითა დასაჭრელად:-

152. ვისმცა ვუთხრა ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა. უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ იქმს კარგა. სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა. კულავ ნუ თუმცა შემოჳქცე, ღ~თნ სრულად არ დამკარგა:-

153. ფათერაკი ჰსწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი. მარტობა ვერას მიზამს, მჰცავს თუ ცისა დასთა დასი. აქა სამ წელ არ მოჳდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი. წიგნსა მოგცემ გმორჩილებდენ, ვინცა იყვნენ ჩემნი ხასი:-

აქა აწიგნი ავთანდილისა თჳსთა ყმათა თანა (4)

154. დაწერა თუ ჩემო ყმანო, დაზრდილნო და ზოგნო ზრდილნო. ერთგულნო და მისანდონო, ამაზედან გამოცდილნო. თქუჱნ ჩემისა საწადილსა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო. წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო:-

155. მიწაცა თქუჱნი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა. თვით ვიქმ ჴელითა, ჩემითა ამა წიგნისა წერასა. ცოტასა ხანსა ვარჩივე, გაჭრა სმასა და მღერასა. პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშჳლდსა და ცერასა:-

156. საქმე რამე მიძს თაჳსა მე, სადმე გარდსახვეწელი. დავჰყო მარტო და ღარიბად, სამათ ექუს თვეულ მე წელი. გემუდარებით ამისთჳს, ვარ თქუჱნი შემომხუეწელი. მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი:-

157. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად ნაცულად პატრონობდეს. სიკუდილსა და სიცოცხლესა, ვიდრემდისცა ჩემსა ჰსცნობდეს. ყოვლთა მზეებრ მოგეფინოსთ, ვარდსა ჰსცურიდეს არ აჭნობდეს. შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცჳლსა დაანდობდეს:-