... (Q-376), XIX ს.

40. მეფეთა შიგან სიუხუჱ, ვით ედემს ალვა ჰრგულია. უხუსა მორჩილებს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია. სმა ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია. რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია:-

41. ამა მამისა ჰსწავლასა, ქალი ჰბრძნად მოისმინებდა. ყურსა უპყრობდა გულდებით, წურთნასა არ მოიწყინებდა. მეფე სმასა და მღერასა, იქმს მეტად მოილხინებდა. თინათინ მზესა ჰსწუნობდა, მაგრამ მზე თინათინებდა:-

42. მოიხმო თჳსი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი. უბრძანა ჩემი საჭურჭლე, შენგან არს დაბეჭდულევი. მომართჳ ჩემი ყუჱლაი, ჩემი ნაუფლისწულევი. მოართუჱს გასცა უზომო, უანგარიშო ულევი:-

43. მას დღეს გაჰსცემს ყუჱლაკასა, თჳსსა სიყრმით მოგებულსა. რომე სრულად განამდიდრებს, მცირესა და დიდებულსა. მერმე ჰბრძანა ვიქმ საქმესა, მამისაგან ჰსწავლებულსა. ჩემსა ნუ ვინ ნუ დაჰმალავს, საჭურჭლესა დადებულსა:-

44. უბრძანა წადით გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია. ამილახორო მოასხი, რემა ჯოგი და ცხენია. მოიღეს გაჰსცა უზომო, სიუხუჱ არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია:-

45. ალაფობდეს საჭურჭლესა, მისსა ვითა ნათურქალსა. მას ტაიჭსა არაბულსა, ქუჱნაბამსა ნასუქალსა. რომე ჰგუანდა სიუხჳთა, ბუქსა ზეცით ნაბუქალსა. არ უტევებს ცარიელსა, არ ყმასა და არცა ქალსა:-

46. დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა ჭამა იყო ხილობა. ნადიმად მსხდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა, შეექმნა დაღრეჯილობა. ნეტარ რა უმძიმს რა ჰჭირსო, შეჰქმნეს ამისი ცილობა:-

47. თავსა ჰზის პირ მზე ავთანდილ, მჭურეტთაგან მოსანდომია. სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია. ვაზირი ბერი სოკრატი, თჳთ მასთანავე მჯდომია. ჰსთქუჱს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია:-

48. ჰსთქუჱს თუ მეფე ცუდსა რასმე, გონებასა ჩავარდნილა. თუარე აქა სამძიმარი, მათი ყოლე არა ჰქნილა. ავთანდილ ჰსთქუა სოკრატ ვჰკითხოთ, გვითხრას რაცა შეგუჱცილა. ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათჳსცა გაგუაწბილა:-

49. ადგეს სოგრატ და ავთანდილ, ტანითა მით კენარითა. თჳთო აღივსეს ჭიქები, მივლენ ქცეჳთა წყნარითა. წინა მიუსხდეს მუხლმოყრით, პირითა მოცინარითა. ვეზირი ლაღობს ენითა, მჭევრადრე მოუბარითა:-

50. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გეცინის პირიო. მართალხარ წახდა საჭურჭლე, თქუჱნი მძიმე და ძჳრიო. ყუჱლასა გაჰსცემს ასული, თქუჱნი საბოძუარ ჰჴშირიო. ყოლამცა მეფად რად დასჳ, თავსა რად უგდე ჭირიო:-

51. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა. გაუკჳრდა ვით მკადრაო, ან სიტყუანი ვით გაბედნა. კარგა ჰქმენო დაუმადლა, წყალობანი უიმედნა. ჩემი ძრახუა სიძუნწისა, ტყუის ვინცა დაიყბედნა:-

52. ეგე არ მიმძიმს ვაზირო, ესეა რომე მწყენია. სიბერე მახლავს დავლიე, სიყმაწჳლისა დღენია. კაცი არ არის სადაცა, საბრძანებელი ჩუჱნია. რომე მას ჩემგან ესწავლოს, სამამაცონი ზნენია:-

53. ერთია მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა. ღ~თნ არ მომცა ყმა შჳლი, ვარ საწუთროსა თმობითა. ანუმცა მგუანდეს მშვილდოსნად, ანუ კულა ბურთაობითა. ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანუჱ განაზრდობითა :-

54. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა. თავმოდრეკით გაიღიმა, გაცინება დაუშვენდა. თეთრთა კბილთა გამომკრთალთა, შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა:-

55. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა, რას იცინი რას დამგმეო. ყმამან ჰკადრა მოგახსენებ, და ფარმანი მიბოძეო. რაცა გკადრო არ გეწყინოს, არ გარისხდე არ გასწყრეო. არ გამხადო კადნიერი, არ ამიკლო ამაზეო:-

56. უბრძანა რამცა ვიწყინე, თქმა შენგან საწყინარისა. ჰფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუარისა. ავთანდილ იტყჳს დავიწყო, კადრება საუბარისა. ნუ მოჰკუჱხ მშჳლდოსნობასა, თქმა ჰსჯობს სიტყჳსა წყნარისა:-

57. მიწამცა თქუჱნი ავთანდილ, თქუჱნს წინა მშჳლდოსანია. ნაძლევი დავჰსდუათ მოვასხნეთ, მოწმად თქუჱნივე ყმანია. მოასპარეზედ ვინ მჰგავსო, ცუდიღა უკუთქმანია. გარდამწყუჱტელი მისიცა, ბურთი და მაედანია:-

58. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა, მაგისა და[………]ილებასა. ჰბრძანა ვისროლოთ ნუ იქო, შედრეკილობა კლებასა. კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ, მოწმად ჩუჱნთანა ხლებასა. მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა:-

59. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდაჰსწყვიდეს. იცინოდეს ყმაწჳლობდეს, საყუარლად და კარგად ზმიდეს. ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკუნიდეს. ვინცა იყოს უარესი, თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს:-