... (Q-376), XIX ს.

257. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა, გზება ცეცხლისა ცხელისა. ეგონა ჭამა ჴორცისა, შემწურისა შეუქნელისა. მიუპყრა ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა. ძალი არ ჰქონდა დაიწყო, გამოყრა უცოხნელისა:-

258. ცოტად მიწუა მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი. შეჰკრთა დიდი დაიძახა, წამოვარდა ვითა რეტი. იზახის და წამწამ იკრის, გულსა ლოდი თავსა კეტი. ცალკერძ ტირს ზის და პირსა იხოკს, ქალი მისი შენამჭურეტი:-

259. რად დაჰბრუნდი მოახსენა, მითხარ რაცა წაგეკიდა. მან უბრძანა მონადირე, მეფე ვინმე გარდმეკიდა. ჰყუჱს ლაშქარნი უთუალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა. იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩუა მარეკი და:-

260. სევდად მეცა კაცთა ნახუა, ცეცხლი უფრო გავიალე. აღარ მიველ ახლოს შეყრად, თავი ჩემი შეჳწყალე. მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვჰსთქჳ ნუ თუმცა უკუმრიდონ, რა გათენდეს წავალ ხუალე:-

261. ქალსა ცრემლნი გარდმოჰსცჳვდეს, ას ნაკეცი ბევრის ბეურად. მოაჰხსენა მჴეცთა თანა, იარები მარტო ტევრად. არას კაცსა არ იახლებ, საუბრად და შემაქცევრად. მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად:-

262. ყოვლი პირი ქუჱყანისა, ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევლად, შენდა ვითა დაგელია. გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია. შენ მოჰკუდე და იგი წახდეს, ესე შენთჳს რა მადლია:-

263. უბრძანა დაო ეგეა, ჰმსგავსი შენისა გულისა. მაგრამ არ არის ქუჱყანად, წამალი ამა წყლულისა. ვის ძალუძს პოვნა კაცისა, თჳთ სოფლად არ მოსრულისა. ჩემი ლხინია სიკუდილი, გაყრა ჴორცთაგან სულისა:-

264. ღ~თნ სხუამცა ეტლსა ჩემსა, რადმცა კაცი რად დაბადა. სიახლე და საუბარი, თუმცა მისი მე მეწადა. ვინმცა გასძლო ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა. შენგან კიდე ჴორციელი, დაო მიჳს არა სადა:-

265. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე, ვიშიშჳ და ვიაჯდია. რადგან ღ~თსა ვეზირობა, შენი ჩემზედ მოუგდია. ვერ დავმალავ უკეთესა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი საზომს გარდგიხდია:-

266. ყმამან უთხრა რას მენუკჳ, არა ვიცი გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად, უღ~თოდ მემცა ვით დავბადე. ღ~თსა ჩემი უბედობა, უნდა მემცა რას ვეცადე. გაღანამცა გავნადირდი, თავი ასე გავიხადე:-

267. ქალმან კულავ ჰკადრა, გაგსარჯე მეტითა შეგონებითა. მაგრამ თუ კაცი მოგგუარო, მოგყუჱს თაჳსა ნებითა. იგი გიახლოს ილხენდე, მისითა შემეცნებითა. ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა:-

268. მან უბრძანა თუ მაჩუჱნებ, ვნახავ დიდად გაჳხარებ. სიყუარულმან მისმან ვისთჳს, ხელი მინდორს თავსა ვარებ. არას უზამ უგემურსა, არცა ოდეს გავამწარებ. რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყუარებ:-

269. ქალი ადგა და წაჳდა, მის ყმისა მოსაყუანებლად. არ ეწყინაო უამბობს, არს მისად მაგულვანებლად. ჴელი მოჰკიდა მოჰყუანდა, ვით მთუარე მოსავანებლად. იგი რა ნახა ტარიელ, ჰსთქუა მზისა დასაგუანებლად:-

270. წინ მოეგება ტარიელ, მათთან ჰსჩანს მზეცა მზედ არად. ვერ მათებრ მთუარე უღრუბლო, შუქთა რა ჰფენდეს ქუჱ ბარად. რომე მათთანა ალვისა, ხეც ჰსჩანდა ცუდ შესახედუარად. ჰგუანდეს შჳდთავე მნათობთა, სხჳსა რისა ვჰსთქუა მედარად:-

271. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს. ვარდსა ჰჴლეჩდეს ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოჰსჭვირდეს. ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმან ერთსა აუტირდეს. ქარუად შექმნეს იაგუნი, მათი თუცა ლალად ღირდეს:-

272. მობრუნდა ყმამან ავთანდილს, ჴელი შეუპყრა ჴელითა. ერთგან დაჰსხდენ და იტირეს, დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყჳთა საკჳრველითა. თავთა ნუ დაჰჴოცთ ნუ ბნელ იქმთ, მზესა თქუჱნისა ბნელითა:-

273. ტარიელის ვარდი იყო, დათრთჳლული არ დაზრული. ყმასა უთხრა მესწრაფების, მითხრა შენი დაფარული. ვინ ხარ ანუ სით მოსრულხარ, სადით სადა მოარული. მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული:-

274. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყუჱბი ლამაზებია. ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია. მე ვარ არაბი არაბეთს, არს ჩემი დარბაზებია. მიჯნურობითა დამწუარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია:-

275. მე პატრონისა ჩემისა, ასული შემყუარებია. თჳთ მეფედ თჳსად მას ჰხედუჱნ, მონები მკლავ მაგრებია. თუცა არ მიცნობ გინახავ, თავი ვით გიაზრებია. გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე, მონები გმირთ დარებია:-

276. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩუჱნ ზედა გარდგეკიდენით. პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩუჱნ ჴაფად წაგეკიდენით. გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი, უკანა გამოგკიდენით. შენ ველნი წითლად შეღებენ, სრულად სისხლისა კი დენით:-