... (Q-376), XIX ს.

1521. გაჰკჳრდეს ყოვლნი მხედუჱლნი, მისთა ელუათა ფენასა. ვით მზემ დაუყუნა მჭურეტელთა, თუალნი ნათლისა ჩენასა. მისგან დამწვარნი მისცნიან, გულნი ჭურეტითა ლხენასა. სითცა გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ ჰრბენასა:-

1522. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად. ჰქონდესთ შჳდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად. არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხუდარებად. ადრე მიჳდეს სამეფოს, სახლად სამყოფად არებად:-

1523. შევიდეს ნახეს თინათინ, მჭურეტთა მამცემი ჭირისა. სკიპტროსან გჳრგჳნოსანსა, ჰშუჱნოდა ცმა პორფირისა. მისრულთა პირსა შეადგა, ელუა მისისა პირისა. შეჳდა მეფე ჲინდოთა, იგი მზე მჰსგავსი გმირისა:-

1524. ტარიელ და ცოლმან მისმან, ქალსა მდაბლად უსალამეს. მოეგებნეს აკოცეს და, საუბარი დააამეს. იგი სახლი განანათლეს, არ ნათელი შეაღამეს. ბროლ ბალახში გააღაწუჱს, და გიშერი აწამწამეს:-

1525. თინათინ ზედა აწჳა, ტახტსა მეფეთა ზეთასა. ტარიელ ჰკადრა შენ დაჯე, ჰსწადიან ბჭესა ბჭეთასა. დღეს ტახტი შენი შენ გჰშუჱნის, უფროს ყოველთა დღეთასა. მე ლომი ლომთა მოგისუა, გვერდით შენ მზესა მზეთასა:-

1526. ორთაუჱ ჴელი მოჰკიდეს, და დასუჱს ტახტსა თავისსა. გვერდით დაუსუჱს ავთანდილ, სურჳლსა მოეკლა ვისსა. უნახავსა და ნახულსა, მჯობთა ყოვლთ სანახავისსა. ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა:-

1527. ქალსა შესწბა გაუკჳრდა, ავთანდილის გვერდით ჯდომა. ფერი ჰკრთა და მრავალ გუარად, გულმან უწყო დია ჰკრთომა. როსტენ ჰკად[რ]ა შვილო ჩემგან, გაქუს სირცხჳლი ნუ რა ზომა. ჰბრძენთა უთქუამსთ სიყუარულის, ბოლოდ ყოლე არ წახდომა:-

1528. აწ შჳლნო ღ~თნ თქუჱნ მოგცესთ, ათასწელ დღეთაგრძელობა. სუჱსჳანობა დიდება, კულავ ჭირთა გარდუხდელობა. ცამცა ნუ შეგცულისთ მოგხუდებისთ, თჳთ მისებრ შეუცულელობა. თქუჱნის ჴელითა მეღირსოს, მიწათა შემომყრელობა:-

1529. მობრუნდა სპათა უბრძანა, ავთანდილისთაყუანება. ესეაო მეფე თქუჱნი, ასე იქმნა ღ~თისა ნება. დღეს ამას აქუს ტახტი, ჩემი მე სიბერე ვითა სნება. ჩემად ჰსწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება:-