... (Q-376), XIX ს.

ტარიელისაგან თავის ჰამბის მბობა ოდეს ავთანდილს ქუაბსა შინა უანბო პირველი (6)

297. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ჰამბავთა სმენასა. საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა. იგი ვინ ხელმქმნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა. ვისგან შეუცავ სევდათა, სისხლისა ღუართა დენასა:-

298. ჲინდოეთს შჳდთა მეფეთა, ყოვლი კაცნი ხართ მცნობელი. ექუსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი. უხჳ მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი. ტანად სარო და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი:-

299. მამაჩემი ჰსჯდა მეშჳდე, მეფე მებრძოლთა მზარავი. სარიდან ერქუა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი. ვერ ვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი. ნადირობდის და იშუჱბდის, საწუთრო გაუმწარავი:-

300. ხალვა მოჰსძულდა შეექმნა, გულს კაეშანთა ჯარები. ჰსთქუა წამიღია მტერთაგან, ძლევით ნაპირთა მზღუარები. ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი, მაქუს ზეიმი და ზარები. ჰბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები:-

301. ფარსადანს წინა დაასკუნა, გაგზავნა მოციქულისა. ჰკადრა თუ შენ გაქუს მეფობა, ინდოეთისა სრულისა. დია მწადს თქუჱნსა წინაშე, მეცა ვჰსცნა ძალი გულისა. სახელი დაჰრჩეს ჩემისა, სამსახურ განკრძალულისა:-

302. ფარსადან შექმნა ზეიმი, ამა ჰამბისა მცნობელმან. შესთუალა ღ~თსა მადლობა, შევჰსწირე ჴმელთა მფლობელმან. რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. აწ მოდი ასრე პატივგცე, ვითა ძმამან მშობელმან:-

303. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა. თჳთ ამილბარსა ინდოეთს, აქუს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჯდა იშუჱბდა, აქუს ლხინთა შენაყუარობა. სხუად პატრონია მართ ოდენ, არა აქუს კეისარობა:-

304. თჳთ მეფემან მამა ჩემი, დაიჭირა სწორად თავსა. ჰსთქუა ჩემებრი ამილბარი, ნაძლეჳ ვარ ვისცა ჰყავსა. ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასე ვითა, მე სხუა კაცი არა მჰგავსა:-

305. ძე არა ესუა მეფესა და, დედოფალს მზისა დარსა. ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო, მით აეხუნეს სპანი ზარსა. ვაი კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა. მეფემან ჰსთქუა შჳლად გავზრდი, თჳთ ჩემივე გუარი არსა:-

306. მეფემან და დედოფალმან, მიმიყუანეს შჳლად მათად. საპატრონოდ მზრდიდენ, სრულად ლაშქართა და ქუჱყანათად. ბრძენთა მიმცეს სასწავლებლად, ჴელმწიფეთა ქცევა ქმნათად. მოჳწიფე დავემჰსგავსე, მზესა თუალად ლომსა ნაკუთად:-

307. ასმათ მითხრობდი რაცა ჰსცნა, ჩემგან უბნობა ცილისა. ხუთისა წლისა შეჳქმენ, მჰსგავსი ვარდისა შლილისა. ჭირად არ მიჩნდის ლომისა, მოკულა მართ ვითა სირისა. არა გაოდა ფარსადანს, თჳსი არა სმა შვილისა:-

308. ასმათ შენცა ხარ მოწამე, ჩემისა აწ ფერმიხდილისა. მზესა მე ვჰსჯობდი შუჱნებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა. იტყოდეს ჩემი მხილუჱლნი, მჰსგავსია ედემს ზრდილისა. აწ მაშინდლისა ჩემისა, სახე ვარ ოდენ ჩრდილისა:-

309. მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი. ესე რა ჰსთქუა ყმამან მრავლის ცრემლით, ჰბრძანა შობა ქალი. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი. ჰსთქუა მაშინუჱ მზესა ჰგუანდა, აწ მედების ვისგან ალი:-

310. ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჰსჯდა ხარებად, ზეიმითა და ზარითა. ყოვლგნით მოჳდნენ მეფენი, ნიჭითა მრავალ გუარითა. საჭურჭლე გაჰსცეს აღავსნეს, ლაშქარნი საბოძუარითა:-

311. საშვებელი გაიყარა, ზრდა დაგჳწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგუანდა იგა, მზისა შუქთა ნასამალსა. უყუარდით და სწორად უჩნდით, მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ ვისგან ჩემი, დაუდაგავს გული ალსა:-

312. ყმა დაბნდა რა სახელისა, ჰჴსენებასა მიეწურა. ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა. ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა. ჰსთქუა ისმენდი მაგრამ ჩემი, სიკუდილია დღე დასტურა:-

313. მას ქალსა ნესტან დარეჯან, ერქუა სახელად ჴმობილი. შჳდისა წლისა შეიქნა, ქალი წყნარი და ცნობილი. მთვარისა მჰსგავსი მზისაგან, შუჱნებით არ შეფრობილი. მისსა ვით გაჰსძლებს გაყრასა, გული ალმასად წდობილი:-

314. იგა ასე მოიწიფა, მე შემეძლო შესლუა ომსა. მეფე ქალსა თჳთ ჰხედჳდა, მეფობისა ქმნისა მწთომსა. მამასავე ჴელთა მიმცეს, რა შეჳქენ ამა ზომსა. ვჰბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვჰჴოცდი ლომსა:-

315. მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა. ქუად ფაზარი ჰსხდა, დათლილი იაგუნდისა ლალისა. ძირსა ბაღჩა დასაბანლად, სარაჯი ვარდის წყალისა. იგა მუნ იყჳს მედების, ვისგან საჴმილი ალისა:-