... (Q-376), XIX ს.

237. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან, მიჯნურობისა სმინება. გულამოსკუნითა დაიწყო, ასკეცთა ცრემლთა დინება. კულავ გაამაღლა ზახილით, ტირილი არ გაცინება. ავთანდილს ღ~თნ წადილი, მისცა გულისა ლხინება:-

238. იტყვის თუ ამა სიტყჳთა, მას ფერი შეეცუალების. ვისთჳსმე ხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების. კულავ უთხრა დაო მიჯნური, მტერთაცა შეებრალების. ესეცა იცი სიკუდილსა, თჳთ ეძებს არ ეკრძალების:-

239. ვარ მიჯნური ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად. ჩემმან მზემან გამომგზავნა, საძებარად ამა ყმისად. ღრუბელიცა ვერ მიხუდების, მე მივსრულვარ სადამდისად. გული შენი მიპოვნია, მისი შენდა შენი მისად:-

240. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე. მისთჳს ხელმან გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ, ტყუჱ მქმენ ანუ მააზატე. ან მაცოცხლე ანუ მამკალ, ჭირი ჭირსა მამიმატე:-

241. ქალმან უთხრა ყმასა სიტყუა, პირუჱლისა უამესი. ეგე სიტყუა მოიგონე, დია რამე უკეთესი. ძოღან საქმე მტერობისა, გულსა ჩემსა ჰშთამოსთესი. აწ მოყუარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი:-

242. მაშა რადგან მიჯნურობა, შენად ღონედ მოიგონე. არ ეგების ამას იქით, თუცა თაჳ არ გამონე. აწ შენ მოგცე თავი ჩემი, დაგაბნივე დაგაღონე. შენთჳს მოვჰკუდე ამისებრი, სხუაღა საქმე არ ვიქონე:-

243. აწ რაცა გითხრა თუ ამა, საქმესა დამმორჩილდები. რასაცა ეძებ მიხუდები, უცილოდ არ ასცილდები. თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ, რაზომსაც ცრემლსა მილდები. მოგუხდების მდურუა სოფლისა, მოჰკუდები გაცაჰსწბილდები:-

244. ყმამან უთხრა ეგე საქმე, ამას ჰგავსო არა სხუასა. ორნი კაცნი მოჳდოდეს, სადაურნი სადმე გზასა. უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა. ზედ წაადგა ჩაჰყიოდა, ჰსტირს იძახის ვაგლახ ვასა:-

245. ეგრე უთხრა ამხანაგო, იყავ მანდა მომიცადე. წავალ თოკთა მოსატანად, მწადსო თუმცა ამოგზიდე. მას ქუჱშეთსა გაეცინა, გაუკჳრდა მეტად კიდე. შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე:-

246. აწ დაო შენთა ჴელსაა, ჩემი საბელი ყელისა. სხუად უღონოა უშენოდ, ჩემი აღპყრობა ჴელისა. რასაცა მიზამ შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა. თუარ ვისმცა ექმნა გორლითა, შეკურა თივისა მრთელისა:-

247. ქალმან უთხრა მამეწონა, ყმაო შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი. ვინათგან ხარ აქანამდინ, მაგა ჭირთა დამთმობარი. რაცა გითხრა მომისმინე, გიპოვნია საძებარი:-

248. იმა მოყმისა ჰამბავი, არსად არ იპოების. თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების. მოილოდინე მოჳდეს, რაზომცა დაგეყოვნების. დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნდების:-

249. გითხრობ თუ ცნობა გწადიან, ჩუჱნისა შენ სახელისა. ტარიელ არის სახელი, იმა მოყმისა ხელისა. მე ასმათ მჰქჳან რომელსა, მკლავს წუა ცეცხლისა ცხელისა. მაქუს სულთქმა ბეურის ბეურები, უჰამრავ არ ერთხელისა:-

250. ამისმეტსა ვერას გითხრობ, მე სიტყუასა ამისთანას. ისი მინდორს არონინებს, ტანსა მჭევრსა მე მაჯანას. ვჰსჭამ გლახ მარტო ნადირისა, მისგან ჴორცსა მონატანას. აწუჱ მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანას:-

251. ამას გვედრებ მოიცადო, თავი სხუაგან არსადარო. რა მოჳდეს შევეხვეწო, ნუთუ ვითარ მოვაგუარო. ერთმანერთსა შეგამეცნო, თავი შენი შევაყუარო. თჳთ გიამბოს საქმე თჳსი, საყუარელსა გაახარო:-

252. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა დაჰრთო ნება. ამაზედა მოიხედეს, ხეჳთ ესმათ ჩხაპუნება. მთუარე წყალსა გამოჳდა, ჰნახეს შუქთა მოფინება. უკურიდეს აღარა ჰქმნეს, მუნ ხანისა დაყოვნება:-

253. ქალმან უთხრა ყმაო, ღ~თნ მოგცა ჟამად რაცა გინა. მაგრამ თავი უჩინოდ ჰქმენ, დამალული იყავ შინა. იმა ყმისა მეუნებლე, ჴორციელი არავინა. ნუთუ ვითარ მოვაგუარო, შენი ნახუა არ ეწყინა:-

254. ავთანდილ ქუაბსა დამალა, ქალმან მალჳთა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შუჱნოდა კაპარჭ ჴრმალითა. ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღუათაებრ დაუმშრალითა. ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ჭურეტითა იდუმალითა:-

255. ამარტის ფერად შეჰსცუალა, ბროლი ცრემლითა ბანამან. დიდხანს იტირეს ყმამანდა, მან ქალმან შაოსანამან. შეხსნა შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყუანა მან. დადუმდეს ცრემლნი მოჰკუჱთა, შავმან გიშრისა დანამან:-

256. ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ტყუჱ საკნით ნააზატები. მან ქალმან ქუჱშე დაუგო, ვეფხის ტყავისა ნატები. მასზედა დაჰსჯდა იგი ყმა, სულთქამს ჭირმონამატები. სისხლისაცრემლსა გაეწნა, შუა გიშრისა სატები:-