... (Q-376), XIX ს.

217. მასუჱ გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა. შამბი განვლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა. ავთანდილ ჰსჭურეტს გაკჳრუჱბით, მალვით ხესა მოეფარა. ჰსთქუა თუ ღ~თნ ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა:-

218. აწ ამას ჩემთჳს ღ~ისაგან, სხუა საქმე რა ვამჯობინო. ქალი შეჳპყრა მის ყმისა, ამბაჳ მას ვამბობინო. ჩემიცა ვუთხრა ყუჱლაი, მართალი გავაბჭობინო. მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო:-

219. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, თჳსგან ხესა გამობმული. ზედა შეჯდა გაემართა, ქუაბი იყო კარგანხმული. მუნით ქალი გამოიჭრა, გულმდუღარე ცრემლ დასხმული. ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლ ბაკმული:-

220. ვერიცნა სახე არ ჰგუანდა, მისი მის ყმისა სახესა. ფიცხლად გაიქცა მიჰმართა, ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა გააბა. ვითა კაკაბი მახესა. ჴმას ჰსცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთსახესა:-

221. მას ყმას წინა მიურბოდა, ჭურეტადცა ეზარებოდა. ვითა კაკაბი არწიჳს, მჭურეტი მიდამო ჰკრთებოდა. ტარიელს ვისმე უზახდა, მწედ თუცა არ ემწებოდა. ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა:-

222. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი. უფერო ქმნილნი მინახვს, ვარდნი და იგი იანი. მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირბაკმიანი. სხუად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყიჳ აგრე ჴმიანი:-

223. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბჭობასა. თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა. აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკავ ადჳლად თხრობასა. ცუდად ნუ ჰსცდები ნუ ელი, მაგა ჰამბისა ჰმბობასა:-

224. კულავ ეტყჳს ყმაო რა გინდა, ანუ მენუკჳ მე რასა. მაგა საქმისა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ მეტყჳ მითხარო, მე ასჯერ გეტყჳ ვერასა. ვითა ტირილი სიცილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა:-

225. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან. ოდიდგან ვეძებ ჰამბავთა, ესე არ ვისგან მჰსმენიან. შენ მიპოვნიხარ სიტყუანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან. ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გჰრცხვენიან:-

226. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარო ანუ შენო. მზე არ მახლავს შეგეტყუჱბის, თრთჳლო ასე მით მაწყენო. გრძელი სიტყუა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო. ვერასათჳს ვერ გიამბობ, რაცა გინდა იგი ჰქმენო:-

227. კულავცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა. მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა. პირსა ზედა გაგულისდა, თუალთა სისხლი მოედინა. ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა:-

228. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო. როგორა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო. გიჯობს მითხრა ამისმეტი, მართ აღარა არ გაწყინო. თუარა ღ~თნ მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკუდინო:-

229. ქალმან უთხრა ეგე ღონე, მოიგონე მატად ავი. თუ არ მომკლავ თჳთცა, მხედავ მრთელი ვარ და მოუკლავი. რა ვით გითხრა რა გუარათცა, ვარ გლახ ჭირთა მე მნახავი. კულავ თუ მომკლავ სასაუბროდ, აღარ მედგას ზედან თავი:-

230. კულავ ეტყჳს ყმაო რად ჰმპოვე, ვინ მეუბნები მე ვინო. ეგე ჰამბაჳ ცოცხალსა, ენითა ვერ მათქმევინო. მე თავი ჩემი ნებითა, ჩემითა მოგაკულევინო. ვითა უსტარი ბედითი, ადჳლად დაგახევინო:-

231. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია. მით რომე დამჰჴსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია. ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი, მისთჳსვე შემიწონია. ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა, სიტყუანი მისანდონია:-

232. ყმამან ჰსთქუა თუ არ ეგების, აწ ამისი ასრე თქმევა. სხუასა რასმე მოჳგონებ, ჰსჯობს საქმისა გამორჩევა. გაუშუა და ცალკე დაჰსჯდა, ჰსტირს დაიწყო ცრემლთა ჰფრქვევა. ქალსა უთხრა განგარისხე, აწ არ ვიცი ვით დავჰრჩე ვა:-

233. ქალი დაუჯდა კუშტ გუარად, ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია. ავთანდილ ქუჱ ზის ტირილად, აღარას მოუბარია. ვარდისა ბაღსა მოგუბდა, ცრემლისა საგუბარია. კულავ იქით ქალი დაუჯდა, მისთჳს გულნალმობარია:-

234. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღუარნა. მაგრამ უჯდა უცხოს უცხო, არ ენანი აუბარნა. ყმამან ჰსცნა თუ გონებანი, ჩქარნი ჩემთჳს დააწყნარნა. ცრემლ დენილი შეეხუჱწა, ადგა მუხლნი მოუყარნა:-

235. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად. გაგარისხე დაგრჩომივარ, ღარიბად და ამად ობლად. აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიძს, შენთჳს დასანდობლად. ამად რომე შეცოდება, შვიდგზის თქმულა შესანდობლად:-

236. თავი ჩემი სამსახურად, თუცა ავად მოგაწონე. მიჯნურისა შებრალება, ჰჴამს ესეცა გაიგონე. სხუაგნით ყოვლგნით უღონოვარ, არ ვინ არის ჩემი ღონე. სულსა მოგცემ გულისათჳს, სხუა მეტიმცა რა გაქონე:-