... (Q-376), XIX ს.

119. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამად ორად. პირუჱლ ყმა ხარ ჴორციელი, არავინ გუყავს შენად ჰსწორად. მერმე ჩემი მიჯნური ჴარ, დასტურია არა ჭორად. წა და იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად:-

120. შენგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო გაამყარე. რომე დამჰხსნა შეჭირუჱბას, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა აგრე საიმედოდ, ია მორგე ვარდი ყარე. მერმე მოდი ლომო მზედა, შეგეყრები შემეყარე:-

121. სამსა ჰსძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი. ჰპოვო მოდი გამარჯუჱბით, მხიარული მოუბარი. ვერა ჰპოებ დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი. კოკობი და უფურჭკუნჱლი, ვარდი დაგხუდე დაუმჭკნარი:-

122. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შეჳრთო რაცა ქმარი. მზეცა მომხუდეს ჴორციელად, ჩემთჳს კაცად შენაქმარი. სრულად მოვჰსწყდე სამოთხესა, ქუჱსკნელს ვიყო დასანთქმარი. შენი მკლევდეს სიყუარული, გულსა დანა ასაქმარი:-

123. მოახსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე. სხუა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შეჳწამე. მე სიკუდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე. ვითა მონა სამსახურად, გაღანამცა წავეწამე:-

124. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო, რადგან ღ~თნ მზედ დაგბადა. მით გმორჩილებს ზეციერი, მნათობია რაცა სადა. მე რომ თქუჱნგან მოჳსმინე, წყალობანი მედიადა. ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფადა:-

125. კულავ შეჰფიცეს ერთმანეთსა, დააპირეს ესე პირი. გაერთდნენ და გაამრავლეს, საუბარი სიტყუა ჰხშირი. გაადჳლდა აქანამდის, გარდეხადა რაცა ჭირი. თეთრთა კბილთა გამოჰკრთების, თეთრი ელუა ვითა ჭჳრი:-

126. ერთგან დაჰსხდეს ილაღობდეს, საუბარი ასადაგეს. ბროლბალახში შეხუჱული, და გიშერი ასადაგეს. ყმა ეტყჳს თუ შენთა მჭურეტთა, თავი ხელი ასადაგეს. და ცეცხლთა მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს:-

127. ყმა წაჳდა სიშორესა, თუმცა მისსა ვერ გაჰსძლებდა. უკუღმავე იხედჳდა, თუალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა. გული ჰქონდა გულისათჳს, სიყუარულსა ავალებდა:-

128. ჰსთქუა მზეო ვარდსა სიშორე, შენი დამაჩნდა ესადარე. ბროლი და ლალი შევცულილვარ, ქარჳსა უყჳთლესადრე. მაშინ რაღა ვჰქმნა ვერ ჭურეტა, რა მამხუდეს კულავ უგრძესადრე. ჰხამს მოყურისათჳს სიკუდილი, ესე მე დამიძს წესადრე:-

129. საწოლს დაწუა ტირს მტირალსა, ცრემლი ძნელად ეჴოცების. ვითა ვერხჳ ქარისაგან, ირხეჳს და იკეცების. რა მიჰრულნის სიახლოვე, სიყუარლისა ეოცნების. შეჰკრთის დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების:-

130. მოშორუჱბა საყუარლისა, მას შეჰქმნოდა მისგან ღაზოდ. ცრემლსა ვითა მარგალიტსა, აფრქუჱუს ვარდის დასანაზოდ. რა გათენდა შეეკაზმა, თჳსთა მჭურეტთა სალამაზოდ. ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ:-

131. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია. შეჰსთუალა გკადრებ მოფეო, მე ესე გამიგონია. ყოველი პირი მიწისა, თქუჱნ ჴმლითა დაგიმონია. აწ თუ ჰსჯობს ესე ჰამბაჳ, ჰსცნან რაცა გარემონია:-

132. მე წაჳდე მოჳარო, ვილაშქრო და ვინაპირო. თინათინის ჴელმწიფობა, მტერთა თქუჱნთა გულსა ვჰგმირო. მორჩილქმნილნი გავახარო, ურჩი ყუჱლა ავატირო. ძღუჱნი გკადრო ზედი ზედან, არ სალამი დავაძვირო:-

133. მეფესა ეთქუა ამისი, დიადი მადრიელობა. ებრძანა ლომო არა გჭირს, შენ ომთა გამდრეკელობა. აწ მაგა შენსა თათბირსა, ჰგავსო შენიუჱ ქუჱლობა. წა მაგრამ მამხუდეს რაღა ვჰქმნა, თუ სიშორისა გრძელობა:-

134. ყმა შეჳდა თაყუანიჰსცა, მადლი მრავლად მოახსენა. ჴელმწიფეო მიკჳრს ქება, რად იკადრეთ ჩემი თქვენა. აწ ნუთუ კულავ სიშორესა, ღ~თნ ბნელი გამითენა. პირი თქუჱნი მხიარული, მხიარულსა კულავ მიჩვენა:-

135. მეფე ჴელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი. სხუა მათებრი არ ყოფილა, არ გამზრდელი არ გაზრდილი. ყმა ადგა და წამოჳდა, მას დღეს მეფის ჰჩანს გაყრილი. როსტან მისთჳს აატირა, გონიერი გული ჩვილი:-

136. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მჴნე ლაღად მავალი. ოც დღე იარა ღამესა, დღე ზედან წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი დავალი. არ მისცილდების თინათინ, ვისგან ჰსწუავს ცეცხლი მხურვალი:-

137. რა მიჳდა სიხარული, შიგან გახდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღუჱნს ჰსძღუნიდეს არ იეფოსა. იგი პირმზე არ მოჰსცდების, სიარულსა სასწრაფოსა. მიხუდეს მყოფი მას წინაშე, სიხარულსა სადაფოსა:-

138. ქალაქი ჰქონდა მაგარი, საზაროდ სანაპიროსა. გარე კლდე იყო გიამბობ, ზღუდესა უქვითკიროსა. ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე, უცხოსა სანადიროსა. გაზრდილი თჳსი შერმადინ, დაისუა სავაზიროსა:-