... (Q-376), XIX ს.

79. მას მონისა არა ესმა, სიტყუა არცა ნაუბარი. მათ ლაშქართა ძახილითა, იყო ერთობ უგრძნობარი. უცხოდ რადმე ამოსკნოდა, გული ცეცხლთა ნადებარი. ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის ვითა ნაგუბარი:-

80. სხუაგან ჰქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან. იგი მეფისა ბრძანება, ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არც არა გაიგონამან. არცა გახლიჩა ბაგენი, თაჳ ვარდისა კონამან:-

81. რა პასუხი არა გაჰსცა, მონა გარე შემობრუნდა. როსტენს ჰკადრა შემიტყჳა, იმას თქუჱნი არა უნდა. თუალი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიწუხდა. ვერ ვასმინე საუბარი, მით დავჰყოვნე ხანი მუნდა:-

82. მეფე გაჰკჳრდა გაცაჰსწყრა, გული უძს მისთჳს მწყრომარე. გაგზავნა მონა თორმეტი, თჳსსა წინაშე მდგომარე. უბრძანა ჴელთა აღიღეთ, აბჯარი თქუჱნ საომარე. მიდით და აქა მომგუარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე:-

83. მონანი მიდგეს მიჳდნეს, გახდა აბჯრისა ჩხარია. მაშინღა შეკჰრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულმდუღარია. თუალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია. ერთხელ ესე ჰსთქუა ვამეო, სხუად არად მოუბარია:-

84. თუალთა ჴელნი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა. ჴმალკაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა. ცხენსა შეჯდა მონათამცა, საუბარნი რად იყურნა. სხუასა მჴარსა გაემართა, მათი ჭირნი არ განჰკურნა:-

85. მონათა ჴელი გამაჰრთეს, მის ყმისა შესაპყრობელად. მან გლახ იგინი დაჰჴადნა, მტერთაცა საწყალობელად. ჰკრა ერთმანერთსა დაჰჴოცნა, თაჳსჴელ აღუპყრობელად. და ზოგსა გადაკჰრის მათრახი, მკერდამდის გასაპობელად:-

86. მეფე გასწყრა გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა. მით მდევართა მიწევნამდის, არ უჭურიტნა არცა ნახნა. რაზომნიცა მიეწიუნეს, ყოვლნი მკუდართა დაასახნა. და კაცი კაცსა შე მოსტყორცა, როსტენ ამად ივაგლახნა:-

87. შესხდენ მეფე და ავთანდილ, მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი, მივა ტანისა მრხეველად. ტაიჭი უგავს მერანი, მიეფინების მზე ველად. შეიგნა მისულა მეფისა, თჳსად უკანა მდეველად:-

88. რა ჰსცნა მეფე მოჳდაო, ჰკრა მათრახი თჳსსა ცხენსა. მასუჱ წამსა დაიკარგა, არ უნახავს თუალსა ჩვენსა. ჰგუანდა ქუჱსკნელს ჩძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს, კუალსა მისგან წანარბენსა:-

89. კუალი ძებნეს დაუკჳრდათ, ვერ პოვნა ნაკუალევისა. აგრე კუალ წმინდად წახდომა, კაცისა ვისა დევისა. ლაშქარი მკუდართა ჰსტიროდეს, ჰსწრაფ აქუსთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ჰბრძანა ვნახეო, მიზეზი ლხინთა ლევისა:-

90. ჰბრძანა ღ~თსა მოეწყინა, აქანამდის ჩემი შვება. ამად მიყო სიამისა, სიმწარითა დანაღულება. სიკუდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუძს განკურნება. მასუჱ მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება:-

91. ესე ჰთქუა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა. არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვაი ვასა მოურთვიდა. ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა ჰსრვიდა. ზოგთა ჰსთქუჱს თუ მართალია, ზოგი ღ~თო უზრახვიდა:-

92. მეფე საწოლს შერაჳდა, სევდიანი დაღრეჯილი. მისგან კიდე არვინ შეჰყუა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყუჱლაკაი გაიყარა, ჯალაბი ჰსჩანს არ დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი:-

93. თინათინს ესმა მამისა, ეგეთი დაღრეჯილობა. ადგა და კარზედ მიჳდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა. მოლარე იხმო უბრძანა, ძილია თუ ღჳძილობა. მან მოახსენა დაღრეჯით, ჰზის ჰსჭირსო ფერ შეცულილობა:-

94. ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა. უცხო ყრმა ვინმე უნახავს, არს დია ჭმუნვით ამითა. თინათინ ჰბრძანა აწ წავალ, შესულა ხამს ჩემგან ჟამითა. მიკითხოს ჰკადრე იყო თქო, აქა წინა ერთის წამითა:-

95. ხანი გამოხდა იკითხა, ნეტარ რასა იქს ქალიო. ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო. მოლარემ ჰკადრა მოჳდა, აწეღა ფერნამკრთალიო. დაღრეჯით გცნათ და მიბრუნდა, წინაშე მომავალიო:-

96. უბრძანა თუ წადი უჴმე, უმისობა ვით გავჰსძლეო. მოახსენე რად დაბრუნდი, შენ მამისა სიცოცხლეო. მოდი ჭმუნუა განმიქარუჱ, გულსა წყლულსა მეწამლეო. გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინსა რად დავლეო:-

97. თინათინ ადგა მიჳდა, მიჰყუა მამისა ნებასა. უგავს პირისა სინათლე, მთოუარის მოვანებასა. მამამან გვერდით დაისუა, აკოცა ნება ნებასა. უბრძანა მახლავ რად არა, რად მელი მოყუანებასა:-

98. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს. ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს. თქუჱნი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამხობდეს. კაცმან საქმე მოიგუაროს, ვეჭუ ჭმუნუასა ესე ჰსჯობდეს:-