... (Q-376), XIX ს.

99. უბრძანა შჳლო რაზომცა, მჭირს საქმე სავაგლახია. შენი ჭურეტა და სიახლე, ლხინადუჱ დამისახია. მომქარუჱბელი სევდისა, მართ ვითა მიუფრახია. ვეჭუ რა ჰსცნა შენცა ამართლო, ჩემი სულთქმა და ახია:-

100. უცხოსა და საკჳრველსა, ყრმასა რასმე გარდვეკიდე. მისმან შუქმან განანათლა, სამყარო და ჴმელთა კიდე. რა უმძიმდა არ ვიცოდი, რად ჰსტიროდა ვისთჳს კიდე. ჩემად ნახუად არ მოჳდა, გავგულისდი წავეკიდე:-

101. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა, თუალთა ცრემლნი მოიჴოცნა. შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიჴოცნა. ვითა ეშმა დაგვეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა. ჯერცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა:-

102. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს. დამაჳწყდა რაცა დღენი, მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარამან მინეტარნეს. სადამდისცა დღენი მესხნეს, ვერავინღა გამახარნეს:-

103. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ, მე სიტყუასა დანაყბედსა. ჱე მეფეო რად ემდურჳ, ანუ ღ~თსა ანუ ბედსა. რად დაჰსწამებ სიმწარესა, ყოველთათჳს ტკბილად მჴედსა. ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა:-

104. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი. შორს არის თქუჱნი სამზღუარი, ბრძანება მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი ყოველგან, მისთა ამბავთა მცნობელი. ადრე ჰსცნობთ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი:-

105. მოახნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთაუჱ ცისა კიდეთა. უბრძანეს წადით პატიჟთა, თავნიმცა რად დარიდეთა. მონახეთ ძებნეთ იგი ყმა, სხუად ნურად მოიცლიდეთა. მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწუთეთ ვერ მიხვიდეთა:-

106. კაცნი წაჳდეს იარეს, მათ ერთი წელიწადია. მონახეს ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კულა და კულადია. ვერცა თუ ნახეს მნახუჱლი, ღ~ისაგან დანაბადია. ცუდად მაშურალნი მოჳდეს, მართსაუჱ გულსა ზადია:-

107. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩუჱნ ჴმელნი მოჳარენით. მაგრამ ვერ ვჰპოეთ იგი ყმა, ამით ვერა გაჳხარენით. მისსა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით. ჩუჱნ ვერა გარგეთ საქმენი, სხუანი რამ მოიგუარით:-

108. მეფე ჰბრძანებს მართალ იყო, ასული და ჩემი ძეო. ვნახე ვინმე ეშმაკისა, სიცრუე და სიბილწეო. ჩემდა მტერად წამოსრული, გამოჭრილი ზეცითზეო. გამიშჳა შეჭირუჱბა, არა მგამა ყოლა მეო:-

109. ესე ჰსთქუა და სიხარულით, თამაშობა ადიადა. მგოსანნი და მუშაითნი, იხმეს ჰპოეს რაცა სადა. უხუად გაჰსცა საბოძუარი, ყუჱლა დარბაზს შემოხადა. მისი მჰსგავსი სიუხჳთა, ღ~თნ სხუამცა რად დაჰბადა:-

110. ავთანდილ ჰსჯდა მარტო საწოლს, ეცუა ოდენ მართ პერანგი. იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოჳდა მის წინაშე, თინათინის მონა ზანგი. მოახსენა გიბრძანებსო, ტანად ალუა პირად მანგი:-

111. ავთანდილს მიხუდა მოსმენა, საქმისა სანატრელისა. ადგა და კაბა ჩაიცუა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა. უხარის ხილუა ვარდისა, არ ერთგან შუყრელისა. ამაოა ჭურეტა ტურფისა, სიახლე საყუარელისა:-

112. ავთანდილ ლაღი უკადრი, მივა არ ვისგან ჰრცხუჱნოდა. მას ჰნახავს ვისთა ვამთაგან, ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად ჰსჯდა, ელჳსა მჰსგავსად ჰშუჱნოდა. მთუარესა მისთა შუქთაგან, უკუნი გარდაჰფენოდა:-

113. გაცრცჳლისა ტანსა ემოსა, ყარყუმნი უსაპირონი. ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი. ჰშუჱნოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი. მას თეთრსა ყელსა ეხჳვნეს, გრძლად თმანი არ უხშირონი:-

114. დაღრეჯით იყო მჯდომარე, ძოწეულითა რიდითა. ავთანდილს უთხრა დაჯდომა, წყნარად ცნობითა მშვიდითა. მონამან სელი დაუდგა, დაჯდა კრძალჳთ და რითა. პირისპირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა:-

115. ყმამან ჰკადრა საზაროსა, ჩემგან თქმაღა ვით იქმნების. მზესა მთუარე შეეყაროს, დაილევის დაცაჰსჭკნების. ჰაზრად არად აღარა მცალს, თაჳ ჩემი მეგონების. თქუჱნუჱ ჰბრძანეთ რაცა გიმძიმსთ, ანუ რაცა გეწადების:-

116. ქალმან უთხრა საუბარი, კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად. ეტყუის თუმცა აქანამდის, ჩემგან შორსხარ დანამჭირად. მიკჳრს მოგხუდა წამის ყოფით, საქმე შენგან საეჭვირად. მაგრამ გითხრობ პირუჱლად მე, სენი მქმნია რაცა ჭირად:-

117. გახსოვს ოდეს შენ და როსტენს, მინდორს მჴეცი დაგეხოცა. ყმა გენახათ უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა. მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამხოცა. შენ გენუკჳ მონახუასა, კიდის კიდე მოლახოცა:-

118. აქანამდის საუბარსა, თუცა ვერას ვერ გეტყვია. მაგრამ შორით სიყუარული, შენგან ჩემი შემიტყვია. ვიცი რომე გაუწყუჱტლად, თუალთა ცრემლი გისეტყვია. შეუპყრიხარ სიყუარულსა, გულსა პირზედ დაუტყვია:-